Facebook Twitter

საქმე # 080100119003232289

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე№490აპ-21 18 ოქტომბერი, 2021 წელი

მ. გ. 490აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ–ს და მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ს განცხადებები, რომლითაც ადვოკატები შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მათი საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 4 მაისის განაჩენით:

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დიმიტრი ჩაფიჩაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა დაზუსტებული პირობით. დამტკიცდა საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორ დ. ჩ–ს, ბრალდებულ შ. გ–ს და მისი ინტერსების დამცველ-ადვოკატ შ. გ–ს შორის, ზემდგომი პროკურორის ირაკლი კოძახიძის თანხმობით 2020 წლის 2 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება.

დ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შ. გ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

ზ. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 6 აგვისტოდან.

გ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 12 სექტემბრიდან.

გ. კ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს „......ს“ ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,......-ის“ ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (შპს ,,..........ის“ ეპიზოდი) - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით გ. კ–ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 8 მაისიდან.

2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ–მ და მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ–მ.

4. 2021 წლის 13 მაისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული განცხადებით მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. პ–ე შუამდგომლობს არ იქნეს განხილული მისი საკასაციო საჩივარი.

5. 2021 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ბ–მ. ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებულ გ. მ–თან კონსულტაციის შემდეგ, გ. მ. ითხოვს რომ არ იქნეს განხილული 2021 წლის 5 მაისს ნ. ბ–ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი.

5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი, ამიტომ მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ–ს და გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ს შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს და მათი საკასაციო საჩივარი არ იქნეს განხილული.

6. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ გ. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. პ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

2. მსჯავრდებულ გ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ. ბ–ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 6 აპრილის განაჩენზე არ იქნეს განხილული კასატორის მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე