Facebook Twitter

საქმე # 010100120003738589

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №689აპ-21 ქ. თბილისი

კ-ე ვ , 689აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. წ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ივნისს, - ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ; ე. ა-ს, - დაბადებულს ... წლის ... სექტემბერს, - ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობისათვის მსჯავრდებულის მიერ; ხოლო ვ. კ-ს, - დაბადებულს ... წლის ... იანვარს, - ბრალად ედება ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 27 აპრილს, ქ.ბ-ი, ი-ს ქ. N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხულიგნობისათვის მსჯავრდებულმა რ. წ-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ე. ა-ა და ვ. კ-ნ ერთად, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და ხელების დარტყმებით გამოხატული ძალადობით შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

1.3. 2020 წლის 27 აპრილს, ქ.ბ-ი, ი-ს ქ. N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხულიგნობისათვის მსჯავრდებულმა ე. ა-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, რ. წ-ა და ვ. კ-ნ ერთად, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და ხელების დარტყმებით გამოხატული ძალადობით შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

1.4. 2020 წლის 27 აპრილს, დღის საათებში, ქ.ბ-ი, ი-ს ქ.N..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. კ-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, რ. წ-ა და ე. ა-ნ ერთად, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა და ხელების დარტყმებით გამოხატული ძალადობით შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენით:

2.1. რ. წ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებზე.

2.2. რ. წ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის ნაწილი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ რ. წ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 7 მაისიდან.

2.4. ე. ა-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებზე.

2.5. ე. ა-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რომლის ნაწილი - 5 თვითა და 29 დღითა თავისუფლების აღკვეთა დაემატა სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს და საბოლოოდ ე. ა-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი და 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა.

2.7. ე. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 7 მაისიდან; შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 5 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმრო დაწესებულებიდან.

2.8. ვ. კ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებზე.

2.9. ვ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

2.10. აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა და ყადაღა უნდა მოეხსნას ვ. კ-ს გირაოს უზრუნველსაყოფად ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 ივნისის განჩინების საფუძველზე დაყადაღებულ, მ. ა-ს, პ/ნ .... საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ს-ა, ფ-ს ქ. N...-ში (ზონა - ს-ა 34, სექტორი - ქ. ს-ა 08, კვარტალი - 59, ნაკვეთი - 058, საკადასტრო კოდი N....) 4000 ლარის ღირებულების წილს.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 27 აპრილს, ქ. ბ-ი, ი-ს ქ. N11ა-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რ. წ-მ ჯგუფურად, ე. ა-ა და ვ. კ-ნ ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ, გ-ი, თ-ა და გ. ჯ-ს, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

3.1. 2020 წლის 27 აპრილს, ქ. ბ-ი, ი-ს ქ. N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. ა-მ ჯგუფურად, რ. წ-ა და ვ. კ-ნ ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ., გ-ი, თ-ა და გ. ჯ-ს, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

3.2. 2020 წლის 27 აპრილს, ქ. ბ-ი, ი-ს ქ. N...-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. კ-მ არაერთგზის, ჯგუფურად, რ. წ-ა და ე. ა-ნ ერთად, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მურმან, გ-ი, თ-ა და გ. ჯ-ს, რომლებმაც განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით გასწორდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენსა და შესაბამისად, განკარგულებაში დაშვებული უზუსტობა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის განაჩენის ნაცვლად, მიეთითა 2019 წლის 18 სექტემბრის განაჩენი. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განაჩენით:

5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 7 ივნისის განაჩენში დაშვებული უზუსტობა და განაჩენის შესავალ ნაწილში განაჩენის თარიღად მიეთითა - ,,07 ივნისი, 2021 წელი“. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. კასატორმა - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა პაატა ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა განაჩენის გაუქმება, რ. წ-ა და ე. ა-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ვ. კ-ს დამნაშავედ ცნობა - სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მათთვის ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

7. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას რ. წ-ა და ე. ა-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ვ. კ-ს ქმედების - სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულებმა - რ. წ-მ და ე. ა-მ ჩაიდინეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, ხოლო ვ. კ-მ - სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ცალსახად დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - მ. ჯ-ს, გ. ჯ-ს, თ. ჯ-ს, გ. ჯ-ს, ა. ა-ს, ბ. გ-ს, ჯ. მ-ს, ჯ. ც-ს, ნ. შ-ს, კ. შ-ს, რ. გ-ს, მ. დ-ს, რ. კ-ს, ხ. კ-ა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულებებითა და მათი გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, დაკავების ოქმებით, სასამართლოს განაჩენებით, რომლებზეც სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში ამომწურავად იმსჯელა და რომლებიც ქმნიან უტყუარ და საკმარის ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის მოტივაციას, რომელმაც საფუძვლიანად და არგუმენტირებულად დაასაბუთა, თუ რატომ არ იკვეთება მსჯავრდებულთა ქმედებაში ხულიგნობის ნიშნები. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ხულიგნობის დროს პირმა უხეშად უნდა დაარღვიოს საზოგადოებრივი წესრიგი, ეს ქმედება უნდა გამოხატავდეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და ქმედება ჩადენილი უნდა იყოს ძალადობით ან ძალადობის მუქარით. ამ ნიშნებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს ხულიგნობას. თუ პირის შეგნება არ მოიცავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამოხატვას, ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილ ქმედებას საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა რომც მოჰყვეს, ხულიგნობა მაინც არ გამოიკვეთება. დამნაშავის მოტივი ხულიგნობის ჩადენის დროს არის საზოგადოებასთან დაპირისპირება, იმის დამტკიცება, რომ გაბატონებული ზნეობრივი ნორმები მისთვის არაფერს ნიშნავს.

11. მოცემულ საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ძალადობრივ ქმედებაში მონაწილეობდა ორი დაპირისპირებული მხარე, რამაც გარშემომყოფთა დისკომფორტი გამოიწვია, თუმცა კონფლიქტის მონაწილე პირთა ქცევა მიმართული იყო ერთმანეთის წინააღმდეგ და არ იყო საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევისაკენ მიმართული განზრახი ქმედება. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დადგენილა ფაქტი, რომ კონფლიქტის მონაწილეები, მათ შორის - რ. წ-ე, ე. ა-ე და ვ. კ-ე ქუჩაში შეკრებილ საზოგადოებას აგინებდნენ ან სხვა ფორმით გამოხატავდნენ მათ მიმართ უპატივცემულობას. აშკარაა, რომ კონფლიქტს ჰყავდა ორი მხარე, შესაბამისად, მასში მონაწილე პირთა ძალადობრივი ქმედებები მიმართული იყო დაპირისპირებული მხარეების წინააღმდეგ და არა - ზოგადად, საზოგადოების მიმართ.

12. მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია წერილობით მტკიცებულებებსა და ვიდეოჩანაწერში მითითებულ ინფორმაციასთან, კერძოდ: მხარეთა მონაწილეობით პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერი ნათლად ასახავს 2020 წლის 27 აპრილს მომხდარ შემთხვევას - კონფლიქტის დაწყების მიზეზს, მის მიმდინარეობას, კონფლიქტში მონაწილე მხარეთა როლს, მოქმედებებსა და მის დასასრულს. ვიდეოჩანაწერში გარკვევით ჩანს, როგორ აყენებს რ. წ-ე გ. ჯ-ს ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც იწყება ხელჩართული ჩხუბი, ერთი მხრივ, მასში მონაწილეობენ ბრალდებულები, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებულები - მ, გ, თ. და გ. ჯ-ი, ასევე სხვა პირები. კონფლიქტში მონაწილე მხარეები ერთმანეთს სცემენ და დაახლოებით ფიზიკური კონფლიქტის დაწყებიდან 40 წამში ძალადობა სრულდება. ხსენებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს სამივე ბრალდებულის - რ. წ-ს, ე. ა-ა და ვ. კ-ს მხრიდან ჩადენილი ძალადობა და ასევე მათ მიმართაც ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები.

13. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთ პირობებში მსჯავრდებულთა ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ხულიგნობის შემადგენლობის არსებობაზე მსჯელობისათვის არავითარი კანონიერი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები №207აპ-08; 109აპ-10, 176აპ-19; 207აპ-19).

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პაატა ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი