Facebook Twitter

საქმე # 080100121004355731

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№852აპ-21 12 ნოემბერი, 2021 წელი

დ-ა მ, 852აპ-21 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. დ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. ო-ა და მ. ფ-ს განცხადება, რომლითაც შუამდგომლობენ, არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ მ. დ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. ო-ა და მ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენზე.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენით:

1.1. მ. დ-ა, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 18 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 28 სექტემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 16 ოქტომბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2020 წლის 17 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2021 წლის 3 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 19 ნოემბრის ეპიზოდი) - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 5 იანვრის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ მ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

1.3. მ. დ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 6 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 19 ნოემბრიდან იმავე წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.

1.4. გაუქმდა მ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. სისხლის სამართლის N.... საქმეზე გირაოს - 3000 ლარის უზრუნველსაყოფად ბ. ფ-ს (პ/ნ ....) მიერ მ. დ-ს სახელით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 3000 ლარი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

1.5. ლ. დ-ა, - დაბადებული ... წლის ... თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობით.

1.6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ლ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 6 იანვრიდან იმავე წლის 8 იანვრის ჩათვლით.

1.7. გაუქმდა ლ. დ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. ო-ა და მ. ფ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. დ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ე. ო-მ და მ. ფ-მ, რომლებმაც ითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით.

4. 2021 წლის 3 სექტემბერს მსჯავრდებულმა მ. დ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ე. ო-მ და მ. ფ-მ წარმოდგენილი განცხადებით იშუამდგომლეს - არ იქნეს განხილული მსჯავრდებულ მ. დ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. ო-ა და მ. ფ-ს საკასაციო საჩივარი და ითხოვეს მისი განუხილველად დატოვება.

5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, კასატორს უფლება აქვს, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება; ამასთან, საჩივრის განმეორებით შეტანა არის დაუშვებელი.

6. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, მსჯავრდებულ მ. დ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. ო-ა და მ. ფ-ს შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი.

7. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. დ-ა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - ე. ო-ა და მ. ფ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ივლისის განაჩენზე არ იქნეს განხილული მათ მიერ საჩივრის უკან გათხოვნის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი