საქმე # 030100118002418258
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №255აპ-20 ქ. თბილისი
გ. თ., 255აპ-20 14 სექტემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა დავით პაპავამ, რომელიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) მათთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში; კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ცალმხრივად, არასწორად და არასრულფასოვნად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და უტყუარად დადგენილ ფაქტებს არასწორი კვალიფიკაცია მიანიჭა; გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მოსამართლის სუბიექტური მოსაზრება, რომელიც არ არის გამყარებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით; განაჩენი დამყარებულია ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს; სასამართლო, ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ დაზარალებულები და ბრალდების მხარის მოწმეები პირდაპირ ამხელენ თ.გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს არასათანადო მოპყრობაში, ხოლო, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრილი პატიმრები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ სპეციალურ რეჟიმს და განურჩევლად შეასრულონ შესაბამისი დანაწესები, რაც გაუგებარია, რადგან ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედებები დანაშაულია და ვერანაირი წესებით ვერ იქნებოდა მართლზომიერად დადგენილი; დაუსაბუთებელია სასამართლოს მოტივაცია, რომლის თანახმადაც, დაზარალებულები და ბრალდების მხარის მოწმეები ცრუობენ, რადგან თ. გ, ი. ჭ, ლ. კ და გ. გ იყვნენ მათი ზედამხედველები, რის გამოც აბრალებენ მათ დანაშაულს; საყურადღებოა, რომ გარდა დანაშაულში მხილებული პირების დაუსაბუთებელი განმარტებებისა, რაიმე გარემოება, რაც საეჭვოს გახდიდა დაზარალებულებისა და ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების სანდოობას, არ გამოკვეთილა; სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, თუნდაც ერთმანეთზე დამოწმებით, მხოლოდ თეორიულად არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად; სასამართლომ უყურადღებოდ დატოვა ის ფაქტი, რომ საქმეზე დაკითხული დაზარალებულები და ბრალდების მხარის მოწმეები იყვნენ სხვადასხვა ასაკის, სოციალური მდგომარეობისა და ღირებულებების მქონე პირები, რომელთა უმრავლესობა გამოძიებასა და სასამართლოში ჩვენებების მიცემისას იყო უკვე გათავისუფლებული, რაც გამორიცხავს ბრალდების მხარის სასარგებლოდ მათ შესაძლო მიკერძოებას; წინააღმდეგობრივია სასამართლოს მოტივაცია, როდესაც, ერთი მხრივ, ადასტურებს, რომ პენიტენციური დაწესებულება ფართო წრეებისათვის დახურულია, ხოლო ინფორმაციის მქონე პირთა წრე - შეზღუდული, ხოლო, მეორე მხრივ, მხოლოდ მათი პატიმრის სტატუსის გამო იმთავითვე არ ენდობა ათეულობით თვითმხილველის ჩვენებას და დამატებითი, შემავსებელი მტკიცებულებების აუცილებლობაზე მიუთითებს; სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია, ნამდვილად იმყოფებოდნენ თუ არა ბრალდების მოწმეები იმ საკნებსა და კორპუსებში, რომლებზეც უთითებდნენ, მაშინ, როდესაც არცერთ დანაშაულში მხილებულ პირს არ გაუხდია სადავოდ მათთან სამსახურებრივი კავშირი, ამასთან, გარკვეულია, რომ სადავო პერიოდში № დაწესებულებაში საკნობრივი საარქივო აღრიცხვა არ ხდებოდა; არარელევანტურია მოსამართლის აქცენტები, რომელთა მიხედვით, დაუდგენელია, შედიოდა თუ არა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა აღჭურვილობაში ხელკეტები ან სამხედრო ფეხსაცმელი და გამოყენებული იყო თუ არა მოხელეთა მიმართ სადავო პერიოდში ადმინისტრაციული სანქციები, რადგან პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობისას ხელკეტების ან სამხედრო ფეხსაცმელების გამოყენებისათვის არ იყო აუცილებელი სპეციალურ აღჭურვილობაში მათი არსებობა, ხოლო რაც შეეხება გადაცდომებზე რეაგირებას, ხაზგასასმელია, რომ სასჯელაღსრულების № დაწესებულების დირექტორი, მისი მოადგილე და სხვა თანამდებობის პირები მსჯავრდებულნი არიან სწორედ ამავე დაწესებულების პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობისათვის; სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა თ. გ-ს უსაფუძვლო განმარტებები, რომ თითქოსდა, პენიტენციური დაწესებულების გამოცდილი თანამშრომლები გახდნენ ე.წ. ,,ქურდული სამყაროს“ წევრების შეთქმულების მსხვერპლნი, რომელთა მითითებებით ამხელდნენ პატიმრები მათ არჩადენილ დანაშაულებში, რაც არ დადასტურებულა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით, მათ შორის - არც დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით; განსახილველ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რადგან სასჯელაღსრულების № დაწესებულების დირექტორის - ა. ჯ-ს, მისი მოადგილის - დ. ჯ-ს ასევე სხვა თანამშრომლების - რ. რ-ს, კ. ა-სა და ო. ლ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენებით, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული, უტყუარად არის დადგენილი, ზემოაღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. გ-ს - დაბადებულს ... ბრალად დაედო პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
3. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი. ჭ-ს, - დაბადებულს ... ბრალად დაედო პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
4. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. კ-ს დაბადებულს ... ბრალად დაედო პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
5. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. გ-ს - დაბადებულს ... ბრალად დაედო პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
6. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თ. გ. 2004 წლის 30 ივლისიდან 2013 წლის 23 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის № დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების რეჟიმის უფროსად, მინიჭებული ჰქონდა იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკის სპეციალური ჩინი და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
ი. ჭ. 2006 წლის 24 მარტიდან 2013 წლის 23 აპრილამდე მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის № დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსად, მინიჭებული ჰქონდა იუსტიციის მაიორის სპეციალური ჩინი და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
ლ. კ. 2006 წლიდან 2013 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის № დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორად, მინიჭებული ჰქონდა იუსტიციის ლეინტენანტის სპეციალური ჩინი და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
გ. გ. 2009 წლის 7 დეკემბრიდან 2013 წლის 22 აპრილამდე მუშაობდა სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის № დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორად, მინიჭებული ჰქონდა იუსტიციის კაპიტნის ჩინი და წარმოადგენდა საჯარო მოხელეს.
2008-2012 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის № დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში თ. გ., ი. ჭ., ლ. კ. და გ. გ., სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სისტემატურად ამცირებდნენ პატიმრებს, აყენებდნენ მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში, რის შედეგადაც პატიმრები განიცდიდნენ ძლიერ ფიზიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას, კერძოდ:
№ პენიტენციურ დაწესებულებაში შეყვანისთანავე პატიმრებს აშიშვლებდნენ, აგინებდნენ მათი ოჯახის წევრებს, დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, უმოწყალოდ სცემდნენ, შანტაჟითა და მუქარით იყოლიებდნენ თანამშრომლობაზე, შემდეგ კი, მუდმივად ემუქრებოდნენ თანამშრომლობის ხელწერილის საკანში შეგდებით, რითაც აყენებდნენ მძიმე მდგომარეობაში.
პატიმრებს საკნებში აკრძალული ჰქონდათ ჩვეულებრივი ხმით საუბარი, მათ უნდა ეჩურჩულათ, შეზღუდული ჰქონდათ ტელევიზორით სარგებლობა, ოჯახის წევრებთან სატელეფონო საუბარი, პაემნის ხანგრძლივობა, სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, საჩივრების მათთვის სასურველ ადრესატებთან გაგზავნის შესაძლებლობა, ძილისა და სუფთა ჰაერზე გაყვანისთვის განკუთვნილი დრო.
ღამის საათებში პატიმრებს სისტემატურად ამყოფებდნენ ფსიქიკური ზემოქმედებისა და სტრესის ქვეშ. გამოჰყავდათ საკნებიდან, უმოწყალოდ სცემდნენ სხვადასხვა საშუალების გამოყენებით და აიძულებდნენ, ტკივილისაგან ხმამაღლა ეყვირათ, რათა სხვა პატიმრებს გაეგოთ მათი ხმა და ყოფილიყვნენ მუდმივ შიშსა და უსიტყვო მორჩილებაში.
გასეირნების წინ და შემდეგ სისტემატურად აიძულებდნენ წელს ქვემოთ გაშიშვლებას, შარვალ და საცვალჩახდილ პატიმრებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ამყოფებდნენ ჩაკუზულებს, პირით კედლისკენ და დასცინოდნენ. აიძულებდნენ, ჩაკუზულებს გაეკეთებინათ ბუქნები და გადაადგილებულიყვნენ იხვისებურად წინ და უკუსვლით, რა დროსაც სცემდნენ, აგინებდნენ, აფურთხებდნენ, ამასხარავებდნენ, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
ჩხრეკის მოტივით სისტემატურად შედიოდნენ საკნებში, მაგიდებიდან ყრიდნენ პატიმრების საკვებსა და რელიგიურ თვალსაჩინოებებს, საწოლებიდან - ქვეშაგებს, თეთრეულს, ტანსაცმელს, რომლებსაც წყლით ასველებდნენ და ფეხსაცმლებით აბინძურებდნენ.
შედიოდნენ საკანში და ბრძანებაზე: „ყველანი ტუალეტში“, ყველა პატიმარი ვალდებული იყო, შესულიყო დაახლოებით 1 კვმ ფართის სველ წერილში, ხოლო ვინც გარეთ დარჩებოდა, უმოწყალოდ სცემდნენ.
პატიმრებს უწყობდნენ ჩამოხრჩობის იმიტაციას, უჩვენებდნენ პორნოგრაფიულ თვალსაჩინოებებს, ემუქრებოდნენ სურათზე გამოსახული მეთოდებით გაუპატიურებით და ე.წ. „ქათმების“ საკანში მოთავსებით.
№ დაწესებულების თანამშრომელთა ამგვარი ქმედებები იწვევდა პატიმრების ძლიერ ტკივილს, მორალურ და ფიზიკურ ტანჯვას, რასაც ისინი ვერ აპროტესტებდნენ, რადგან ამის გამო საკანში მყოფ ყველა პატიმარს სცემდნენ, რის გამოც, იძულებულნი იყვნენ, შეგუებოდნენ უსიტყვო მორჩილებას, რისი მიღწევაც იყო სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიზანი.
ü თ. გ., ი. ჭ., ლ. კ., გ. გ. და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - ი. მ-ს, რომელიც N დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის 3 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მაისამდე; მ. ხ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ოქტომბრიდან; ა. ა-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის თებერვლიდან; ზ. კ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის დეკემბრიდან; ს. კ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის დეკემბრიდან; მ. გ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ივლისიდან; ო. ფ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის დეკემბრიდან; თ. ხ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის ივლისიდან; ზ. გ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის ივნისიდან; რ. კ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის მარტიდან; ს. მ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 ნოემბრიდან; მ. შ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ივლისიდან; ი. ჯ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის დეკემბრიდან; გ. რ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის 4 ოქტომბრიდან; ს. ჯ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის აპრილიდან; თ. ლ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის თებერვლიდან; ხ. ლ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის 21 თებერვლიდან; ე. ჯ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის სექტემბრიდან და ა. ც-ს, რომელიც № დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2010 წლის სექტემბრიდან; ი. თ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის მაისიდან.
ü თ. გ., ი. ჭ., გ. გ. და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - მ. მ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის მაისიდან; მ. ლ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოათავსებული იყო 2011 წლის 5 მაისიდან; გ. კ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2012 წლის 28 თებერვლიდან; ი. ჩ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის მაისიდან; ა. ლ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის იანვრიდან, გ. კ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის სექტემბრიდან; გ. ა-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2012 წლის თებერვლიდან; დ. ჩ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2012 წლის 17 იანვრიდან და ს. ფ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2012 წლის 12 მარტიდან.
ü თ. გ., ი. ჭ. და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - მ. შ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ნოემბრიდან; ზ. გ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2008 წლის სექტემბრიდან; რ. კ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის დეკემბრიდან; ა. ლ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ოქტომბრიდან; მ. შ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2008 წლის ოქტომბრიდან; ი. ხ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის ივლისიდან; ს. ა-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის მაისიდან; რ. გ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის იანვრიდან; ზ. ნ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2008 წლის მაისიდან; ბ. წ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2007 წლის სექტემბრიდან; ა. რ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის ივლისიდან; გ. ფ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის სექტემბრიდან და დ. ტ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ნოემბრიდან.
ü თ. გ., ი. ჭ., ლ. კ. და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - ზ. ჭ-ს, რომელიც N დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის 10 აპრილიდან; ზ. ნ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის 22 იანვრიდან; ა. ჩ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2008 წლის აპრილიდან; გ. გ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2008 წლის სექტემბრიდან; გ. რ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ივლისიდან; ნ. მ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის იანვრიდან; ლ. გ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის 20 ივლისიდან; ვ. გ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის 28 ნოემბრიდან; თ. შ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2008 წლის სექტემბრიდან; მ. რ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის 19 ნოემბრიდან და ე. ლ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის მარტიდან.
ü თ. გ., ლ. კ., გ.გ. და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - დ. თ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის 19 აგვისტოდან; ა. გ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის იანვრიდან და გ. გ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის დეკემბრიდან.
ü თ. გ., ლ. კ. და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - ი. ჭ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლიდან და ვ. ზ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის დასაწყისიდან.
ü თ. გ., გ.გ. და დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - გ. ფ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2008 წლის ივნისიდან და ზ. მ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის ივლისიდან.
ü ი. ჭ., ლ. კ., გ.გ და დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - გ. ხ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის აპრილიდან; გ. შ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის სექტემბრიდან; ა. ი-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის სექტემბრიდან; ი. რ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის დეკემბრიდან და მ. თ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის აპრილიდან.
ü ი. ჭ., ლ. კ. და დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - ტ. ც-ს, რომელიც N დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის 8 აპრილიდან და ტ. ქ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის აპრილიდან.
ü ი.ჭ., გ.გ და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - მ. ა-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის თებერვლიდან; ნ. ნ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის დეკემბრიდან და ლ. თ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის მარტიდან.
ü ლ. კ., გ.გ და დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - ჯ. კ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ნოემბრიდან და ლ. ლ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის აპრილიდან.
ü თ. გ. და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - მ. შ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის ივნისიდან; კ. ჭ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის მარტიდან; რ. წ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2012 წლის 5 მარტიდან; მ. ლ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის 12 მარტიდან; ს. რ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის 21 თებერვლიდან; ლ. ჭ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2007 წლიდან; ტ. დ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ოქტომბრიდან; ლ. შ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ოქტომბრიდან; კ. ს-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ნოემბრიდან და რ. გ-ს, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის სექტემბრიდან.
ü ი. ჭ. და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - ა. კ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის 18 თებერვლიდან და ზ. ი-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2011 წლის ივნისიდან.
ü ლ. კ. და დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - ლ. ჯ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის ივნისიდან და ლ. ბ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის ივნისიდან.
ü გ. გ. და დაწესებულების სხვა თანამშრომლები არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ პატიმრებს - ჯ. ა-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2010 წლის ოქტომბრიდან და გ. ხ-ს, რომელიც № დაწესებულებაში მოთავსებული იყო 2009 წლის სექტემბრიდან.
7. თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ.გ-ს წარდეგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით:
თ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2018 წლის 2 ივლისიდან; მასვე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 3 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა - 2 წლითა და 3 თვით.
ი. ჭ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2018 წლის 2 ივლისიდან; მასვე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 3 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა - 2 წლითა და 3 თვით.
გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2018 წლის 2 ივლისიდან; მასვე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 3 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა - 2 წლითა და 3 თვით.
ლ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა - 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც აეთვალა 2018 წლის 2 ივლისიდან; მასვე ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 3 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა - 2 წლითა და 3 თვით.
ü სასამართლომ მიიჩნია: გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ თ. გ-მ, ი. ჭ-მ, ლ. კ-მ და გ. გ-მ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებები დაზარალებულების: თ. ხ-ს, მ. შ-ს, გ. გ-ს, გ. ფ-ს, ზ. მ-ს, თ. ლ-ს, მ. შ-ს, თ. შ-ს, რ. კ-ს, ა. რ-ს, ი. რ-ს, მ. შ-სა და ნ. მ-ს მიმართ.
ü სასამართლომ მიიჩნია: გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ თ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები დაზარალებულების: ა. ი-ს, ლ. ჯ-ს, გ. ხ-ს, მ. თ-ს, ზ. გ-ს, გ. შ-სა და ლ. თ-ს მიმართ.
ü სასამართლომ მიიჩნია: გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ ი. ჭ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები დაზარალებულების: ლ. ლ-ს, ი. ჭ-ს, ლ. ჯ-ს, ჯ. ა-ს, გ. ხ-ს, მ. თ-ს, ლ. შ-ს, ი. თ-სა და მ. ლ-ს მიმართ.
ü სასამართლომ მიიჩნია: გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ ლ. კ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები დაზარალებულების: ა. ლ-ს, ჯ. ა-ს, გ. კ-ს, ლ. შ-ს, ლ. თ-ს, ბ. ჭ-ს, კ. ს-ს, მ. ლ-სა და ა. ჩ-ს მიმართ.
ü სასამართლომ მიიჩნია: გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ გ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები დაზარალებულების: ა. ლ-ს, ლ. ლ-ს, ლ. ჯ-ს, გ. შ-ს, ზ. ნ-ს, ლ. შ-ს, ბ. წ-ს, კ. ს-ს, მ. ლ-ს, ლ. გ-სა და ა. ჩ-ს მიმართ.
ü სასამართლომ დაადგინა, რომ თ.გ-მ, ი. ჭ-მ, ლ. კ-მ და გ. გ-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტები მათთვის შერაცხული ქმედებები ჩაიდინეს შემდეგი დაზარალებულების: ს. მ-ს, ო. ფ-ს, კ. ჭ-ს, გ. ა-ს, ი. მ-ს, ა. კ-ს, გ. რ-ს, მ. რ-ს, ზ. კ-ს, მ. ხ-ს, ჯ. კ-ს, გ. ხ-ს, ი. ჯ-ს, ტ. ც-ს, დ. ჩ-ს, გ. კ-ს, რ. გ-ს, ტ. დ-ს, ს. კ-ს, გ. ფ-ს, ნ. ნ-ს, ზ. გ-ს, ე. ლ-ს, ზ. ჭ-ს, რ. წ-ს, რ. კ-ს, მ. მ-ს, მ. გ-სა და მ. ლ-ს მიმართ.
ü სასამართლომ დაადგინა, რომ გარდა ზემოაღნიშნული დაზარალებულებისა, თ. გ-მ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით მისთვის შერაცხული ქმედებები ჩაიდინა შემდეგი დაზარალებულების: ა. ლ-ს, ლ. ლ-ს, ი. ჭ-ს, ჯ. ა-ს, გ. კ-სმ ზ. ნ-ს, ლ. შ-ს, ბ. წ-ს, ი. თ-ს, კ.ს-ს, მ. ლ-ს, ლ. გ-სა და ა. ჩ-ს მიმართ.
ü სასამართლომ დაადგინა, რომ გარდა ზემოაღნიშნული დაზარალებულებისა, ი. ჭ-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით მისთვის შერაცხული ქმედებები ჩაიდინა შემდეგი დაზარალებულების: ა. ლ-ს, ა. ი-ს, ზ. გ-ს, გ. შ-ს, გ. კ-ს, ზ. ნ-ს, ლ. თ-ს, ბ. წ-ს, კ. ს-ს, ლ. გ-სა და ა. ჩ-ს მიმართ.
ü სასამართლომ დაადგინა, რომ გარდა ზემოაღნიშნული დაზარალებულებისა, ლ. კ-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით მისთვის შერაცხული ქმედებები ჩაიდინა შემდეგი დაზარალებულების: ლ. ლ-ს, ა. ი-ს, ი. ჭ-ს, ლ. ჯ-ს, მ. თ-ს, გ. შ-ს, ზ. ნ-ს, ზ. გ-ს, ი. თ-სა და ლ. გ-ს მიმართ.
ü სასამართლომ დაადგინა, რომ გარდა ზემოაღნიშნული დაზარალებულებისა, გ. გ-მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ზ“ ქვეპუნქტებით მისთვის შერაცხული ქმედებები ჩაიდინა შემდეგი დაზარალებულების: ა. ი-ს, ი. ჭ-ს, ჯ. ა-ს, გ. ხ-ს, მ. თ-ს, გ. კ-ს, ზ. გ-ს, ლ. თ-სა და ი. თ-ს მიმართ.
9. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - თ. გ-ს, ი. ჭ-ს, გ.გ-სა და ლ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. გ-მ, რომელიც ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენით გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი და თ. გ., ი. ჭ., ლ.კ. და გ. გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში გამართლდნენ.
გამართლებულებს - თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, გააანალიზა კასატორის საკვანძო არგუმენტები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს ბრალად წარდგენილი ჰქონდათ პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, მისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ და, ამდენად, საკასაციო სასამართლო ამ ბრალდებების ფარგლებში აფასებს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და წყვეტს, საკმარისია თუ არა მათი ერთობლიობა თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს ბრალეულობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
4. საკასაციო სასამართლო აცნობიერებს რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება, აღკვეთოს სახელმწიფოს სახელით მოქმედი მოხელეების მიერ ესოდენ მძიმე დანაშაულების ჩადენა და სათანადო პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს პირის ბრალეულობის დასადასტურებლად გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით ფაქტების უტყუარად დადგენის აუცილებლობას. ცალკეული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს შემდეგი კრიტერიუმებით: აქვს თუ არა სამხილს შეხება მტკიცების საგანთან; რამდენად სწორად ასახავს იგი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს; არის თუ არა სანდო ინფორმაციის წყარო და, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენად რელევანტურია მტკიცებულება მისი უტყუარობის თვალსაზრისით.
5. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ნაწილობრივ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა, რომ თ. გ., ი. ჭ., ლ.კ. და გ. გ. არაადამიანურად ეპყრობოდნენ და ამცირებდნენ დაზარალებულად ცნობილ - გ. გ-ს, რ. კ-ს, თ. ხ-ს, ზ. მ-ს, თ. ლ-ს, ა. რ-ს, მ. შ-სა და ნ. მ-ს, კერძოდ:
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, დაზარალებულების - გ. გ-ს, რ. კ-სა და მოწმე - კ. ქ-ს ჩვენებები (მიუხედავად იმისა, რომ მათ დაადასტურეს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები) თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-სათვის ბრალად შერაცხულ ქმედებებთან მიმართებით არის ირიბი, ვინაიდან მათ მხოლოდ სხვა პატიმრებისაგან გადმოცემით იციან, რომ ეს მოხელეებიც ძალადობდნენ თავისუფლებაშეზღუდულ პირებზე, ხოლო დაზარალებულების - ზ. მ-ს, ა. რ-ს, ნ. მ-ს, თ. ლ-სა და მოწმეების - ლ. თ-ს, დ. ბ-სა და თ. ზ-ს ჩვენებები (რომელთა უმრავლესობამ ასევე დაადასტურა პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები) თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს ბრალეულობასთან მიმართებით - კონკრეტულად არაფრისმთქმელია და, ამდენად, შეუძლებელია ეს მტკიცებულებები საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადსაღებია, რომ დაზარალებულებმა - თ. ხ-მ და მ. შ-მ, მართალია, არ დაადასტურეს, რომ თ. გ., ი. ჭ., ლ.კ. და გ. გ. პირადად მათზე ძალადობდნენ, რაც გამორიცხავს ამ დაზარალებულების მიმართ დანაშაულის ჩადენაში მათ მსჯავრდებას, თუმცა სარწმუნოდ მიუთითეს, რომ არიან იმის თვითმხილველები, თუ როგორ არაადამიანურად ექცეოდნენ ეს მოხელეები სხვა პატიმრებს და ამცირებდნენ.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი აქვს ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედების - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის - გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად.
8. კონკრეტული მტკიცებულების შეფასებისას სასამართლოს გააჩნია გონივრული მოლოდინი, რომ სამხილი ადეკვატურად უნდა ასახავდეს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი და ამ მტკიცებულების ბუნებიდან გამომდინარე, არც უნდა ჰქონდეს იმაზე მეტის დადგენის მოლოდინი, ვიდრე ეს თავად მტკიცებულების შინაარსიდან გამომდინარეობს; ამასთან, ყოველი დანაშაულის სპეციფიკის მხედველობაში მიღებით, სასამართლო ითვალისწინებს საქმეზე შესაძლო მტკიცებულებების მოპოვების არეალს, მათ ნაირსახეობებს და საქმის ყველა ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად აფასებს მათ მტკიცებულებით წონას.
9. საკასაციო სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დახურულ სივრცეში ჩადენილი სისტემური დანაშაულების სპეციფიკის გათვალისწინებითა და იმ მოწმეთა და დაზარალებულთა შეზღუდული წრის მხედველობაში მიღებით, რომლებიც შესაძლოა, ყოფილიყვნენ ბრალად წარდგენილი ქმედებების შემსწრე ან თვითმხილველნი, ერთობლივად აღებული, განსახილველ საქმეზე ქმნის პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი მძიმე დანაშაულების სურათის აღდგენის შესაძლებლობას და სარწმუნოდ მუთითებს თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს ბრალეულობაზე, რომლის საწინააღმდეგო მტკიცება არ გამომდინარეობს სასამართლოში კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან, კერძოდ:
10. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის თანახმად, პატიმრობა ბუნებრივად არის დაკავშირებული თავისუფლების დათრგუნვასთან, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის № დაწესებულებაში შექმნილი რეჟიმი აკმაყოფილებდა პატიმრებთან მოპყრობის ცივილიზებულ სტანდარტებს, კერძოდ:
11. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით (Rec (2006)2) - წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპული ციხის წესებთან დაკავშირებით, რომელიც მიღებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და წამების აღკვეთის კომიტეტის (CPT) სტანდარტების გათვალისწინებით, ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია, რომ ყველა თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს უნდა მოეპყრან მისი უფლებების პატივისცემით (იხ.: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციით (Rec (2006)2) - წევრი სახელმწიფოებისადმი ევროპული ციხის წესებთან დაკავშირებით, I - 1).
12. დაზარალებულების - ო. ფ-ს, ს. მ-ს, კ. ს-ს, მ. გ-ს, ლ. ჯ-ს, ჯ. კ-ს, ლ. შ-ს, გ. ა-ს, ზ. კ-ს, გ. ხ-ს, ტ. დ-ს, ლ. ლ-ს, გ. ხ-ს, ს. კ-ს, ა. ლ-ს, გ. შ-ს, ზ. ნ-ს, რ. გ-ს, ნ. ნ-ს, მ. რ-ს, გ. კ-ს, ლ. თ-ს, ე. ლ-ს, ა. ი-ს, ზ. გ-ს, მ. ლ-ს, ე. ნ-ს, კ. ჭ-ს, მ. ხ-ს, ტ. ც-ს, ლ. გ-ს, რ. კ-ს, ზ. გ-ს, გ. კ-ს, ი. ჯ-ს, ბ. წ-ს, ა. ჩ-ს, მ. მ-ს, ი. ჭ-ს. ი. მ-ს, ა. კ-ს, მ. თ-ს, გ. რ-ს, მ. ლ-ს, ი. თ-ს, გ. ფ-ს, ზ. ჭ-ს, რ. წ-ს, ი. რ-ს, გ. ფ-ს, მ. შ-ს, თ. შ-ს, ჯ. ა-ს, მ. შ-სა და მოწმე თ. ქ-ს ჩვენებებითა და დაზარალებულების - ს.ჯ-ს, ზ. ნ-სა და მოწმე თ. ქ-ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ 2008-2012 წლებში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, ისინი იყვნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის № დაწესებულების პატიმრები, სადაც იყო შექმნილი პატიმრებისათვის არაადამიანური და ღირსების შემლახველი, დანაშაულებრივი რეჟიმი, რომლის შექმნასა და განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც სისტემატურად, ფიზიკურად ძალადობდნენ პატიმრებზე, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ანერწყვებდნენ, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ მათ, აიძულებდნენ ეთანამშრომლათ ადმინისტრაციასთან და დამორჩილებოდნენ მათ მიერ დამკვიდრებულ არაადამიანურ და დამამცირებელ ქცევის წესებს, რათა დაეთრგუნათ და უსიტყვოდ დაემორჩილებინათ დაწესებულებაში მოთავსებული თავისუფლებაშეზღუდული პირები.
13. დაზარალებულების - ო. ფ-ს, ს. მ-ს, კ. ს-ს, მ. გ-ს, ლ. ჯ-ს, ჯ. კ-ს, ლ. შ-ს, გ. ა-ს, ზ. კ-ს, გ. ხ-ს, ტ. დ-ს, ლ. ლ-ს, გ. ხ-ს, ს. კ-ს, ა. ლ-ს, გ. შ-ს, ზ. ნ-ს, რ. გ-ს, ნ. ნ-ს, მ. რ-ს, გ. კ-ს, ლ. თ-ს, ე. ლ-ს, ა. ი-ს, ზ. გ-ს, მ. ლ-ს, ე. ნ-ს, კ. ჭ-ს, მ. ხ-ს, ტ. ც-ს, ლ. გ-ს, რ. კ-ს, ზ. გ-ს, გ. კ-ს, ი. ჯ-ს, ბ. წ-ს, ა. ჩ-ს, მ. მ-ს, ი. ჭ-ს. ი. მ-ს, ა. კ-ს, მ. თ-ს, მ. ლ-ს, ი. თ-ს, გ. ფ-ს, ზ. ჭ-ს, რ. წ-ს, ი. რ-ს, გ. ფ-ს, მ. შ-ს, თ. შ-ს, ჯ. ა-ს, მ. შ-სა და მოწმე თ. ქ-ს ჩვენებებითა და დაზარალებულების - ს. ჯ-ს, ზ. ნ-ს, ს. ფ-სა და მოწმე თ. ქ-ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ სასჯელაღსრულების № დაწესებულებაში შეყვანისთანავე პატიმრებს აშიშვლებდნენ, აგინებდნენ და სასტიკად სცემდნენ, ხშირად - ხელკეტების გამოყენებით, რაც სასჯელის მოხდის მთელი პერიოდის განმავლობაში მეორდებოდა სისტემატურად, ნებისმიერი მიზეზით ან - სრულიად უმიზეზოდ.
14. დაზარალებულების - ო. ფ-ს, გ. ხ-ს, ნ. ნ-ს, გ. კ-ს, ლ. გ-ს, ზ. გ-ს, ა. ჩ-ს, ი. ჭ-ს, ი. მ-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ სასჯელაღსრულების № დაწესებულებაში პატიმრებს საკნებში უნდა ესაუბრათ დაბალ ხმაზე, არ უნდა ეხმაურა ტელევიზორს, წინააღმდეგ შემთხვევაში საკანში მყოფ ყველა პატიმარს სჯიდნენ და სასტიკად სცემდნენ.
15. დაზარალებულების - ო. ფ-ს, ს. მ-ს, კ. ს-ს, მ. გ-ს, ჯ. კ-ს, გ. ა-ს, ზ. კ-ს, გ. ხ-ს, ტ. დ-ს, ლ. ლ-ს, გ. ხ-ს, ს. კ-ს, ა. ლ-ს, რ. გ-ს, ნ. ნ-ს, მ. რ-ს, ე. ლ-ს, ა. ი-ს, ე. ნ-ს, მ. ხ-ს, ლ. გ-ს, ზ. გ-ს, ი. მ-ს, ა. კ-ს, მ. თ-ს, გ. რ-ს, ი. თ-ს, გ. ფ-ს, ზ. ჭ-ს, თ. შ-ს, ჯ. ა-ს, მ. შ-სა და მოწმე - თ. ქ-ს ჩვენებებითა და დაზარალებულების - ს. ჯ-ს, ზ. ნ-სა და და ს. ფ-ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ სასჯელაღსრულების № დაწესებულების პატიმრებს სისტემატურად, გასეირნებამდე და მის შემდეგ, ასევე სხვა დროსაც, დაწესებულების თანამშრომლებისა და სხვა პატიმრების თანდასწრებით სისტემატურად აშიშვლებდნენ წელს ქვემოთ და აიძულებდნენ ასე, ჩაკუზულებსა და თავზეხელებშემოწყობილებს დერეფანში იხვებივით ეარათ, თან სცემდნენ, აგინებდნენ, ანერწყვებდნენ, პანღურებს ურტყამდნენ, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ.
16. დაზარალებულების - ს. მ-ს, კ. ს-ს, ჯ. კ-ს, ზ. კ-ს, ტ. დ-ს, ს. კ-ს, ა. ლ-ს, ზ. ნ-ს, რ. გ-ს, გ. კ-ს, ლ. თ-ს, ე. ლ-ს, ა. ი-ს, კ. ჭ-ს, გ. კ-ს, ი. ჯ-ს, ბ. წ-ს, ა. ჩ-ს, ი. მ-ს, ა. კ-ს, მ. თ-ს, გ. რ-ს, გ. ფ-ს, ზ. ჭ-ს, გ. ფ-ს, მ. შ-ს, თ. შ-ს, ჩვენებებითა და დაზარალებულების - ს.ჯ-სა და ზ. ნ-ს გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ სასჯელაღსრულების № დაწესებულების თანამშრომლები შემოწმების მოტივით, სისტემატურად შედიოდნენ საკნებში, იატაკზე ყრიდნენ პატიმრების საკვებს, ხატებს, ტანსაცმელს, თეთრეულსა და სხვა პირად ნივთებს, რომლებსაც წყლით ასველებდნენ და ფეხსაცმლებით აბინძურებდნენ.
17. დაზარალებულების - ო. ფ-ს, გ. ა-ს, მ. რ-ს, კ. ჭ-ს, მ. ხ-ს, რ. კ-ს, გ. კ-ს, ი. მ-ს ჩვენებებითა და დაზარალებულების - ს. ჯ-სა და ზ. ნ-ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ სასჯელაღსრულების № დაწესებულების თანამშრომლები შედიოდნენ საკნებში და აიძულებდნენ პატიმრებს, შესულიყვნენ დაახლოებით 1 კვმ ფართობის ტუალეტში, რის გამოც ისინი იძულებულნი იყვნენ, ერთმანეთს დასხდომოდნენ თავზე, რადგან ვინც გარეთ დარჩებოდა, უმოწყალოდ სცემდნენ, თან დასცინოდნენ და წყალს ასხამდნენ.
18. დაზარალებულებმა - ს. ჯ-მ, ს. მ-მ, ო. ფ-მ, კ. ჭ-მ, გ. ა-მ, ი. მ-მ, ა. კ-მ, გ. რ-მ, მ. რ-მ, ზ. კ-მ, მ. ხ-მ, ჯ. კ-მ, გ. ხ-მ, ი. ჯ-მ, ტ. ც-მ, დ. ჩ-მ, გ. კ-მ, რ. გ-მ, ტ. დ-მ, ს. კ-მ, გ. ფ-მ, ნ. ნ-მ, ზ. გ-მ, ე. ლ-მ, ზ. ჭ-მ, რ. წ-მ, რ. კ-მ, მ. მ-მ, მ. გ-მ, მ. ლ-მ, მ. შ-მ, გ. ფ-მ, მ. შ-მ, ი. რ-მ, გ. შ-მ, შ. შ-მ და ჯ. ა-მ უტყუარად დაადასტურეს, რომ სასჯელაღსრულების № დაწესებულებაში მათ მიმართ ზემოაღნიშნულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ თ. გ., ი. ჭ., ლ.კ. და გ. გ.
19. დაზარალებულმა გ. კ-მ დაადასტურა, რომ სასჯელაღსრულების №- დაწესებულებაში მის მიმართ ზემოაღნიშნულ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში მონაწილეობდნენ თ. გ., ი. ჭ. და გ. გ.; დაზარალებულმა ზ. ნ-მ დაადასტურა, რომ - თ. გ., ი. ჭ., და ლ.კ; დაზარალებულმა ს. ფ-მ დაადასტურა, რომ - თ. გ., ი. ჭ., და გ. გ.; დაზარალებულმა ი. ჭ-მ დაადასტურა, რომ - თ. გ., ლ. კ და გ.გ.; დაზარალებულმა ი. თ-მ დაადასტურა, რომ - თ. გ., ლ.კ. და გ. გ. ; დაზარალებულმა ზ. ნ-მ დაადასტურა, რომ - თ. გ., ი. ჭ., და ლ.კ.; დაზარალებულმა ლ. გ-მ დაადასტურა, რომ - თ. გ., ი. ჭ., და ლ.კ.; დაზარალებულმა ა. ი-მ დაადასტურა, რომ - ი. ჭ., ლ. კ. და გ.გ.; დაზარალებულმა ზ. გ-მ დაადასტურა, რომ ი. ჭ., ლ. კ. და გ.გ.; დაზარალებულმა ა. ლ-მ დაადასტურა, რომ - თ.გ. და ი.ჭ.; დაზარალებულმა ბ. წ-მ დაადასტურა, რომ - თ.გ. და ი.ჭ.; დაზარალებულმა კ. ს-მ დაადასტურა, რომ - თ.გ. და ი.ჭ.; დაზარალებულმა ა. ჩ-მ დაადასტურა, რომ - თ.გ. და ი.ჭ.; დაზარალებულმა ლ. ლ-მ დაადასტურა, რომ - თ.გ. და ლ.კ.; დაზარალებულმა ლ. თ-მ დაადასტურა, რომ - ი.ჭ. და გ.გ.; დაზარალებულმა მ. თ-მ დაადასტურა, რომ - ლ.კ და გ.გ.; დაზარალებულმა ლ. შ-მ დაადასტურა, რომ - თ.გ. დაზარალებულმა მ. ლ-მ დაადასტურა, რომ - თ.გ. დაზარალებულმა ლ. ჯ-მ დაადასტურა, რომ - ლ.კ.; და დაზარალებულმა გ.ხ-მ დაადასტურა, რომ - გ.გ.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან მოხსნა დაზარალებულები - დ. თ., ვ.ზ., ს. რ., ლ. ჭ., მ. შ., ა. ლ., ი. ხ., ს. ა., რ. გ., დ. ტ., გ. რ., ვ. გ., ი. ჩ., ა. გ., გ.გ., ა.ა., ხ. ლ., ე. ჯ., ა. ც., მ. ა., ზ.ი., ტ. ქ. და ლ. ბ. და შესაბამისად, სასამართლოში ამ დაზარალებულთა ჩვენებები წარმოდგენილი არ ყოფილა.
21. საკასაციო სასამართლო თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს მიერ დაზარალებულების - ი. რ-ს, გ. ფ-ს, მ-შ-ს, ჯ. ა-სა და მ. შ-ს მიმართ ჩადენილი ქმედებების შეფასების ნაწილში მიიჩნევს: მართალია, ზემოაღნიშნული დაზარალებულები, რიგ შემთხვევებში, არ უთითებენ, რომ თ. გ., ი. ჭ., ლ.კ. და გ. გ. პირადად სცემდნენ პატიმრებს, მაგრამ ადასტურებენ, რომ ეს მოხელეები იყვნენ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩამოყალიბებული სისტემური დანაშაულებრივი რეჟიმის აქტიური მონაწილენი, ესწრებოდნენ როგორც მათი, ასევე სხვა პატიმრების იძულებას, მათ არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში ჩაყენებას, რითაც უდავოდ გაცნობიერებული ჰქონდათ იმ მართლსაწინააღმდეგო და ძალადობრივი, სასტიკი ქმედებების შესახებ, რასაც პენიტენციური დაწესებულების სხვა თანამშრომლები მასობრივად სჩადიოდნენ თავისუფლებაშეზღუდული, განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ, ჯგუფურად, საერთო მიზნითა და პირდაპირი განზრახვით მოცული კონკლუდენტური მოქმედებებით.
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებების გამოკვლევისას დაზარალებულების ნაწილი იმაზე მეტ მოხელეს ამხელს ძალადობაში, ვიდრე ეს ბრალდების შესახებ დადგენილებებში არის მითითებული, მაგრამ სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს იხილავს წარდგენილი ბრალდებების ფარგლებში, ვერ იმსჯელებს იმ შესაძლო დანაშაულებზე, რომლებსაც ბრალდების მხარე თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს არ ედავებოდა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ცალსახა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დასტურდება, რომ თ.გ. არაადამიანურად ეპყრობოდა და ამცირებდა დაზარალებულებს - ზ. ნ-ს, ს. ფ-ს, ს. ჯ-ს, ს. მ-ს, ო. ფ-ს, კ. ჭ-ს, გ. ა-ს, ი. მ-ს, გ. რ-ს, მ. რ-ს, ზ. კ-ს, მ. ხ-ს, ი. ჯ-ს, დ. ჩ-ს, გ. კ-ს, რ. გ-ს, ტ. დ-ს, ს. კ-ს, გ. ფ-ს, ზ. გ-ს, ე. ლ-ს, ზ. ჭ-ს, რ. წ-ს, რ. კ-ს, მ. მ-ს, მ. გ-ს, მ. ლ-ს, თ. შ-ს, მ. შ-ს, გ. ფ-ს, მ. შ-ს, ა. ლ-ს, ი. ჭ-ს, გ. კ-ს, ზ. ნ-ს, ლ. შ-ს, ბ. წ-ს, ი. თ-ს, კ. ს-ს, მ. ლ-ს, ლ. გ-სა და ა. ჩ-ს.
24. ი. ჭ. არაადამიანურად ეპყრობოდა და ამცირებდა დაზარალებულებს - ზ. ნ-ს, ს. ფ-ს, ს. ჯ-ს, ს. მ-ს, ო. ფ-ს, გ. ა-ს, ი. მ-ს, ა. კ-ს, გ. რ-ს, მ. რ-ს, ზ. კ-ს, მ. ხ-ს, გ. ხ-ს, ი. ჯ-ს, ტ. ც-ს, დ. ჩ-ს, გ. კ-ს, ს. კ-ს, გ. ფ-ს, ნ.ნ-ს, ზ. გ-ს, ე. ლ-ს, ზ. ჭ-ს, რ. კ-ს, მ. მ-ს, მ. გ-ს, მ. ლ-ს, მ. შ-ს, თ. შ-ს, მ. შ-ს, ი. რ-ს, ა. ლ-ს, ა. ი-ს, ზ. გ-ს, გ. შ-ს, გ. კ-ს, ზ. ნ-ს, ლ. თ-ს, ბ. წ-ს, ლ. გ-სა და ა. ჩ-ს.
25. ლ. კ. არაადამიანურად ეპყრობოდა და ამცირებდა დაზარალებულებს - ს. ჯ-ს, ზ. ნ-ს, ს. მ-ს, ო. ფ-ს, ი. მ-ს, გ. რ-ს, მ. რ-ს, ზ. კ-ს, მ. ხ-ს, ჯ. კ-ს, გ. ხ-ს, ი. ჯ-ს, ტ. ც-ს, ს. კ-ს, ზ. გ-ს, ე. ლ-ს, ზ. ჭ-ს, რ. კ-ს, მ. გ-ს, მ. შ-ს, ი. რ-ს, თ. შ-ს, ლ. ლ-ს, ა. ი-ს, ი. ჭ-ს, ლ. ჯ-ს, მ. თ-ს, გ. შ-ს, ი. თ-სა და ლ. გ-ს.
26. გ. გ. არაადამიანურად ეპყრობოდა და ამცირებდა დაზარალებულებს - ს. ჯ-ს, ს. მ-ს, ო. ფ-ს, გ. ა-ს, ი. მ-ს, გ. რ-ს, ზ. კ-ს, მ. ხ-ს, ჯ. კ-ს, გ. ხ-ს, ი. ჯ-ს, დ. ჩ-ს, გ. კ-ს, ს. კ-ს, ნ.ნ-ს, ზ. გ-ს, რ. კ-ს, მ. მ-ს, მ. გ-ს, მ. ლ-ს, გ. ფ-ს, მ. შ-ს, ი. რ-ს, ჯ. ა-ს, ა. ი-ს, გ. ხ-ს, მ. თ-ს, გ. კ-ს, ს. ფ-ს, ლ. თ-ს, გ. შ-სა და ი. თ-ს.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს: თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს ბრალად ედებათ დანაშაული - მაკვალიფიცირებელ გარემოებებში პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს - რომელიც, ათეულობით დაზარალებულის მიმართ, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ამდენივე დანაშაულებრივ ეპიზოდს აერთიანებს, რომელთაგან თითოეული, ცალკე აღებული, დანაშაულია და თუნდაც ერთი ეპიზოდის უტყუარად დადასტურებაც კი საკმარისია შერაცხული დანაშაულის - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის - შემადგენლობისათვის.
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სააპელაციო სასამართლოს მოტივაციით, რომელიც საფუძვლად დაედო გამამართლებელ განაჩენს, პატიმართა ჩვენებები, რომლებიც ამხელენ თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს არასათანადო მოპყრობაში, ზოგადად, არასანდოა, ვინაიდან სასჯელის მოხდა ბუნებრივად არის დაკავშირებული პატიმრების თავისუფალი ნების დათრგუნვასთან, ისინი იმთავითვე მიკერძოებულნი არიან პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ და მიუხედავად მათი ჩვენებების ერთმანეთთან თანხვდენისა, ისინი ვერ ჩაითვლება პირდაპირ მტკიცებულებებად, რომლებიც, ერთად აღებული, საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
29. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა: ,,იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც გ. გ-ს, თ. გ-ს, ი. ჭ-სა და ლ. კ-ს დანაშაულის ჩადენაში ამხელენ, ერთი შეხედვით, ნამდვილად პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებია, ვინაიდან ისინი გადმოსცემენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც უშუალოდ შეესწრნენ ან თავად იყვნენ დაზარალებულები. მოწმეები, რომლებიც მამხილებელ ჩვენებებს იძლევიან, იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც გარკვეული რეჟიმის წესებია დადგენილი და ისინი ვალდებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ ამ რეჟიმს, განურჩევლად შეესრულებინათ შესაბამისი დანაწესები. ეს არ არის ადამიანის ორგანული გარემო, შეზღუდულია მისი ბუნებითი მდგომარეობა და თავისუფლება, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ უარყოფით განწყობას ქმნის იმ პირების მიმართ, რომლებიც სახელმწიფოსაგან მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ და მსჯავრდებულებს ზედამხედველობენ. პატიმრებს თითქმის არ აქვთ პირადი სივრცე, არ აქვთ იმის არჩევის საშუალება, რა ჭამონ, სად წავიდნენ ან ვისთან გაატარონ დრო და ასე გადის ყოველი დღე წლების განმავლობაში. ისინი მოშორებულნი არიან მეგობრებსა და ოჯახს. ყველგან საფრთხეს ხედავენ და ეჭვი უჩნდებათ გარემოს მიმართ, ადამიანური ურთიერთობების მოძიება კი - რთულია. პატიმარი იძულებულია, იარსებოს მსგავს გარემოში და ერთადერთი, რაც მას დარჩენია, არის შეცვლა და ადაპტირება. ეს ყველაფერი ქმნის გონივრულ ეჭვს იმისათვის, რომ ასეთი პირები დაინტერესებული და მიკერძოებული არიან პენიტენციური სისტემის მომსახურე პერსონალის მიმართ. შესაბამისად, ასეთ დაწესებულებაში მომხდარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები განსაკუთრებული გულისხმიერებით უნდა იქნეს გამოძიებული და გამოკვლეული, ხოლო ასეთი პირების მიერ მიცემული მამხილებელი ჩვენებები, თუნდაც ერთმანეთზე დამოწმებით, მხოლოდ თეორიულად შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ მტკიცებულებებად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის კი აუცილებელია ისეთი სხვა შემავსებელი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც საბოლოოდ, სარწმუნოს გახდიდა მათ ჩვენებებს“.
30. საკასაციო სასამართლო ვერაფრით დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მტკიცებას, რომელიც, ერთი მხრივ, არის ზოგადი, არასათანადო სუბიექტური შეფასებითი მსჯელობა, რომელიც არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ხოლო, მეორე მხრივ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-სათვის ბრალად წარდგენილ ქმედებებს, რომლებიც ჩადენილია პენიტენციურ დაწესებულებაში, არაფერი აქვთ საერთო იმ მინიმალურ სატანჯველთან, რომელიც ბუნებრივად თან სდევს სასჯელის მოხდას და ცალსახად წარმოადგენს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას, კერძოდ:
31. 1950 წლის „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ (ძალაშია 1999 წლის 20 მაისიდან) მე-3 მუხლის თანახმად, ადამიანის წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი დასჯა ან მასთან ასეთი მოპყრობა დაუშვებელია.
32. 1984 წლის ,,წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის წინაღმდეგ“ გაეროს კონვენციის (ძალაშია 1994 წლის 25 ნოემბრიდან) თანახმად, ამ კონვენციის მხარე-სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ ,,ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის“ მე-5 მუხლს და ,,სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-7 მუხლს, რომელთაგანაც ორივე ითვალისწინებს, რომ არავინ არ უნდა დაექვემდებაროს წამებას ან სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს.
33. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) 1443-ე მუხლით კრიმინალიზებულია დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა - პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის დამამძიმებელი გარემოებები - ქმედება ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ორი ან მეტი პირის მიმართ; ჯგუფურად და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.
34. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, კონვენციის მე-3 მუხლი წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოებების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ ღირებულებას (მათ შორის, იხ.: Selmouni v. France [GC], no. 25803/94, § 95, ECHR 1999-V; Labita v Italy [GC], no. 26772/95, §119, ECHR 2000-IV; Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, §87, ECHR 2010; El-Masri v. ,,the former Yugoslav Republic of Macedonia” [GC], no. 39630/09, §195, ECHR 2012 და Mocanu and Others v. Romania [GC], nos. 10865/09, 45886/07 და 32431/08, § 315, ECHR 2014 (ამონარიდები). რასაკვირველია, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა არის ცივილიზაციის ღირებულება, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის ღირსების პატივისცემასთან (იხ.: Bouyid v. Belgium [GC], no. 23380/09, ECHR 2015, § 81). კონვენციის უმეტესი ძირითადი მუხლისაგან განსხვავებით, მე-3 მუხლი არ ითვალისწინებს გამონაკლისებს და არანაირი გადახვევა არ არის ნებადართული 15 § 2 მუხლის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი, როცა ერის სიცოცხლეს ექმნება საფრთხე (იქვე). ურთულეს პირობებშიც კი, როგორიცაა ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კონვენცია სრულად კრძალავს წამებასა და არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას, მიუხედავად პირის ქცევისა (მათ შორის, იხ.: Chahal v. the United Kingdom, no. 22414/93, 15 ნოემბერი 1996, §79; გადაწყვეტილებებისა და განჩინებების მოხსენებები 1996-V; და ზემოთ ციტირებული Labita, Gäfgen და El-Masri; ასევე იხ.: Georgia v. Russia (I) [GC], no. 13255/07, § 192, ECHR 2014 (ამონარიდები); და Svinarenko and Slyadnev v. Russia [GC], nos. 32541/08 და 43441/08, § 113, ECHR 2014 (ამონარიდები)).
35. არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რათა მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. სისასტიკის ამ მინიმალური ზღვრის შეფასება ფარდობითია. იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა, მაგალითად, მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და გონებრივი ზემოქმედება და რიგ შემთხვევებში - დაზარალებულის სქესი, ასაკი თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ.: inter alia, Jalloh v. Germani, N54810/00, §67, ECHR, 2006 წლის 11 ივლისი; Price v. the United Kingdom, N33394/96, §24, ECHR, 2001-VII; Mouisel v. France, N67263/01, §37, ECHR, 2002-IX და Naumenko v. Ukraine, N42023/98, §108, 2004 წლის 10 თებერვალი). სასამართლომ მოპყრობა მიიჩნია ,,არაადამიანურად“, რადგან inter alia, იგი იყო წინასწარ განზრახული, გაგრძელდა საათების მანძილზე და გამოიწვია, როგორც სხეულის დაზიანება, ასევე ღრმა ფიზიკური და სულიერი ტკივილი (იხ.: Labita v. Italy, N26772/95 §120). მოპყრობა ითვლება ,,ღირსების შემლახველად”, როდესაც იგი თავისი შინაარსით დაზარალებულებში იწვევს შიშის, წვალებისა და დამცირებულობის გრძნობებს, რასაც შეუძლია მათი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა, ისევე როგორც ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის გრძნობის გატეხვა (იხ. Hurtado v. Switzerland, 1994 წლის 28 იანვარი, კომისიის გადაწყვეტილება, §67, სერია A, საქმე N280) ან როდესაც ის იყო იმგვარი, რომ უბიძგა დაზარალებულს, ემოქმედა საკუთარი ნებისა და სინდისის საწინააღმდეგოდ (მაგალითისთვის იხ.: Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v. Greece (ე.წ. ,,ბერძნული საქმე” - ,, Greek case”) NN: 3321/67, 3322/67, 3323/67 და 3344/67, კომისიის 1969 წლის 5 ნოემბრის მოხსენება, მე-12 წელიწადეული, გვ.186 და Keenan v. the United Kingdom, N27229/95, §110, ECHR, 2001-III). ასევე, განსჯისას - არის თუ არა მოპყრობა ,,ღირსების შემლახველი“ მე-3 მუხლის ფარგლებში, ერთ-ერთი ფაქტორთაგანი, რასაც სასამართლო გაითვალისწინებს არის ის, იყო თუ არა მისი მიზანი შესაბამისი პირის დამცირება და მისი ღირსების შელახვა, თუმცა ამგვარი მიზეზის არარსებობას არ შეუძლია, საბოლოო ჯამში გამორიცხოს მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა (იხ. Raninen v. Finland, 1997 წლის 16 დეკემბერი, §55; გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ანგარიშები; 1997-VIII; Peers v. Greece, N28524/95, §§ 68 და 74, ECHR, 2001-III; და ზემოთ ციტირებული Price, § 24). იმისთვის, რომ დასჯა ან მასთან დაკავშირებული მოპყრობა ჩაითვალოს ,,არაადამიანურად“ ან ,,ღირსების შემლახველად“, მიყენებული ტანჯვა ან დამცირება ნებისმიერ შემთხვევაში უნდა სცილდებოდეს ტანჯვისა და დამცირების იმ აუცილებელ შემადგენელ ელემენტს, რაც უკავშირდება მოპყრობისა თუ დასჯის მოცემულ კანონიერ ფორმას (იხ. Jalloh v. Germani, N54810/00, §68, ECHR 2006 წლის 11 ივლისი; ზემოთ ციტირებული Labita, §120).
36. არასათანადო მოპყრობა, რომელიც აღწევს სისასტიკის ასეთ მინიმალურ ზღვარს, როგორც წესი, გულისხმობს რეალურად მიყენებულ სხეულის დაზიანებას ან ინტენსიურ ფიზიკურ ან მენტალურ ტანჯვას. თუმცა, ამ ასპექტების არარსებობის პირობებშიც, სადაც მოპყრობა შეურაცხყოფს ან ამცირებს პირს, ავლენს მის მიმართ უპატივცემულობას ან აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას ან წარმოშობს შიშის, ტანჯვის ან არასრულფასოვნების გრძნობას, რასაც შეუძლია პიროვნების მორალური ან ფიზიკური წინააღმდეგობის გატეხვა, ის შეიძლება შეფასდეს, როგორც დამამცირებელი და ასევე, მოექცეს მე-3 მუხლით დადგენილი აკრძალვის ფარგლებში (იხ: inter alia,Vasyukov v. Russia, no. 2974/05, § 59, 2011 წლის 5 აპრილი; Gäfgen, ზემოთ მითითებული, § 89; Svinarenko and Slyadnev, ზემოთ მითითებული, § 114; and Georgia v. Russia (I), ზემოთ მითითებული, § 192). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ შესაძლოა, საკმარისად ჩათვალოს ის გარემოება, რომ მსხვერპლი დამცირებულია მისივე თვალში, თუნდაც არ იყოს დამცირებული სხვების თვალში (იხ.: სხვა წყაროთა შორის, Tyrer v. the United Kingdom, 25 აპრილი 1978, § 32, Series A no. 26; and M.S.S. v. Belgium and Greece [GC], no. 30696/09, § 220, ECHR 2011). გარდა ამისა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტის ხაზგასმას, რომ პირთან მიმართებით, რომელსაც ჩამოერთვა თავისუფლება ..., ფიზიკური ძალის გამოყენება, რომელიც არსებითად პირის საქციელით არ იყო განპირობებული, აკნინებს მის ადამიანურ ღირსებას და ფაქტობრივად, წარმოადგენს მე-3 მუხლით გათვალისწინებული აკრძალვის დარღვევას (იხ.: ზემოთ ციტირებული Bouyid § 88).
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის № დაწესებულებაში პატიმრების დაშინებისა და მათი უსიტყვო მორჩილების მიზნით არსებული დანაშაულებრივი რეჟიმი, რომლის წევრები პატიმრებს დაწესებულებაში შეყვანისთანავე და შემდეგ, სისტემატურად, თვეების, ზოგ შემთხვევაში კი - წლების განმავლობაში, აშიშვლებდნენ, შეურაცხყოფდნენ და უმოწყალოდ სცემდნენ, მათ შორის - ხელკეტების გამოყენებით, უმნიშვნელო მიზეზის გამო ან სრულიად უმიზეზოდ; შემოწმების საბაბით, სისტემატურად არბევდნენ საკნებს, იატაკზე უყრიდნენ საკვებს, ხატებს, ტანსაცმელს, თეთრეულსა და სხვა პირად ნივთებს, რომლებსაც ასველებდნენ, აბინძურებდნენ და ფაქტობრივად, გამოუსადეგარს ხდიდნენ; სჯიდნენ კოლექტიურად, ინდივიდუალური ბრალის პრინციპის უგულებელყოფით, რასაც ისინი წლების შემდეგ სასამართლოში ჩვენებების მიცემის დროსაც კი ვერ იხსენებდნენ უემოციოდ, ერთობლივად აღებული, არასათანადო მოპყრობის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით, დაზარალებულებს უპირობოდ აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას, რაც ერთმნიშვნელოვნად სცილდება სასჯელის მოხდის ბუნებრივად თანმდევ მინიმალურ სატანჯველს და წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას.
38. გასაოგნებელია სასჯელაღსრულების № დაწესებულებაში დანაშაულებრივი რეჟიმის წევრების მიერ დადგენილი არაერთი ქცევის წესი, რომლის ერთადერთი მიზანი იყო განსაკუთრებულად მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი თავისუფლებაშეზღუდული პირების დამცირება და მათი ღირსების შელახვა, როგორიც იყო, მაგალითად: სისტემატურად პატიმრების იძულება, ერთმანეთისა და დაწესებულების სხვა თანამშრომლების თანდასწრებით წელს ქვემოთ გაშიშვლებულიყვნენ და ჩაკუზულებსა და თავზეხელებშემოწყობილებს, იხვების მსგავსად ემოძრავათ დერეფნებში წინ და უკან, ამავდროულად - მათი დაცინვა, აბუჩად აგდება, დანერწყვება, პანღურების რტყმა და სასტიკად ცემა; დაწესებულების თანამშრომლების ბრძანებაზე საკანში მყოფი ყველა პატიმრის იძულება, შესულიყვნენ დაახლოებით 1 კვმ ფართის ტუალეტში და ერთმანეთს დასხდომოდნენ თავზე, ამავდროულად - მათი დაცინვა და გაწუწვა პატიმრების მიერვე სიმწრით მოგროვილი წყლით, ხოლო გარეთ დარჩენილების - სასტიკად ცემა, რაც, ერთობლივად აღებული, არასათანადო მოპყრობის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით, დაზარალებულებს ერთმნიშვნელოვნად აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკური ტკივილსა და მორალური ტანჯვას, რაც სცილდება სასჯელის მოხდის ბუნებრივად თანმდევ მინიმალურ სატანჯველს და წარმოადგენს არაადამიანურ მოპყრობას.
39. საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების № დაწესებულებაში არსებული რეჟიმის თანამშრომლები ცალსახად ვერ უზრუნველყოფდნენ პატმრების ისეთ პირობებში ყოფნას, რომელიც ზიანს არ მიაყენებდა მათ ღირსებას, არ გამოიწვევდა განსაცდელსა და ტანჯვას, კერძოდ: პატიმრებს აკრძალული ჰქონდათ საკნებში ჩვეულებრივი ხმით საუბარი, მათ უნდა ეჩურჩულათ; შეზღუდული ჰქონდათ სუფთა ჰაერზე გაყვანის დრო, რაც, ძირითადად, მათ შეურაცხყოფასა და დამცირებას ეთმობოდა; ასევე ოჯახის წევრებსა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან კონტროლის გარეშე, თავისუფლად ურთიერთობა და სასურველ ადრესატებთან საჩივრების გაგზავნის შესაძლებლობა, რაც პატიმრებს ამყოფებდა მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში, რადგან ერთეული ურჩობის შემთხვევაშიც კი, ისინი სასტიკად ისჯებოდნენ კოლექტიურად, რისი მხედველობაში მიღებითაც, ცალსახაა, რომ სასჯელაღსრულების № დაწესებულებაში სასჯელის აღსრულების მეთოდები და საშუალებები, რომლებსაც მიმართავდნენ დაწესებულების თანამშრომლები, თავისუფლებაშეზღუდულ პირებს აყენებდა ისეთი ინტენსივობის ტკივილსა და ტანჯვას, რომელიც ცალსახად აღემატება პატიმრობისათვის დამახასიათებელი უსიამოვნების დონეს და წარმოადგენს დამამცირებელ მოპყრობას.
40. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის № დაწესებულებაში 2008-2012 წლებში მასობრივად ირღვეოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, შექმნილ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომლის აქტიური წევრებიც იყვნენ - თ. გ., ი. ჭ., ლ. კ. და გ.გ., არაფერი ჰქონდა საერთო პატიმრებთან მოპყრობის ცივილიზებულ სტანდარტებთან, ხოლო დაწესებულებაში პატიმრებისათვის დადგენილი ქცევის წესები ერთმნიშვნელოვნად სცდება ტანჯვის იმ მინიმალურ ზღვარს, რომელიც ბუნებრივად თანმდევია თავისუფლებაშეზღუდული პირისათვის და ექცევა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფარგლებში.
41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: სააპელაციო სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა დაზარალებულისა და მოწმის ჩვენება, რომლებიც საფუძვლად ედო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მათ მიმართ სკეპტიკური პოზიცია გაამყარა რამდენიმე არგუმენტით, რომლებსაც დაწვრილებით ქვემოთ მიმოვიხილავთ და რომლებიც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოკლებულია გონივრულ საფუძველს და არ გამომდინარეობს აშკარა ფაქტების ობიექტური შეფასებიდან, კერძოდ:
42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს: ცალსახაა, რომ საქმეზე წარმოდგენილი დაზარალებულების - ო. ფ-ს, ს. მ-ს, კ. ს-ს, მ. გ-ს, ლ. ჯ-ს, ჯ. კ-ს, ლ. შ-ს, გ. ა-ს, ზ. კ-ს, გ. ხ-ს, ტ. დ-ს, ლ. ლ-ს, გ. ხ-ს, ს. კ-ს, ა. ლ-ს, გ. შ-ს, ზ. ნ-ს, რ. გ-ს, ნ. ნ-ს, მ. რ-ს, გ. კ-ს, ლ. თ-ს, ე. ლ-ს, ა. ი-ს, ზ. გ-ს, მ. ლ-ს, ე. ნ-ს, კ. ჭ-ს, მ. ხ-ს, ტ. ც-ს, ლ. გ-ს, რ. კ-ს, ზ. გ-ს, გ. კ-ს, ი. ჯ-ს, ბ. წ-ს, ა. ჩ-ს, მ. მ-ს, ი. ჭ-ს. ი. მ-ს, ა. კ-ს, მ. თ-ს, გ. რ-ს, მ. ლ-ს, ი. თ-ს, გ. ფ-ს, ზ. ჭ-ს, რ. წ-ს, ი. რ-ს, გ. ფ-ს, მ. შ-ს, თ. შ-ს, ჯ. ა-ს, მ. შ-სა და მოწმე თ. ქ-ს ჩვენებებსა და დაზარალებულების - ს. ჯ-ს, ზ. ნ-სა და მოწმე თ. ქ-ს გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც 2008-2012 წლებში, დროის სხვადასხვა მონაკვეთში, სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის № დაწესებულებაში, აქვთ პირდაპირი შეხება მტკიცების საგანთან - იყო თუ არა გამოკვეთილი ამ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტები. მხარეებს შორის დავის საგნად არის ქცეული იმ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებების უტყუარობა, რომლებიც ამხელენ თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს არასათანადო მოპყრობაში და ამდენად, სასამართლოს განსჯის საგანს წარმოადგენს ის, თუ რამდენად სანდო და დამაჯერებელია მათი მონათხრობი, რამდენად მიუკერძოებლად გადმოსცემენ ისინი ბრალად წარდგენილი ქმედებების არსებით გარემოებებს, რომელთა უტყუარად დადგენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად.
43. წინააღმდეგობრივია სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომელმაც, ერთი მხრივ, აღნიშნა, რომ იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც გ. გ-ს, თ. გ-ს, ი. ჭ-სა და ლ. კ-ს ამხელენ დანაშაულის ჩადენაში, ერთი შეხედვით, ნამდვილად პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებია, ვინაიდან ისინი გადმოსცემენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც უშუალოდ შეესწრნენ ან რამაც უშუალოდ დააზარალა ისინი, ხოლო, მეორე მხრივ, მიუთითა, რომ ასეთი მამხილებელი ჩვენებები, თუნდაც ერთმანეთთან თანხვდენილი, მხოლოდ თეორიულად შეიძლება ჩაითვალოს პირდაპირ სამხილებად, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ წინაპირობად საქმეში სხვა შემავსებელი მტკიცებულებების არსებობა მიიჩნია, რომლებიც, თითქოსდა, პირდაპირ, მამხილებელ ჩვენებებს მეტად სარწმუნოს გახდიდა. სააპელაციო სასამართლომ დასძინა: როდესაც საუბარია დახურულ დაწესებულებაზე, აუცილებელი არ არის მტკიცებულებათა სიჭარბე, არამედ მთავარია, არსებობდეს პირდაპირი და შემავსებელი მტკიცებულებების ისეთი ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იქნება ამა თუ იმ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად.
44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მითითებები არამარტო გაუგებარი, არამედ - საფრთხის შემცველია, რადგან სააპელაციო სასამართლომ, პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობის ბრალდებებით განსახილველ საქმეზე, ყოველგვარი კრიტიკული შეფასების გარეშე, იმთავითვე არასანდოდ მიიჩნია ათეულობით მსხვერპლის პირდაპირი, მამხილებელი ჩვენება, ხოლო მათი ერთობლიობა - გამამტყუნებელი განაჩენისათვის არასაკმარისად, რაც, ჩადენილი სისტემური დანაშაულის ადგილისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთი მხრივ, ბრალდების მხარეს აკისრებს მტკიცების იმაზე მძიმე ტვირთს, ვიდრე ეს კანონმდებლობით ყველა სხვა კატეგორიის დანაშაულისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო, მეორე მხრივ, სწორედ ასეთი რთული კატეგორიის საქმეებზე განსაკუთრებული მტკიცებულებითი სტანდარტის დაწესებით საფრთხეს უქმნის დახურულ დაწესებულებებში (როგორებიც არის მათ შორის - სასჯელაღსრულების დაწესებულებები) არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, აბსოლუტურად გაუგებარია, რას ემსახურება განსახილველ შემთხვევაში ე.წ. ,,შემავსებელი“ მტკიცებულებების საჭიროება, როდესაც საქმეში გამოკვეთილია არა ირიბი, არამედ - არაერთი, პირდაპირი, მამხილებელი მტკიცებულება, რომელსაც, მისი ბუნებიდან გამომდინარე, თავისთავადაც ძალიან მაღალი ფასი აქვს.
45. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განსაკუთრებულ უნდობლობას საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირებისა და ბრალდების სხვა მოწმეების მიმართ, მათი ყოფილი პატიმრის სტატუსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს: ცალსახად თქმა იმისა, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმართა ჩვენებებს იმთავითვე მცირე მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ისინი ბუნებრივად არიან მიკერძოებულნი პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ, არ არის მართებული და არ გამომდინარეობს სასამართლოს მიერ მტკიცებულებების ყოველმხრივ და ობიექტურად შეფასების პრინციპიდან. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მისი სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ, მისი უტყუარობისა და დამაჯერებლობის შეფასების გარეშე, მცირე ან თუნდაც დიდი მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ისე ირწმუნა, რომ ათეულობით დაზარალებული და მოწმე არჩადენილ დანაშაულში ამხელდა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს, რომ უყურადღებოდ დარჩა შემდეგი გარემოება: რომ არა სწორედ მათი პატიმრის სტატუსი, ისინი ვერაფრით მოხვდებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ვერ გახდებოდნენ თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-სათვის ბრალად წარდგენილი ქმედებების მსხვერპლნი ან თვითმხილველები.
46. სააპელაციო სასამართლომ, ერთი მხრივ, მიიჩნია, რომ ,,პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა ერწმუნა ერთეული დაზარალებულებისა და მოწმეების მამხილებელი ჩვენებები, როდესაც დაკითხულ პირთა მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ ვერ იხსენებდა ფაქტს ან გარემოებას, ან იხსენებდა ერთ ბრალდებულს, თუმცა არ ახსოვდა დანარჩენები“, ხოლო, მეორე მხრივ, ჩათვალა, რომ „თითქმის იდენტური ჩვენებები“ არათუ ადასტურებს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას, არამედ კიდევ უფრო საეჭვოს ხდის წარდგენილ ბრალდებებს, რაზეც საკასაციო სასამართლო მიუთითებს: სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, ერთი მხრივ, კვლავ ბუნდოვანი და ზოგადია, არ იკითხება, ინდივიდუალურად რომელი დაზარალებულების ან რომელი მოწმეების ჩვენებები ან ჩვენებების რომელი მონაკვეთები მიიჩნია სასამართლომ არასრულად, არასარწმუნოდ ან არადამაჯერებლად, ხოლო, მეორე მხრივ, არ არის მართებული, ვინაიდან დაზარალებულებმა - ო. ფ-მ, ს. მ-მ, კ. ს-მ, მ. გ-მ, ლ. ჯ-მ, ჯ. კ-მ, ლ. შ-მ, გ. ა-მ, ზ. კ-მ, გ. ხ-მ, ტ. დ-მ, ლ. ლ-მ, გ. ხ-მ, ს. კ-მ, ა. ლ-მ, გ. შ-მ, ზ. ნ-მ, რ. გ-მ, ნ. ნ-მ, მ. რ-მ, გ. კ-მ, ლ. თ-მ, ე. ლ-მ, ა. ი-მ, ზ. გ-მ, მ. ლ-მ, ე. ნ-მ, კ. ჭ-მ, მ. ხ-მ, ტ. ც-მ, ლ. გ-მ, რ. კ-მ, ზ. გ-მ, გ. კ-მ, ი. ჯ-მ, ბ. წ-მ, ა. ჩ-მ, მ. მ-მ, ი. ჭ-მ. ი. მ-მ, ა. კ-მ, მ. თ-მ, გ. რ-მ, მ. ლ-მ, ი. თ-მ, გ. ფ-მ, ზ. ჭ-მ, რ. წ-მ, ი. რ-მ, გ. ფ-მ, მ. შ-მ, ჯ. ა-მ, მ. შ-მ, ს.ჯ-მ და და ზ.ნ-მ სარწმუნოდ და დამაჯერებლად გადმოსცეს საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ფაქტები და გარემოებები, რომლებიც ზედმიწევნით ემთხვეოდა ერთმანეთს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ მოპყრობის სისტემატურ, არასათანადო ფორმებთან მიმართებით და, ამასთან, სავსებით გასაგებია, როდესაც დაზარალებულების ნაწილი დარწმუნებით ვერ უთითებს ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდში უკლებლივ ყველა მხილებული პირის უშუალო მონაწილეობაზე, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით, ერთი მხრივ, ცალსახად დადგენილია, რომ დაწესებულების სხვა თანამშრომლებთან ერთად, თ. გ., ი. ჭ., ლ. კ. და გ. გ. პატიმრებზე ძალადობდნენ სისტემატურად, როგორც ერთად, ასევე - ცალ-ცალკე, ხოლო, მეორე მხრივ, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ არასათანადო მოპყრობისას, მაგალითად - დერეფანში წელს ქვემოთ გაშიშვლებისა და ცემის დროს პატიმრებს აიძულებდნენ, მდგარიყვნენ პირით კედლისკენ და არ ეყურებინათ მოძალადეებისათვის, რაც გამიზნული იყო სწორედ დამნაშავეების ინდივიდუალური მხილებისა და პასუხისმგებლობისაგან თავის ასარიდებლად.
47. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ შეუძლებელია, მტკიცებულებების ურთიერთშესაბამისობის კატეგორიაში აუცილებლად მათი აბსოლუტური თანხვდენა და იდენტურობა ვიგულისხმოთ, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები, მაგალითად, ნივთმტკიცებების ან ფოტოდოკუმენტების სახით. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, განსაკუთრებით კი პირდაპირ ჩვენებებს, ასეთი მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენს და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვდენა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს. აქ საკასაციო პალატას მხედველობაში აქვს სწორედ ისინი, რომლებსაც სააპელაციო სასამართლო თავის განაჩენში „ძირითად“, „არსებით“ გარემოებებად მოიხსენიებს (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის განაჩენი №626აპ-17 საქმეზე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).
48. საკასაციო სასამართლომ ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად შეაფასა იმ დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ამხელდნენ თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ.კ-სა და გ. გ-ს დანაშაულის ჩადენაში და მიიჩნევს, რომ მათი მონათხრობი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით არის ერთმანეთთან თანხვდენილი, ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც მთლიანობაში საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას, არ იკვეთება და ცალსახად მიუთითებს სასჯელაღსრულების № დაწესებულებაში შექმნილი დანაშაულებრივი რეჟიმის არსებობაზე, რომლის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდნენ - თ. გ., ი. ჭ., ლ. კ. და გ. გ.; მამხილებელი ჩვენებები ზედმიწევნით თანხვდენილია პატიმრებისადმი მოპყრობის ცალკეულ მეთოდთან მიმართებით, როგორიც იყო - სისტემატურად მათი ცემა, უმნიშვნელო მიზეზით ან მიზეზის გარეშე; გასეირნების დროს პატიმრების წელს ქვემოთ გაშიშვლება და თავზეხელებდაწყობილი, იხვების მსგავსად, სიარულის იძულება; დაახლოებით 1 კვმ ფართის ტუალეტში ათეულობით პატიმრის შეყრა, ხოლო გარეთ დარჩენილების - უმოწყალოდ ცემა; ხმამაღალი საუბრის გამო დასჯა; საკნებში პირადი ნივთების იატაკზე დაყრა, დასველება და დაბინძურება და ა.შ. და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენიდან მოწმეებისა და დაზარალებულების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მათ არ ახსოვდეთ საქმისთვის უმნიშვნელო დეტალები, მაგალითად: თვეში ან კვირაში ზუსტად რამდენჯერ ხდებოდა მათი გაშიშვლება, ცემა და დამცირება, საკნების დარბევა და პირადი ნივთების განადგურება, როდესაც ამას თვეების, ზოგჯერ კი - წლების განმავლობაში ჰქონდა სისტემატური ხასიათი და იმის განურჩევლად, მნიშვნელოვანია ეს დეტალები თუ არა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების უპირობო საფუძველი, რომ დაზარალებულები და მოწმეები აპრიორი ცრუობენ, მითუმეტეს, როდესაც საქმისთვის არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობის გარემოებებთან მიმართებით ისინი იძლევიან თანმიმდევრულ და დამაჯერებელ ჩვენებებს, რომელთა საპირწონედ ვერ გამოდგება დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეების - ვ. ფ-ს, გ. თ-ს, ზ. გ-ს, მ. ჭ-ს, ი. მ-ს, ა. გ-ს, ჯ. ჭ-ს, ბ. გ-ს, ი. ძ-ს, თ. ხ-ს, თ. ე-ს, რ. ც-ს, მ. დ-ს, რ. ღ-ს, ა. ჭ-ს, დ. ბ-ს, რ. ხ-ს, რ. გ-ს, ა. თ-ს, მ. ბ-ს, ხ. ჯ-ს, ლ. ტ-ს ჩვენებები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტებს, არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხველი, კერძოდ: დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების უმრავლესობის მითითება, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის № დაწესებულებაში იყო მშვიდი ვითარება და დაწესებულების თანამშრომლები არ არღვევდნენ პატიმრების უფლებებს, ეწინააღმდეგება არა მარტო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ არაერთ მტკიცებულებას, მათ შორის - დაზარალებულების: ო. ფ-ს, ს. მ-ს, კ. ს-ს, მ. გ-ს, ლ. ჯ-ს, ჯ. კ-ს, ლ. შ-ს, გ. ა-ს, ზ. კ-ს, გ. ხ-ს, ტ. დ-ს, ლ. ლ-ს, გ. ხ-ს, ს. კ-ს, ა. ლ-ს, გ. შ-ს, ზ. ნ-ს, რ. გ-ს, ნ. ნ-ს, მ. რ-ს, გ. კ-ს, ლ. თ-ს, ე. ლ-ს, ა. ი-ს, ზ. გ-ს, მ. ლ-ს, ე. ნ-ს, კ. ჭ-ს, მ. ხ-ს, ტ. ც-ს, ლ. გ-ს, რ. კ-ს, ზ. გ-ს, გ. კ-ს, ი. ჯ-ს, ბ. წ-ს, ა. ჩ-ს, მ. მ-ს, ი. ჭ-ს. ი. მ-ს, ა. კ-ს, მ. თ-ს, გ. რ-ს, მ. ლ-ს, ი. თ-ს, გ. ფ-ს, ზ. ჭ-ს, რ. წ-ს, ი. რ-ს, გ. ფ-ს, მ. შ-ს, თ. შ-ს, ჯ. ა-ს, მ. შ-სა და მოწმე თ. ქ-ს ჩვენებებსა და დაზარალებულების - ს. ჯ-ს, ზ. ნ-სა და მოწმე თ. ქ-ს გამოკითხვის ოქმებს, არამედ თავად დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის - რ. ხ-ს ჩვენებას, რომელმაც დაადასტურა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლები პატიმრებს სცემდნენ და შეურაცხყოფდნენ; მოწმეების ვ. ფ-ს, გ. თ-ს, ზ. გ-ს, მ. ჭ-ს, ი. მ-ს, ი. ძ-ს, თ. ხ-ს, თ. ე-ს, მ. დ-ს, რ. ღ-ს, ა. ჭ-ს, დ. ბ-ს, რ. ხ-ს, ა. თ-ს, მ. ბ-ს მტკიცებას, რომ თითქოსდა, პატიმრებს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეეძლოთ, მიეწოდებინათ ინფორმაცია მათ შორის - სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის, რომლებთანაც ჰქონდათ თავისუფალი კომუნიკაცია, ეწინააღმდეგება არა მარტო ბრალდების მხარის თითქმის ყველა დაზარალებულისა და მოწმის მითითებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ძალადობრივი რეჟიმის გამო იყვნენ უკიდურესად შეშინებულები და ამის გამო ვერაფერს ამხელდნენ, არამედ თავად სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში მოხვედრილ მონაცემებს, რომლის თანახმად:
49. ,,აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის დროს № დაწესებულებაში განთავსებული პატიმრები არ მიუთითებენ მათ მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულები, რომლებიც ზუგდიდიდან გადმოიყვანეს, ხშირად აღნიშნავენ, რომ ზუგდიდის № დაწესებულებაში მათ არასათანადოდ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ, თუმცა წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემისაგან თავს იკავებენ. მონიტორინგის ჯგუფისათვის ზუგდიდის № დაწესებულებაში შესამჩნევი იყო პატიმართა დაძაბულობა საკნის კარის გაღების დროს - ყველა მათგანი სასწრაფოდ ზურგზე ხელებდაწყობილი დგებოდა ფანჯარასთან და ასეთივე მდგომარეობაში მონიტორინგის ჯგუფის შეკითხვებს პასუხობდა ერთხმად, რომ დაწესებულებაში ყველაფერი ,,იდეალურად“ იყო“ (იხ.: მაგალითად საქართველოს სახალხო დამცველის 2011 და 2012 წლების ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ), რაც, ერთობლივად აღებული, კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბრალდების მხარის მოწმეთა განმარტებებს, რომ № დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პერიოდში მათ მუდმივ დაძაბულობასა და შიშში უწევდათ ცხოვრება და უარესის მოლოდინით ვერავის ვერაფერს უმხელდნენ.
50. სახალხო დამცველის 2008-2012 წლების არაერთ ანგარიშში მოხვედრილი მონაცემები, რომელთა მიხედვით, № დაწესებულება წლების განმავლობაში იყო მათ შორის, საიდანაც საჩივრის გაგზავნა იყო თითქმის შეუძლებელი (იხ.: მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ) და ამ დაწესებულებაში მყოფ პატიმრებს წყალი მიეწოდებოდათ შეზღუდულად, გრაფიკით, 3-4-ჯერ დღეში 30-40 წუთით (იხ.: მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის 2008-2009 წლების ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ), მეტად სარწმუნოს ხდის ამ დაწესებულების პატიმართა მონათხრობს, რომ მათ არ ჰქონდათ უფლებადამცველებთან კონტროლის გარეშე, თავისუფალი კომუნიკაციისა და საჩივრების მათთვის სასურველი ადრესატებისათვის გაგზავნის შესაძლებლობა, ასევე დაწესებულების თანამშრომლები ამცირებდნენ და წუწავდნენ პატიმრებს მათივე სიმწრით მოგროვილი წყლით, რომელიც გრაფიკით მიეწოდებოდათ.
51. განსაკუთრებით ყურადსაღებია სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, სადაც მითითებულია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის № დაწესებულების საგანგებო მონიტორინგის ფარგლებში ,,2012 წლის 22 სექტემბერს განხორციელდა კიდევ ერთი ვიზიტი აღნიშნულ დაწესებულებაში, რომლის შედეგადაც პატიმრების ჯგუფმა სახალხო დამცველის რწმუნებულს გადასცა წერილობითი განცხადება, სადაც ისინი მიუთითებდნენ დაწესებულების ყველა იმ თანამშრომელზე, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ წარსულში, სხვადასხვა დროს, მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაში. პატიმართა თქმით, მათ მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ დაწესებულების დირექტორი ა. ჯ., დირექტორის ყოფილი მოადგილე დ. ჯ., თანამშრომლები - რ.რ., კ. ა., გ.გ., თ. გ., ლ. კ., პ. ქ., გ. კ., ო., რომლის გვარიც არ იციან და ი., რომლის სახელიც არ იციან და ზ., რომელიც დირექტორის მძღოლი იყო (იხ.: საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში 2012 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოს ციხეებში განვითარებული მოვლენების თაობაზე).
52. და ბოლოს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ 2008-2012 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის № დაწესებულებაში პატიმრების მიმართ არასათნადო მოპყრობისათვის უკვე მსჯავრდებულნი არიან დაწესებულების დირექტორი - ა. ჯ., დირექტორის მოადგილე - დ. ჯ., დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მთავარი ინსპექტორები - რ. რ. და ო. ლ. და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი - კ. ა. კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (რომლებიც ხშირ შემთხვევაში იდენტურია განსახილველ საქმეზე ბრალდების შესახებ დადგენილებებში მითითებული ფაქტებისა), რომლებსაც პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვთ, თავისთავად გამორიცხავს იმის დაშვებას, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის № დაწესებულებაში იყო სიმშვიდე და დაწესებულების თანამშრომლები პატიმრების ფუნდამენტურ უფლებებს არ არღვევდნენ.
53. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა: როდესაც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა ისეთ დანაშაულზე, რომლის ობიექტურ შემადგენლობაში გამოკვეთილია ფიზიკური ძალადობა და სულიერი ტანჯვა, ბრალდების მხარეს უნდა ჩაეტარებინა სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზები, რაზეც საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ერთი, მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის არაერთ, მათ შორის - საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებში მიუთითა პატიმრების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის დროს დაგვიანებული სამედიცინო შემოწმების გამო არსებულ რისკებზე, რომ დროსთან ერთად, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული სამხილები შესაძლოა გაქრეს, დაზიანებები კი - მოშუშდეს (იხ.: Pădureţ v. Moldova, no. 33134/03, §64, 2010 წლის 5 იანვარი და Mikiashvili v. Georgia, no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრერი, §78), ხოლო, მეორე მხრივ, განმარტავს: გამოიწვია თუ არა კონკრეტულმა, არასათანადო მოპყრობამ ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ეს საკითხი, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს (იხ: mutatis mutandis, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 5 აპრილის №617აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 13).
54. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს ქმედებებში გამოკვეთილია მაკვალიფიცირებელ გარემოებებში ჩადენილი დანაშაულის - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის - შემადგენლობა, რაც, დამნაშავეებსა და დაზარალებულებს შორის დაქვემდებარების ვერტიკალის გათვალისწინებითა და არასათანადო მოპყრობის ინტენსივობისა და ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით, აშკარად ეწინააღმდეგებოდა ადამიანებისადმი მოპყრობის მორალურ და ზნეობრივ წესებს, განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში მყოფ თავისუფლებაშეზღუდულ პირებს ამცირებდა და უდავოდ აყენებდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას.
55. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ. გ-მ, ი. ჭ-მ, ლ. კ-მ და გ. გ.-მ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც ისინი ცნობილ უნდა იქნენ დამნაშავეებად. ამასთან, აღასანიშნავია, რომ მართლწინააღმდეგობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
56. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტები (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია), რომლებითაც მსჯავრი უნდა დაედოთ თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.
57. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
58. 2010 წლის ანგარიშში ,,საქართველოს ხელისუფლებას წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) საქართველოში ვიზიტის შესახებ“ აღნიშნულია, რომ წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების აკრძალვის სარწმუნოობას ძირს უთხრის ის შემთხვევები, როდესაც ამგვარი დანაშაულის ჩამდენ ოფიციალურ პირებს საკუთარი ქმედებებისათვის პასუხი არ მოეთხოვებათ. დელეგაციის ვიზიტისას ზოგიერთი პირი აღნიშნავდა, რომ არასათანადო მოპყრობის მიმანიშნებელ ინფორმაციას იშვიათად მოჰყვება სწრაფი და ეფექტური რეაგირება, რაც ნიადაგს უქმნიდა დაუსჯელობის კლიმატს (იხ.: 2010 წლის ანგარიში ,,საქართველოს ხელისუფლებას წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) საქართველოში ვიზიტის შესახებ“ §17).
59. კონკრეტული სასჯელების შერჩევისას საკასაციო სასამართლო იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომლის მიხედვით: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნები ვრცელდება სამართალწარმოების მთლიან პროცესზე, რომელმაც უნდა დააკმაყოფილოს პოზიტიური ვალდებულება, დაიცვას ადამიანი არასათანადო მოპყრობისაგან, რომელიც ასევე მოიცავს დამნაშავისათვის დასაბუთებული და სათანადო სასჯელის დაკისრების ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მართალია, უმეტესწილად, ეროვნული სასამართლოების არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რა სანქციები უნდა დაწესდეს ადამიანის წამებისა და მკვლელობისათვის, სასამართლოს, როგორც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული - კონვენციის ამ ორი ყველაზე ფუნდამენტური უფლების დაცვაზე პასუხისმგებელ უზენაეს ორგანოს, მართებს განახორციელოს თავისი საზედამხედველო უფლებამოსილება და ჩაერიოს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს აშკარა შეუსაბამობა ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და შეფარდებულ სასჯელს შორის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოების ვალდებულება, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება, თავის მნიშვნელობას დაკარგავდა, ხოლო ზემოთ მითითებული მუხლებით განმტკიცებული უფლებები პრაქტიკაში არაეფექტიანი იქნებოდა (იხ.: Gäfgen v. Germany [GC], no. 22978/05, §§123-124, ECHR 2010).
60. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია: თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ მათ ქმედებაში, ერთი მხრივ, გამოკვეთილია ხუთი მაკვალიფიცირებელი გარემოება - ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, ხოლო, მეორე მხრივ, მათი ქმედებები დაკვალიფიცირებულია ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ განგრძობად დანაშაულად, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს ათეულობით დაზარალებულის ეპიზოდს, რომელთაგან თითოეული, ცალკე აღებული, დანაშაულია და, მიუხედევად იმისა, რომ თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს სასჯელები უნდა შეეფარდოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე”, ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებებისათვის იდეალური ერთობლიობით, მაკვალიფიცირებელი გარემოებებისა და დანაშაულებრივი ეპიზოდების კუმულაცია ცალსახად წარმოადგენს ჩადენილი ქმედების მახასიათებელ ისეთ გარემოებას, რომელიც მის საშიშროებას მნიშვნელოვნად ზრდის.
61. საკასაციო სასამართლომ სრულად შეაფასა როგორც სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე - თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს ინდივიდუალური მახასიათებლები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ თ. გ-ს, ი. ჭ-ს, ლ. კ-სა და გ. გ-ს უნდა მიესაჯოთ - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე უნდა შეუმცირდეთ ¼-ით და განესაზღვროთ - 4 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მათვე უნდა ჩამოერთვათ სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე უნდა შეუმცირდეთ ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვათ - 3 წლითა და 9 თვით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავეთა რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 308–ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ დავით პაპავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 25 დეკემბრის განაჩენი;
3. თ.გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯოს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს - 4 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას - 3 წლითა და 9 თვით;
4. თ.გ-ს სასჯელი აეთვალოს სასჯელის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;
5. ი. ჭ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯოს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს - 4 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას - 3 წლითა და 9 თვით;
6. ი. ჭ-ს სასჯელი აეთვალოს სასჯელის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;
7. ლ. კ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯოს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს - 4 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას - 3 წლითა და 9 თვით;
8. ლ. კ-ს სასჯელი აეთვალოს სასჯელის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;
9. გ. გ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა”, ,,ბ’’, „დ’’ ,,ე” და ,,ზ” ქვეპუნქტებით (2016 წლის 13 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯოს - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს - 4 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ჩამოერთვას სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება - 5 წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე შეუმცირდეს ¼-ით და სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვას - 3 წლითა და 9 თვით;
10. გ. გ-ს სასჯელი აეთვალოს სასჯელის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 2 ივლისიდან 2019 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით;
11. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ი. ჭ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ი. ჭ-ს საკუთრებაში არსებულ, .... დადებული ყადაღა;
12. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ლ. კ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ლ. კ-სა და ქ. ვ-ს თანასაკუთრებაში არსებულ, .... დადებული ყადაღა;
13. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 დეკემბრის განჩინებით გ. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად გ. გ-ს, გ. გ-ს, დ. გ-სა და ნ. გ-ს თანასაკუთრებაში არსებულ, .... დადებული ყადაღა;
14. გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით თ. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს უზრუნველსაყოფად ვ. გ-ს საკუთრებაში არსებულ, ... დადებული ყადაღა;
15. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვასაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი