Facebook Twitter

ას-85-393-04 7 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ც. ს-ემ, დ. ლ-ამ, ლ. მ-ემ, ნ. მ-ემ, ლ. ნ-ემ, ლ. მ-ამ, თ. მ-ემ, ვ. ჟ-მა, ნ. ხ-მა, მ. ლ-ემ, ზ. დ-ემ, ნ. ნ-მა, ნ. ს-ემ, ნ. ჭ-ამ, მ. ჩ-ემ, მ. ნ-მა, კ. კ-ამ, მ. ჯ-ამ, ე. კ-ემ, ნ. ჩ-ამ, ნ. თ-ემ, ლ. ჩ-ემ, ზ. დ-ამ, გ. ბ-მა, ე. ა-ამ, გ. ჯ-ამ და პ. ჯ-ამ სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს «ბ. ნ. ქ.» მიმართ სამუშაოზე აღდგენა და ოთხი თვის ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელეებმა მოთხოვნის საფუძვლად მიუთითეს იმ გარემოებაზე, რომ აჭარის ა/რ რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილებით შპს «ბ. ნ. ქ.» ბალანსზე რიცხული ¹.... საბავშვო ბაღი გადაეცა განათლების სამინისტროს. ქარხნის ადმინისტრაციას დაევალა განათლების სამინისტროსათვის საბავშო ბაღის გადაცემის უზრუნველყოფა. 2003წ. 30 აპრილის ბრძანებით შკკ-ის 30-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით.

შკკ-ის 30-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ¹.... საბავშვო ბაღის 27 თანამშრომელი გათავისუფლებულ იქნა სამუშაოდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ სამუშაოზე და მათ სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 6218,4 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეების სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების გამოცემისას დაცული უნდა ყოფილიყო შკკ-ის 42.2 მუხლის მოთხოვნა.

შპს «ბ. ნ. ქ.» ადმინისტრაციამ სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივრით მოსარჩელეები ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ საფუძვლით, რომ ისინი არ ყოფილან გაფრთხილებული სამუშაოდან მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

¹.... საბავშვო ბაღი ირიცხებოდა შპს «ბ. ნ. ქ.» ბალანსზე.

აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭომ შპს «ბ. ნ. ქ.» შექმნილი მძიმე ფინანსური ვითარების გამო, 2002წ. 9 დეკემბერს მიიღო ¹105 დადგენილება «ქარხნის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და ექსპლუატაციისათვის უვარგისი ძირითადი საშუალებების ბალანსიდან ჩამოწერისა, სოციალური და კულტურული დანიშნულების ობიექტების რეორგანიზაციის შესახებ.»

აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილებით შპს «ბ. ნ. ქ.» ბალანსზე რიცხული ¹.... ბავშვთა ბაღი მთლიანი შტატით გადაეცა აჭარის ა/რ განათლების სამინისტროს, რაზედაც ეცნობათ მოსარჩელეებს.

შპს «ბ. ნ. ქ.» 2003წ. 30 აპრილის ბრძანებით ¹.... საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელი სამუშაოდან გათავისუფლდა შკკ-ის 30-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით.

აჭარის ა/რ განათლების სამინისტრომ 2003წ. 30 აპრილს გამოსცა ბრძანება ¹.... საბავშვო ბაღის საშტატო განრიგისა და სატარიფო განაკვეთის დამტკიცების თაობაზე. ახალი საშტატო განრიგით საბავშვო ბაღში არ შემცირებულა არც ერთი სამუშაო ადგილი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გამოყენებული უნდა ყოფილიყო შკკ-ის 42.2-ე მუხლი. შპს «ბ. ნ. ქ.» 2003წ. 30 აპრილის ბრძანება გამოსცა არა ¹.... ბავშვთა ბაღში მომუშავე მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შესაწყვეტად, არამედ იმ მიზნით, რომ აჭარის ა/რ განათლების სამინისტროსათვის გადაცემის შემდეგ შესაძლებელი ყოფილიყო ახალი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.

თუ მოსარჩელეები არასწორად მიიჩნევდნენ ¹.... საბავშვო ბაღის შპს «ბ. ნ. ქ.» ბალანსიდან აჭარის ა/რ განათლების სამინისტროზე გადაცემას, გასაჩივრებული უნდა ყოფილიყო არა შპს «ბ. ნ. ქ.» 2003წ. 30 აპრილის ბრძანება არამედ მინისტრთა საბჭოს 2003წ. 6 მარტის ¹23 დადგენილება.

სააპელაციო პალატამ სამოქალაო საპროცესო კოდექსის 105 –ე მუხლის შესაბამისად, სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიიღო კანონის შეაბამისი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ც. ს-ის, დ. ლ-ას, ლ. მ-ის, ნ. მ-ის, ლ. ნ-ის, ლ. მ-ას, თ. მ-ის, ვ. ჟ-ის, ნ. ხ-ის, მ. ლ-ის, ზ. დ-ის, ნ. ნ-ის, მ. ნ-ის, კ. კ-ას, მ. ჯ-ას, ე. კ-ის, ნ. ჩ-ას, ნ. თ-ის, ლ. ჩ-ის, ზ. დ-ას, გ. ბ-ის, ე. ა-ას, გ. ჯ-ასა და პ. ჯ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.