საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №381აპ-21 თ-ი
კ. მ., 381აპ-21 16 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ-ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. კ-ის ადვოკატების - ა. კ-ისა და მ. შ-ის, მსჯავრდებულ ლ. ი-ის ადვოკატ მ. ს-სა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
1.1. მ. კ-ს ბრალი დაედო:
ü ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის;
ü ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის და ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;
ü ქურდული სამყაროს წევრობაში.
1.2. ლ. ი-ს ბრალი დაედო:
ü ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ü ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის და ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;
ü ქურდული სამყაროს წევრობაში;
ü ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენასა და შენახვაში, გამოყენების მიზნით.
1.3. ბ. ჯ-ს ბრალი დაედო:
ü ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ü ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის და ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;
ü ქურდული სამყაროს წევრობაში.
1.4. რ. ო-ს ბრალი დაედო:
ü ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ü ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის და ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o ლ. ი., მ. კ., ბ. ჯ. და რ. ო. 2017 წლის 20 დეკემბერს შეთანხმდნენ, რომ ბ. კ-სა და რ. კ-ისათვის, რომლებიც ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს, ძალადობის გამოყენებით წაერთმიათ ფული და ნარკოტიკული საშუალება და ქურდული გარჩევის გზით მათთვის ყოველთვიურად დაეკისრებინათ თანხის გადახდა;
o 2017 წლის 20 და 21 დეკემბერს, ბ. კ-ს გადაადგილების მარშრუტის შესწავლის მიზნით, მ. კ., ლ. ი. და ბ. ჯ. მას ელოდებოდნენ ვ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. 2017 წლის 26 დეკემბერს მათი საერთო ნაცნობის - რ. ო-ს მეშვეობით, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. კ. ძალით ჩაისვეს „ფ. ჯ-ს“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით - ---------, რომელსაც მართავდა ლ. ი. და მიიყვანეს ბ-ის ქუჩაზე, რა დროსაც სცემეს და იარაღის მუქარით ცდილობდნენ წაერთმიათ ფული და ნარკოტიკული საშუალება. ასევე, აიძულებდნენ, დახმარებოდა ზ. კ-ის ხელში ჩასაგდებად;
o 2017 წლის ნოემბერში ლ. ი-ის დეიდაშვილს - გ. მ-ეს (მეტსახელად „გ.“) და თ. ც-ეს (მეტსახელად „უ.“) ერთმანეთთან მოუვიდათ უსიამოვნება, რადგან ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ მ-ემ მისი ავტომანქანა 500 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად შეიძინა, ვიდრე მას უთხრა;
o ინციდენტის მოგვარებაში ჩაერთნენ მ. კ., ლ. ი. და კანონიერი ქურდი ა. ლ., რომელმაც თ. ც-ეს უთხრა, თავი დაენებებინა გ. მ-ისათვის. სანაცვლოდ, ლ. ი-მა და მ. კ-მა, ა. ლ-სთან შეთანხმებით, გ. მ-ს მოსთხოვეს მათთვის გადაეხადა ფული, რის შემდეგაც გ. მ-მ მ. კ-სა და ლ. ი-ს გადასცა 600 აშშ დოლარი;
o მოგვიანებით, იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, თ. ც-სა და სხვა პირებს კიდევ ჰქონდათ მასთან პრეტენზიები, ლ. ი-მა და მ. კ-მა გ. მ-ეს მოსთხოვეს იანვრის ბოლომდე დამატებით, ნაწილ-ნაწილ გადაეხადა 3000 აშშ დოლარი ან საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ავტომანქანა უფასოდ დაეთმო მათთვის;
o აღნიშნულის შემდეგ ლ. ი. პერიოდულად უკავშირდებოდა გ. მ-ს და მ. კ-თან შეთანხმებით, სთხოვდა თანხის გადაცემას;
o 2017 წლის ნოემბრის ბოლოს ქურდული სამყაროს წევრებმა - ლ. ი-მა და ბ. ჯ-მ კანონიერი ქურდის - კ. ტ-ის, მეტსახელად „ე-ს“ დავალებით, თ-ში, ე.წ. „ე. ბ-ის“ მდებარე საბურავების მაღაზიაში მიაკითხეს ამ მაღაზიის მფლობელ კ. ფ-ს, რომელსაც „ე-ს“ სახელით მოსთხოვეს ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ 2000 აშშ დოლარის გადახდა, რაც რამდენიმე დღეში უნდა გადაეცა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მისი და მისი ძმის, კ. ფ-ს ოჯახების აწიოკებით, მაღაზიის გადაწვითა და ბიზნესის დახურვით;
o ლ. ი-მა და ბ. ჯ-მ კ. ფ-ს მეორე დღესაც მიაკითხეს და იმავე მუქარით მოსთხოვეს ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ ფულის გადახდა. კ. ფ-მ შიშის გამო მეორე დღესვე დაკეტა მაღაზია და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შეწყვიტა საქმიანობა, თუმცა, შემდეგ, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გახდა, კვლავ გაეხსნა მაღაზია;
o ლ. ი-მა შემდგომი გამოყენების მიზნით შეიძინა და ინახავდა თითქოსდა 2015 წლის 17 აგვისტოს რ-ის შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ მის სახელზე გაცემულ ყალბ მართვის მოწმობას, რომელიც მას 2018 წლის 26 იანვარს თ-ში, თ-ზე, ზ. დ-ში, კ-თა ქუჩის №--ში მდებარე მე- კორპუსში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:
3.1.
· მ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
· მ. კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
· მ. კ-ი., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ. კ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივნისის განაჩენით მ. კ-სათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. კ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 26 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
3.2.
· ლ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· ლ. ი-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
· ლ. ი., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ი-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 26 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
3.3.
· ბ. ჯ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· ბ. ჯ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
· ბ. ჯ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. ჯ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 26 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
3.4.
· რ. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· რ. ო-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
· რ. ო., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 26 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
3.5. მსჯავრდებულებს - მ. კ-ს, ლ. ი-ს, ბ. ჯ-სა და რ. ო-ს ჩამოერთვათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
4. განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი:
o 2017 წლის 26 დეკემბერს მ. კ-მა, ლ. ი-მა, ბ. ჯ-მ და რ. ო-მ გადაწყვიტეს, უკანონოდ შეეძინათ ნარკოტიკული ნივთიერება, ბ. კ-სათვის წართმევის გზით. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ვ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ „ფ. ჯ-ს“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით - ---------, რომელსაც მართავდა ლ. ი. ჩაისვეს ბ. კ. და სცადეს მისთვის წაერთმიათ ნარკოტიკული საშუალება, თუმცა ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ შეძლეს.
o 2017 წლის ნოემბერში ლ. ი-ის დეიდაშვილს - გ. მ-ს (მეტსახელად „გ.“) და თ. ც-ს (მეტსახელად „უ.“) ერთმანეთთან მოუვიდათ უსიამოვნება, რადგან ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ გ. მ-მ მისი ავტომანქანა 500 აშშ დოლარით ნაკლებ ფასად შეიძინა, ვიდრე მას უთხრა;
o ინციდენტის მოგვარებაში ჩაერთნენ მ. კ., ლ. ი. და კანონიერი ქურდი ა. ლ., რომელმაც თ. ც-ს უთხრა, თავი დაენებებინა გ. მ-ისათვის. სანაცვლოდ, ლ. ი-მა და მ. კ-მა, ა. ლ-სთან შეთანხმებით, გ. მ-ეს მოსთხოვეს მათთვის გადაეხადა ფული, რის შემდეგაც გ. მ-მ მ. კ-სა და ლ. ი-ს 600 აშშ დოლარი გადასცა;
o მოგვიანებით, იმ მოტივით, რომ, თითქოსდა, თ. ც-ესა და სხვა პირებს კიდევ ჰქონდათ მასთან პრეტენზიები, ლ. ი-მა და მ. კ-მა გ. მ-ეს მოსთხოვეს იანვრის ბოლომდე, დამატებით, ნაწილ-ნაწილ გადაეხადა 3000 აშშ დოლარი ან საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ავტომანქანა უფასოდ დაეთმო მათთვის;
o აღნიშნულის შემდეგ ლ. ი. პერიოდულად უკავშირდებოდა გ. მ-ს და, მ. კ-თან შეთანხმებით, სთხოვდა თანხის გადაცემას;
o 2017 წლის ნოემბრის ბოლოს ქურდული სამყაროს წევრებმა - ლ. ი-მა და ბ. ჯ-მ კანონიერი ქურდის - კ. ტ-ის, მეტსახელად „ე-ს“ დავალებით, ქ. თ-ში, ე.წ. „ე. ბ-“ მდებარე საბურავების მაღაზიაში მიაკითხეს ამ მაღაზიის მფლობელ კ. ფ-ს, რომელსაც „ე-ს“ სახელით მოსთხოვეს ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ 2000 აშშ დოლარის გადახდა, რაც რამდენიმე დღეში უნდა გადაეცა მათთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მისი და მისი ძმის - კ. ფ-ს ოჯახების აწიოკებით, მაღაზიის გადაწვითა და ბიზნესის დახურვით;
o ლ. ი-მა და ბ. ჯ-მ კ. ფ-ს მეორე დღესაც მიაკითხეს და იმავე მუქარით მოსთხოვეს ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ ფულის გადახდა. კ. ფ-მ შიშის გამო მეორე დღესვე დაკეტა მაღაზია და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში შეწყვიტა საქმიანობა, თუმცა, შემდეგ, შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო, იძულებული გახდა, კვლავ გაეხსნა მაღაზია;
o ლ. ი-მა შემდგომი გამოყენების მიზნით შეიძინა და ინახავდა თითქოსდა 2015 წლის 17 აგვისტოს რ-ის შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ მის სახელზე გაცემულ ყალბ მართვის მოწმობას, რომელიც მას 2018 წლის 26 იანვარს თ-ში, თ-ზე, ზ. დ-ში, კ-თა ქუჩის №-ში მდებარე მე-- კორპუსში ჩატარებული პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:
Ø მსჯავრდებულმა მ. კ-მა და მისმა ადვოკატმა ს. ჯ-მა, რომლებმაც საჩივრებით მოითხოვეს მ. კ-ის გამართლება;
Ø მსჯავრდებულ ლ. ი-ის ადვოკატმა კ. ბ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ. ი-ის გამართლება;
Ø მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ადვოკატმა ხ. ხ-მ, რომელმაც მოითხოვა ბ. ჯ-ის გამართლება;
Ø მსჯავრდებულ რ. ო-ს ადვოკატმა მ. ხ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და რ. ო-ს გამართლება.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ო-ს ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ მ. კ-ისა და მისი ადვოკატის, მსჯავრდებულების - ლ. ი-ისა და ბ. ჯ-ის ადვოკატების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
6.1.
· მ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში;
· მ. კ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
· მ. კ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· მ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივნისის განაჩენით მ. კ-ისათვის დადგენილი პირობითი მსჯავრი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით შეფარდებულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. კ-ს განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 26 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
6.2.
· ლ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· ლ. ი-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
· ლ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· ლ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. ი-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 26 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
6.3.
· ბ. ჯ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· ბ. ჯ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
· ბ. ჯ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· ბ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 26 იანვრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
6.4.
· რ. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· რ. ო-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,264-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;
· რ. ო. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:
Ø მსჯავრდებულ მ. კ-ის ადვოკატებმა - ა. კ-მ და მ. შ-მ, რომლებიც ითხოვენ მ. კ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამავე კოდექსის 2233-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებას;
Ø მსჯავრდებულ ლ. ი-ის ადვოკატმა მ. ს-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ლ. ი-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის 1/3-ით შემცირებას;
Ø მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ადვოკატმა ხ. ხ-მ, რომელიც ითხოვს ბ. ჯ-ის გამართლებას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
10. ამასთან, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ადვოკატის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ბ. ჯ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით.
11. პალატა მსჯავრდებულ ლ. ი-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის სამართლიანობასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და მსჯავრდებულ ლ. ი-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.
12. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, მათ შორის - მსჯავრდებულ მ. კ-ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.
13. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
14. ამავე დროს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გამართლებულ რ. ო-ს უნდა განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. კ-ის ადვოკატების - ა. კ-ისა და მ. შ-ის, მსჯავრდებულ ლ. ი-ის ადვოკატ მ. ს-სა და მსჯავრდებულ ბ. ჯ-ის ადვოკატ ხ. ხ-ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე