საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №445აპ-21 თბილისი
ნ. ი., 445აპ-21 24 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ნ-ის ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის განაჩენით:
1.1.
· დამტკიცდა პროკურორსა და ნ. რ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
· ნ. რ., - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. რ-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 8 სექტემბრიდან;
· ნ. რ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით - საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
1.2.
· ი. ნ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 და 265-ე მუხლის პირველი ნაწილებით დაეკისრა ჯარიმა - 3000 - 3000 ლარი; 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ნ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 8 სექტემბრიდან;
· ი. ნ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. განაჩენის მიხედვით, ი. ნ-ს მსჯავრი დაედო:
ü ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვასა და მოყვანაში;
ü ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში;
ü ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში;
ü განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
ü განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o ი. ნ-მა ნ. რ-სთან წინასწარი შეთანხმებით, საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 11,8932 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინი“, რაც ნ. რ-მ ი. ნ-თან წინასწარი შეთანხმებით, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, 2019 წლის 31 აგვისტოს უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს ნ. რ-ს პირადი ჩხრეკისას;
o ი. ნ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა: 0,0053 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინი“; 0,13 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“; 0,11371 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „მეთადონი“ (ფუძე); 19,1 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანა“, რომლებიც 2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თ-ში, პ. ყ-ის მე- ჩიხის №-ში მდებარე ი. ნ-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას;
o ი. ნ-მა უკანონოდ დათესა და მოიყვანა 36,4 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „მცენარე კანაფი“, რაც 2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს თ-ში, პ. ყ-ის მე-- ჩიხის №-ში მდებარე ი. ნ-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ეზოდან.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ნ-ის ადვოკატმა დ. ა-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ი. ნ-ის გამართლება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განაჩენით ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 18 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ:
· ი. ნ-ს ამოერიცხა 1,643 გრამი ნარკოტიკული საშუალება - „ბუპრენორფინის“ უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის მსჯავრდების ნაწილი;
· ი. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 და 265-ე მუხლის პირველი ნაწილებით დაეკისრა ჯარიმა - 3000 - 3000 ლარი;
· ი. ნ. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით შეფარდებული სასჯელისაგან;
· ი. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· ი. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი. ნ-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 8 სექტემბრიდან;
· ი. ნ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი. ნ-ის ადვოკატმა დ. ა-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და ი. ნ-ის გამართლებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც ი. ნ-ი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2, 265-ე და 260-ე მუხლების პირველი ნაწილებით; 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 262-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ნ-ს ადვოკატ დ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
ლ. თევზაძე