Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №438I -21 თბილისი

შ. მ., 438I -21 8 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. შ-ისა და მისი ადვოკატის - ზ. დ-ს საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის მარტში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანო - იმერეთის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ მ. შ-ის პირადი საქმე.

2. საქმის მასალების მიხედვით:

2.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და მ. შ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. მ. შ, - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 2 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მ. შ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2019 წლის 29 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.

2.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული მ. შ-ე 2020 წლის 3 აპრილს პატიმრობიდან გათავისუფლდა პირობით ვადამდე - 2 თვითა და 26 დღით ადრე.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ მ. შ-ის მიმართ არ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

4. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. შ-ემ და მისმა ადვოკატმა ზ. დ-მ, რომლებიც საჩივარზე დართული დაზარალებულის თანხმობის საფუძველზე ითხოვენ მსჯავრდებულის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში (მათ შორის ნასამართლობის არქონა), სასჯელი უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს, თუ მან დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი აანაზღაურა და დაზარალებულმა თანხმობა განაცხადა ამ პირის მიმართ აღნიშნული ამნისტიის გავრცელების შესახებ.

3. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულმა მ. შ-მ და მისმა ადვოკატმა ზ. დ-მ წარმოადგინეს დაზარალებულ შპს „მ-ის“ დირექტორის - ნ. კ-ს თანხმობა მსჯავრდებულ მ. შ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს და მსჯავრდებულ მ. შ-ის მიმართ უნდა აღსრულდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი, კერძოდ: ამ კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მას უნდა გაუნახევრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 1 წელი, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, პირობითად ჩათვლილი 2 წელი, გამოსაცდელი ვადა - 2 წელი და საბოლოოდ მ. შ-ს უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვე უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, უნდა ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მ. შ-ეს სასჯელის ათვლა უნდა დაეწყოს 2019 წლის 29 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო.

4. ამავე დროს, იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ს აღნიშნული სასჯელი დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს, უნდა გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრისგან.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. შ-ისა და მისი ადვოკატის - ზ. დ-ს საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. შ-ისა და მისი ადვოკატის - ზ. დ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

2.1. მსჯავრდებულ მ. შ-ს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, აქედან სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული 1 წელი, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, პირობითად ჩათვლილი 2 წელი, გამოსაცდელი ვადა - 2 წელი და საბოლოოდ მ. შ-ს განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მ. შ-ეს სასჯელის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 29 ივნისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო;

2.2. მსჯავრდებული მ. შ. გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2020 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრისაგან (ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს);

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე