Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №580აპ-21 ქ. თბილისი

გ-ი ა-ი, 580აპ-21 3 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 1 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: ა. გ-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (5 აგვისტოსა და 10 აგვისტოს ეპიზოდები) – 10-10 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და ა. გ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ი. ა-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ი. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; კ. ა-ს, – დაბადებულს 19-- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (5 აგვისტოსა და 10 აგვისტოს ეპიზოდები) – 10-10 წლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (5 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და კ. ა-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2020 წლის 10 სექტემბრიდან; მათვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 წლით – საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით – საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ ა. გ-მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (5 აგვისტოსა და 10 აგვისტოს ეპიზოდები); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება; განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება; ი. ა-მა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება; დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება; ხოლო კ. ა-მა – დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (5 აგვისტოსა და 10 აგვისტოს ეპიზოდები); დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

4. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

• 2020 წლის 5 აგვისტოს ქ. თ-ში, ფ-ში, რ-ის ქ. №-ში, კ. ა-მა და ა. გ-მა დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,89 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღეს შ. ა-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

• 2020 წლის 6 აგვისტოს ქ. თ-ში, ს. ფ-ში, რ-ის ქ. №-ის მიმდებარედ, ა. გ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით – 0,8275 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღა შ. ა-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

• 2010 წლის 10 აგვისტოს ქ. თ-ში, ს. ფ-ში, რ-ის ქ. №--ის მიმდებარედ, ა. გ-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,0181 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღა შ. ა-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

• 2010 წლის 10 აგვისტოს ქ. თ-ში, ს. ფ-ში, რ-ის ქ. №--ის მიმდებარედ, კ. ა-მა და ა. გ-მა დიდი ოდენობით უკანონოდ შეძენილი და შენახული, 0,9037 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღეს შ. ა-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

• 2020 წლის 11 აგვისტოს ქ. თ-ში, ს. ფ-ში, რ-ის ქ. №--ის მიმდებარედ, კ. ა-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით – 0,50 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 0,052 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“ (ფუძე) უკანონოდ გაასაღა შ. ა-ზე. აღნიშნული ნარკოტიკები იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

• 2020 წლის 7 აგვისტოს ქ. თ-ში, ს. ფ-ში, ბ-ის ქუჩის მე-- ჩიხის მიმდებარედ, ი. ა-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 1,2576 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღა შ. ა-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

• 2020 წლის 7 აგვისტოს ქ. თ-ში, ს. ფ-ში, ბ-ის ქუჩის მე-- ჩიხის მიმდებარედ, ი. ა-მა უკანონოდ შეძენილი და შენახული, დიდი ოდენობით – 0,6720 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ უკანონოდ გაასაღა შ. ა-ზე. აღნიშნული ნარკოტიკი იმავე დღეს ამოიღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

5. ადვოკატი ა. შ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ ა. გ-ისათვის მინიმალური სასჯელის განსაზღვრას იმის გათვალისწინებით, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, არასოდეს ყოფილა ნასამართლევი და ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

8. საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით (თავად ბრალდებულის აღიარებით, ამოღების ოქმებით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო- აუდიოჩანაწერებითა და საქმის სხვა მასალებით) უტყუარადაა დადასტურებული ა. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებითა (5 აგვისტოსა და 10 აგვისტოს ეპიზოდები) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.

9. რაც შეეხება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა. გ-ისათვის განსაზღვრულ სასჯელებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ისინი შეფარდებულია მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმისა და ხასიათის, ნარკოტიკული საშუალებების სახეობებისა და ოდენობის, დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლისა და მათი ჩადენის ინტენსივობის მხედველობაში მიღებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მათი შემსუბუქების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. შ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

ლ. თევზაძე