Facebook Twitter

საქმე # 330100119002969919

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №437აპ-21 ქ. თბილისი

ა. რ. 437აპ-21 5 ნოემბერი 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულების - რ. ა–ს და ბ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით:

- რ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

- ბ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

- გ. ა–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ. ა–მ, ბ. ა–თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 7.4066 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახეს ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლის ეზოში მდგარი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ...... აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს 2019 წლის 12 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0.02994 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს 2019 წლის 12 მარტს, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სახლის ჩხრეკის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ. ა–მ, განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა ,,ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალება, რაც დაუდგინდა 2019 წლის 12 მარტს ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით რ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. 2018 წლის 31 აგვისტოს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენით რ. ა–ს საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი და თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით. 2019 წლის 9 იანვარს რ. ა–ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად „ოპიუმის ჯგუფის“ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა, მაშინ, როდესაც იგი იყო ამ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევმა ბ. ა–მ, რ. ა–თან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 7.4066 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახეს ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ბ–ის ქუჩა N..-ში მდებარე სახლის ეზოში მდგარ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში სახელმწიფო ნომრით ...... აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს 2019 წლის 12 მარტს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

გ. ა–ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 2.9263 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც ამოიღეს 2019 წლის 12 მარტს, გ–ს რაიონის სოფელ კ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ. ა–ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენით:

- რ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 12 მარტის ეპიზოდი) ჯარიმა - 3000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) ჯარიმა - 3000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით რ. ა–ს სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რ. ა–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, რ. ა–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ძირითადი და დამატებითი სასჯელი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ა–ს სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.

რ. ა–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

- ბ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ბ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. ა–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ. ა–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ბ. ა–ს სასჯელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ბ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.

ბ. ა–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

- გ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.

გ. ა–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

4. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება - 0.02994 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს 2019 წლის 12 მარტს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული სახლის ჩხრეკის შედეგად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა რ. ა–მ, განმეორებით, ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოიხმარა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალება, რომლის მოხმარებაც მას დაუდგინდა 2019 წლის 12 მარტს ჩატარებული ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ნასამართლევ რ. ა–ს 2019 წლის 9 იანვარს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარების ფაქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა ბ. ა–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 7.4066 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც შეინახა ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, ბ–ს ქუჩა N..-ში მდებარე სახლის ეზოში მდგარ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით ...... აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს 2019 წლის 12 მარტს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად.

გ. ა–ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება - 2.9263 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც ამოღებულ იქნა 2019 წლის 12 მარტს, გ–ს რაიონის სოფელ კ–ს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გ. ა–ს პირადი ჩხრეკის შედეგად.

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რ. ა–ისა და ბ. ა–ის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - რ. ა–ის, ბ. ა–ისა და გ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. თ–მ და ითხოვა გ. ა–სა და ბ. ა–ს მსჯავრდების ნაწილში განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ხოლო რ. ა–ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და მინიმალური სასჯელის შეფარდება.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ დამატებით მიუთითა, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში ყოფილიყო მიღებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/2/1276 გადაწყვეტილება (გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და „ამნისტიის შესახებ“საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის განაჩენით:

მსჯავრდებულების - გ. ა–ს, რ. ა–ისა და ბ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. თ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება;

რ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ბ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 12 მარტის ეპიზოდი) ჯარიმა - 3000 ლარი;

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) ჯარიმა - 3000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით რ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა რ. ა–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (ძირითადი და დამატებითი სასჯელი) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

მსჯავრდებულ რ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.

რ. ა–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ბ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბ. ა–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბ. ა–ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, ბ. ა–ი გათავისუფლდა აღნიშნული განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1

წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან. მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის შეძენის, შენახვის, ტარებისა და დამზადების უფლებისა.

მსჯავრდებულ ბ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.

ბ. ა–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

გ. ა–ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, გ. ა–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 12 მარტიდან.

გ. ა–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

7. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების - რ. ა–ისა და ბ. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ–მ და ითხოვა ბ. ა–ის გამართლება წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო მსჯავრდებულ რ. ა–ის მიმართ - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენება.

2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა გ. ა–ს მოთხოვნა, რომელშიც მითითებულია, რომ ის არის უდანაშაულო, ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს და ითხოვს გამართლებას.

8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

10. კასატორი უთითებს, რომ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ბ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდების ნაწილში და მიუთითებს, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება - გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ბ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბ. ა–მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რომელიც შეინახა საკუთარ ავტომანქანაში. 2019 წლის 12 მარტს, ბ. ა–ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს ნივთიერება, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით 7.4066 გრამს.

13. მსჯავრდებულ ბ. ა–ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე თარჯიმნის, გარეშე პირისა და გამომძიებელთა ჩვენებები თანხვდენილია ერთმანეთთან და მათ შორის რაიმე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არ იკვეთება. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება მოწმეების: ა. ნ–ს, გ. ჩ–ს, ლ. გ–ს, ე. გ–სა და მ. გ–ს რაიმე საეჭვო, პირადი ხასიათის დაინტერესება ბ. ა–ის წინააღმდეგ. არ გამოვლენილა რაიმე გარემოება, რაც მოცემული მოწმეების ჩვენებების სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ამასთან, ჩხრეკის ჩატარების დროს თარჯიმანი - ე. გ–ი და გარეშე პირი - მ. გ–ი მონაწილეობდნენ სასამართლოს განჩინებით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში. ისინი არიან ნეიტრალური მოწმეები, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს. ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის 12 მარტს, დილის საათებში, თარჯიმნის მონაწილეობითა და ადვოკატის თანდასწრებით გაიჩხრიკა ბ. ა–ის კუთვნილი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა, რა დროსაც ამოიღეს რკინის ყუთი, მასში მოთავსებული, ხუთ ფუთად დაფასოებული ნივთიერებით. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ ამოღებული ნივთიერება დაილუქა კანონის შესაბამისად, შედგა შესაბამისი ოქმი, რომელიც ხელმოწერით დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა, ასევე თარჯიმანმა, გარეშე პირმა და ადვოკატმა. სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მოწმეებმა დაადასტურეს ბ. ა–ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტეს, რომ ჩხრეკა ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. უფლებების განმარტებისა და მოსამართლის განჩინების წარდგენის შემდეგ გაიჩხრიკა ბ. ა–ის ავტომანქანა, რა დროსაც ამოიღეს რკინის ყუთი, მასში მოთავსებული ნივთიერებით. ავტომობილი რომ ნამდვილად ეკუთვნის ბ. ა–ს დაადასტურა თავად ბ. ა–მ და ასევე - რ. ა–მ. მოწმეთა: ა. ნ–ს, გ. ჩ–ს, ლ. გ–ს, ე. გ–სა და მ. გ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ჩხრეკის დაწყებამდე მანქანა იყო დაკეტილი, გასაღები გამოიტანა ბ. ა–ის მეუღლემ, ბ. ა–მ კი გააღო მანქანის კარი. ბ. ა–მ და რ. ა–მ განმარტეს, რომ „მერსედესის“ მარკის ავტომობილთან შეხება ბ. ა–ის გარდა არავის აქვს. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ბ. ა–ის ავტომანქანიდან ამოღებულ რკინის ყუთსა და ნარკოტიკული საშუალების შესაფუთ მასალაზე დაფიქსირდა მხოლოდ ბ. ა–ის გენეტიკური პროფილი.

14. ამასთან, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, ბ. ა–ი სწორად გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან. მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2016 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ჩამორთმეული უფლებები, გარდა

იარაღის შეძენის, შენახვის, ტარებისა და დამზადების უფლებისა.

15. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“.

16. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილით: „ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე მუხლის მე-7 ნაწილით: ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

17. ბ. ა–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ეხება ამნისტია) და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ეხება ამნისტია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. თუმცა, ბ. ა–ი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით. ვინაიდან ბ. ა–ი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულისაგან განსხვავებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ბ. ა–ის მიმართ გაავრცელოს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.

18. დაცვის მხარე საკასაციო საჩივრით რ. ა–ის მსჯავრდების ნაწილში ითხოვს მხოლოდ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენებას. შესაბამისად, სასამართლოც მხოლოდ ამნისტიის გამოყენების საკითხზე იმსჯელებს. რ. ა–ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის. რ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 12 მარტის ეპიზოდი) ჯარიმა - 3000 ლარი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2019 წლის 9 იანვრის ეპიზოდი) ჯარიმა - 3000 ლარი.

19. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული“. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად: ,,ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი წარსულში ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით (ნარკოტიკული დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“. მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 აგვისტოს განაჩენით რ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის(ორი ეპიზოდი) ჩადენისათვის, შესაბამისად, მასზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი - სასჯელის განახევრება - ვერ გავრცელდება.

20. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის თანახმად, ,,გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული“. ამავე კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“.

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს მსჯავრდებულ რ. ა–ის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელებაზე, ვინაიდან ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იგი არ თავისუფლდება სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის - ჯარიმის მოხდისაგან.

22. ასევე, რ. ა–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახით განესაზღვრა - ჯარიმა 1000 ლარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაშიც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, არ არსებობს ამნისტიის აქტის გამოყენების შესაძლებლობა.

23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

24. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

25. საკასაციო სასამართლო 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსულ გ. ა–ს მოთხოვნასთან მიმართებით აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი გასაჩივრების ვადის დარღვევით ( ვადა არ არის აღდგენილი). შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს გ. ა–ს მსჯავრდებაზე.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

27. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების - რ. ა–ისა და ბ. ა–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. თ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე