Facebook Twitter

საქმე # 330100119003295003

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №450აპ-21 ქ. თბილისი

ი. ა., 450აპ-21 22 ნოემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით: ა. ი–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ , „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

რ. ი–ს - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

რ. ი–მ, ა. ი–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,7089 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, საიდანაც:

2019 წლის 5 სექტემბერს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში .....ის ქუჩა N..-ში, რ. ი–მ, ა. ი–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, 0,2474 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, ორ ცალად დაფასოებული მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2019 წლის 6 სექტემბერს, ქ. თ–ში, სოფელ ფ–ში, .....ს ქუჩა N..-ში, რ. ი–მ, ა. ი–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, 0,1262 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 1 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 100 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2019 წლის 11 სექტემბერს, ქ. თ–ში, სოფელ ........ში, ......ს ქუჩა N..-ში, რ. ი–მ, ა. ი–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, 0,2179 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2019 წლის 25 სექტემბერს, ქ. თ–ში, სოფელ ........ში, ......ს ქუჩა N..-ში, რ. ი–მ, ა. ი–თან ერთად წინასწარი შეთანხმებით, 0,1174 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

ა. ი–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,9804 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, საიდანაც:

2019 წლის 5 ოქტომბერს, ქ. თ–ში, .........ს ქუჩა N..-ში მდებარე სამშობიაროს ეზოში, ა. ი–მ 0,2104 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 3 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 240 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2019 წლის 7 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ........ს ქუჩა N..-ში მდებარე თვალის კლინიკის ეზოში, ა. ი–მ 0,19 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 3 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 240 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2019 წლის 17 ოქტომბერს, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თ–ში, ვ–ი ..........ს მე-.. ქუჩა N..-ში მდებარე სასტუმრო ,,ჩ–ს’’ N.. ოთახში, ა. ი–ს დროებით საცხოვრებელში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოიღეს 0,58 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 7 ცალად დაფასოებული თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენით:

2.1 რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი);

რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი);

რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა (2019 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი);

რ. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე- 4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (2019 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და რ. ი–ს საბოლოოდ განესაზღვრა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის ორგანოებს.

2.2 ა. ი–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 5 სექტემბრის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 6 სექტემბრის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 11 სექტემბრის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 25 სექტემბრის ეპიზოდი);

ა. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა (2019 წლის 5 ოქტომბრის ეპიზოდი);

ა. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა (2019 წლის 7 ოქტომბრის ეპიზოდი);

ა. ი–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა (2019 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ი–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად: 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 17 ოქტომბრიდან.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ

რ. ი–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,7089 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, საიდანაც:

2019 წლის 5 სექტემბერს, ქ. თ–ში, სოფელ ............ში, .........ს ქუჩა N...-ში, რ. ი–მ 0,2474 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, ორ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2019 წლის 6 სექტემბერს, ქ. თ–ში, სოფელ .........ში, ....ის ქუჩა N..-ში, რ. ი–მ 0,1262 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 1 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 100 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2019 წლის 11 სექტემბერს, ქ. თ–ში, სოფელ .........ში, ....ს ქუჩა N..-ში, რ. ი–მ 0,2179 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2019 წლის 25 სექტემბერს, ქ. თ–ში, სოფელ .........ში, ........ს ქუჩა N...-ში, რ. ი–მ 0,1174 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 2 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება 200 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

ა. ი–მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,77 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’, საიდანაც:

2019 წლის 7 ოქტომბერს, ქ. თ–ში, ........ს ქუჩა N..-ში მდებარე თვალის კლინიკის ეზოში, ა. ი–მ 0,19 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 3 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ფხვნილისებრი ნივთიერება 240 ლარად, უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2019 წლის 17 ოქტომბერს, შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქ. თ–ში, ვ–ი ........ს მე-.. ქუჩა N..-ში მდებარე სასტუმრო ,,ჩ–ს’’ N.. ოთახში, ა. ი–ს დროებით საცხოვრებელში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოიღეს 0,58 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 7 ცალად დაფასოებული, თავმილღობილ პოლიეთილენის ნაჭრებში მოთავსებული მოყავისფრო ნივთიერება.

გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,2104 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის’’ შემცველი, 3 ცალად დაფასოებული, მოყავისფრო, ფხვნილისებრი ნივთიერება, რაც 2019 წლის 5 ოქტომბერს, თ–ში, ......ს ქუჩა N..-ში მდებარე სამშობიაროს ეზოში ა. ი–მ 240 ლარად უკანონოდ გაასაღა მ. შ–ზე, რაც იმავე დღეს ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზაზა ქორიძემ და მსჯავრდებულ ა. ი–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჟ–მ.

4.1. პროკურორმა მოითხოვა განაჩენში ცვლილებების შეტანა, მსჯავრდებულების - რ. ი–ისა და ა. ი–ს დამნაშავედ ცნობა ბრალდების ყველა ეპიზოდში, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი კვალიფიკაციით.

4.2. მსჯავრდებულ ა. ი–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჟ–მ მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა ა. ი–მ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობს ბრალდების იმ ეპიზოდებში, რომლებშიც მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამისად, 2019 წლის სექტემბრის ეპიზოდებში დანაშაული არ ჩაუდენია. მსჯავრდებულმა ა. ი–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ჟ–მ უარი თქვეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე გამართლების ნაწილში, დააზუსტეს მოთხოვნა და ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენის (დამნაშავედ ცნობისა და კვალიფიკაციის ნაწილში) უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის და მსჯავრდებულ ა. ი–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ჟ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 ივნისის განაჩენი რ. ი–ის მიმართ დარჩა უცვლელად, ხოლო ა. ი–ს მიმართ შევიდა ცვლილება და ა. ი–ს ბრალდებიდან ამოერიცხა 2019 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდი, (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), როგორც ზედმეტად წარდგენილი.

6. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი ზაზა ქორიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენის გაუქმებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ნაწილში და საუარესოდ შებრუნების პრინციპიდან გამომდინარე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას ა. ი–სა და რ. ი–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-5 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით(ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ნაწილში.

7. კასატორის შეფასებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. და რ. ი-ების მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

8. კასატორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 19 აპრილის განაჩენს ასაჩივრებს ა. ი–სა და რ. ი–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების ნაწილში და არ ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გადასინჯვას რ. ი–ისათვის 2019 წლის 17 ოქტომბრის ეპიზოდში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში გამართლების ნაწილში.

9. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მსჯელობას და მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ამოღების ოქმები, მოწმეების: მ. შ–ისა და შ. წ–ს გამოკითხვის ოქმები, ქიმიური, ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული კრებსითი ამონაბეჭდები და სხვა მტკიცებულებები) უტყუარად ადასტურებენ რ. ი–ის მიერ 2019 წლის 5,6,11 და 25 სექტემბერს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტს, თუმცა მითითებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ ადასტურებს ა. ი–სა და რ. ი–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღებას. კერძოდ, მოწმე ი. შ–ს ჩვენების თანახმად, ბოლო ორი შეხვედრისას რ. ი–თან ერთად ა. ი–იც იყო, თუმცა ა. ი–ს არც ფული გამოურთმევია და არც ნარკოტიკული საშუალებები მიუცია მისთვის. მ. შ–ი შეუთანხმდა რ. ი–ს, პირადად შეხვდა მას და გადასცა თანხა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, რაც დასტურდება ფარული ვიდეოჩანაწერებითაც. მართალია, 11 და 25 სექტემბერს კადრში ჩანს ა. ი–იც, თუმცა არ დასტურდება (მათ შორის არც ვიდეოჩანაწერით და არც ი. შ–ს ჩვენებით) რ. და ა. ი–ებს შორის რაიმე კომუნიკაცია(ვერბალური/არავერბალური) რაც დაადასტურებდა მათ წინასწარ შეთანხმებას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაზე. შემთხვევის ადგილზე ყოფნა, სხვა ობიექტური მტკიცებულებების გარეშე, რომელიც დაადასტურებდა რაიმე ფორმით ა. ი–სა და რ. ი–ის ჯგუფურად მოქმედებას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. საკასაციო საჩივარში მითითებული ვარაუდი კი არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3,მე-32,მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ზაზა ქორიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. ვასაძე

შ. თადუმაძე