საქმე # 160140019003087807
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №513აპ-21 ქ. თბილისი
კ. ი. 513აპ-21 29 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. კ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. მიღებული განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 25-ე მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვან დაზარალებულს და მის კანონიერ წარმომადგენელს აქვთ ზიანის ანაზღაურებისა და კომპენსაციის მოთხოვნის უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე