საქმე # 330100120003752471
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №544აპ-21 ქ. თბილისი
ჩ. ლ. 544აპ-21 9 ნოემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
მამუკა ვასაძე, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით ლ. ჩ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის იანვრიდან 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით, ლ. ჩ–ი არასრულწლოვანი შვილის - ნ. ჩ–ს თანდასწრებით სისტემატურად სცემდა ყოფილ მეუღლეს - ა. კ–ს, კერძოდ: 2019 წლის იანვრის ბოლოს ლ. ჩ–მ ქ. თ–ში, ......., მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი #.., ბინა #..-ში ყოფნისას, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ჩ–ს თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი ა. კ–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2019 წლის თებერვლის დასაწყისში ლ. ჩ–მ ქ. თ–ში, ......., მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი #.., ბინა #..-ში ყოფნისას, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ჩ–ს თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი ა. კ–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. 2020 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, ლ. ჩ–მ ქ. თ–ში, ......., მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი #.., ბინა #..-ში ყოფნისას, არასრულწლოვანი შვილის ნ. ჩ–ს თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი ა. კ–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულმა ქმედებებმა ა. კ–ს ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
2020 წლის 20 მაისს, ღამის საათებში, ლ. ჩ–ი ქ. თ–ში, ......., მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი #.., ბინა #..-ში ყოფნისას, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ა. კ–ს, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. ა. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განაჩენით:
ლ. ჩ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის იანვრის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2019 წლის თებერვლის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე (2020 წლის 20 მაისის ეპიზოდი).
ლ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.
ლ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 2 თვით.
ლ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 20 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 10 თვით.
ლ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ. ჩ–ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 10 თვით.
ლ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 21 მაისიდან.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ და მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ–მ.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ხოლო დაცვის მხარე - განაჩენის გაუქმებასა და ლ. ჩ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 25 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს პროკურორმა როინ ხინთიბიძემ და მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ–მ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორი როინ ხინთიბიძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ლ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ხ–მ მოითხოვა განაჩენის გაუქმება და ლ. ჩ–ს მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილია შესაგებელი.
6. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.
7. ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ლ. ჩ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, არ დასტურდება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებითი სტანდარტით.
8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მტკიცებულებები, რომლებიც მხარეებმა წარმოადგინეს ლ. ჩ–ს საქმის განხილვისას, არ იყო საკმარისი საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოებები ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სისტემატურ ძალადობას ახასიათებს: ძალადობის პერმანენტულობა -ერთხელ ან ორჯერ ჩადენილი ძალადობა შეუძლებელია იყოს სისტემატური, ე.ი. მომდევნო ქმედება, მინიმუმ, ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი, რათა გამოიკვეთოს სისტემატურობის ელემენტი და ცხადი გახდეს, რომ ძალადობას გააჩნია არაერთგზისი რეციდივი; დროის მცირე ინტერვალები - ყოველი მომდევნო ძალადობის ინტერვალი არ უნდა იყოს იმდენად ხანგრძლივი, რომ განცდილი ტკივილი განელდეს და ვეღარ მიაღწიოს ტანჯვის ხარისხს; ინტენსივობა - ძალადობას უნდა ჰქონდეს ხშირი, მუდმივი, უწყვეტი, რეგულარული ხასიათი, რაც უნდა ქმნიდეს გარკვეულ სისტემას (მაგ.: იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 15 ოქტომბრის N488აპ-20 გადაწყვეტილება).
10. იმავდროულად, მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით(ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და 111,150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად დასტურდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული,ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა. კ–ს, ნ. კ–ს, არასრულწლოვან ნ. ჩ–ს, თ. ბ–ს, მ. ბ–ს ჩვენებებით, ა. კ–ს ვიზუალური დათვალიერების ოქმით, პაციენტის N.... სამედიცინო ბარათით, ა. კ–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ცნობით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
12. ვინაიდან საქმის მასალათა შესწავლის შედეგად საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები არ გამოკვეთილა, საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ როინ ხინთიბიძისა და მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ხ–ს საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
შ. თადუმაძე