Facebook Twitter

საქმე # 330100120003802757

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №720აპ-21 ქ. თბილისი

ი-ი პ, 720აპ-21 17 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელისა და მსჯავრდებულ პ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. შ-სა და გ. ო-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 მარტის განაჩენით პ. ი, - დაბადებული .... წლის .. მაისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ:

1.1. საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

1.2. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

1.3. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

1.4. საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

1.5. პ. ი-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის ივლისის ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველ ნაწილზე; პ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

1.6. პ. ი-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2019 წლის აგვისტოს ეპიზოდი), გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველ ნაწილზე; პ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

1.7. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

1.8. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 4 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით;

1.9. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

1.10. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

1.11. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და პ. ი-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 2 000 ლარი და საბოლოოდ პ. ი-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; პ. ი-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო - 2020 წლის 26 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 11 ივნისიდან 2020 წლის 23 ივნისის ჩათვლით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2.1. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევის, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში პ. ი. სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა შ. მ-ს, კერძოდ, პ. ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გამუდმებით, თითქმის ყოველდღიურად, აყენებდა მეუღლეს შეურაცხყოფას, ამცირებდა, აგინებდა და ლანძღავდა უწმაწური, ქალისათვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით. პ. ი. მუდმივად აკონტროლებდა შ. მ-ის გადაადგილებას, მიმოწერას, სოციალურ ქსელებსა და ჩაცმულობას. უკრძალავდა მუშაობას, მეგობრებსა და ნათესავებთან ურთიერთობას. მისი ნებართვის გარეშე შ. მ-ს არ ჰქონდა სახლიდან სადმე გასვლის ან საკუთარი შეხედულებით ჩაცმის უფლება და ა.შ. უმეტეს შემთხვევაში პ. ი. მეუღლეს შეურაცხყოფდა, უცენზურო სიტყვებით ლანძღვდა და ამცირებდა შ. მ-ის არასრულწლოვანი შვილის, 9 წლის ნ. მ-ის თანდასწრებით. ყოველივე აღნიშნულის შედეგად, შ. მ. თავს გრძნობდა დამცირებულად და განიცდიდა ტანჯვას.

მსგავსი ფაქტები განმეორდა 2019 წლის აგვისტოში, როდესაც პ. ი. მივიდა შ. მ-ის სამუშო ადგილზე, თ-ში, მ-ის გამზირზე და საყოფაცხოვრებო საკითხის გამო წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღა უცენზურო სიტყვებით, რასაც ესწრებოდა შ. მ-ის არასრულწლოვანი შვილი ნ. მ. აღნიშნულის შედეგად, შ. მ-მა თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ტანჯვა.

2019 წლის აგვისტოშივე, სახლში, მდებარე: თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში, პ. ი-მა შ. მ-ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ იგი დაინტერესდა მეუღლის კომპიუტერში არსებული უცნობი ქალბატონის ვინაობით, პ. ი-მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა და აგინა უცენზურო სიტყვებით, რასაც ესწრებოდა შ. მ-ის არასრულწლოვანი შვილი ნ. მ. აღნიშნულის შედეგად, შ. მ-მა თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ტანჯვა.

2019 წლის აგვისტოში, სახლში (მდებარე: თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში), პ. ი-მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების მიზნით, იმის გამო, რომ შ. მ-მა კომპიუტერში აღმოაჩინა მეუღლის მიერ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, კერძოდ: აგინებდა და მიმართავდა ქალისათვის დამამცირებელი სიტყვებით, რასაც ესწრებოდა შ. მ-ის არასრულწლოვანი შვილი, 9 წლის ნ. მ. აღნიშნულის შედეგად, შ. მ-მა თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ტანჯვა.

2019 წლის დეკემბერში, სახლში (მდებარე: თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში), პ. ი-მა, იმ მიზეზით, თუ რატომ არ ჰქონდა შ. მ-ს მომღიმარი სახე, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა მთელი ოჯახის მისამართით, რასაც ესწრებოდა არასრულწლოვანი ნ. მ. აღნიშნულის შედეგად, შ. მ-მა თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ტანჯვა.

2020 წლის 4 იანვარს, სახლში (მდებარე: თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში), უმნიშვნელო საკითხზე შელაპარაკებისას, პ. ი-მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, შ. მ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა არასრულწლოვან ნ. მ-ის თანდასწრებით. აღნიშნულის შედეგად, შ. მ-მა თავი იგრძნო დამცირებულად და განიცადა ტანჯვა.

პ. ი-ის მხრიდან სისტემატური დამცირებისა და შეურაცხყოფის შედეგად, ტანჯვას განიცდიდა როგორც შ. მ, ასევე მისი არასრულწლოვანი შვილი, 9 წლის ნ. მ, რომელიც ესწრებოდა მშობლის დამცირებასა და შეურაცხყოფას, იყო დათრგუნული და ეშინოდა პ. ი-ის. ზემოაღნიშნული ინციდენტების დროს ნ. მ. ცდილობდა დედის დაცვას და სთხოვდა პ. ი-ს, რომ მისთვის აღარ მიეყენებინა შეურაცხყოფა. ყოველივე აღნიშნულის გამო, არასრულწლოვანი განიცდიდა ტანჯვას.

2.2. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. თანაცხოვრების პერიოდში, პ. ი. სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა და ძალადობდა შ. მ-ზე, კერძოდ, პ. ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გამუდმებით, თითქმის ყოველდღიურად, აყენებდა მეუღლეს შეურაცხყოფას, ამცირებდა, აგინებდა და ლანძღავდა უწმაწური, ქალისათვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით. 2019 წლის აგვისტოში, თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში, პ. ი-მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების მიზნით, იმის გამო, რომ შ. მ-მა კომპიუტერში აღმოაჩინა მეუღლის მიერ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთანავე, პ. ი-მა შ. მ-ის არასრულწლოვანი შვილის, 9 წლის ნ. მ-ის თანდასწრებით, აიძულა იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ, მოსალოდნელი ძალადობის შიშით დაჩოქებულიყო, ხელები ზურგს უკან დაეწყო და ამგვარ მდგომარეობაში, საკუთარი შვილის თანდასწრებით ბოდიში მოეხადა პ. ი-სათვის. ამავდროულად, აფურთხებდა და ლანძღავდა მას, ხოლო იქვე მყოფ არასრულწლოვან ნ. მ-ს მიმართავდა, რომ ეს იყო ქალებთან მოქცევის წესი. ვინაიდან შეესწრო აღნიშნულს და ნახა დედა დამცირებულ მდგომარეობაში, არასრულწლოვანმა ნ. მ-მა განიცადა ტანჯვა და ინციდენტის შემდეგ შ. მ-ს ეუბნებოდა, რომ ეზიზღებოდა იგი და იყო ცუდი დედა, რადგან დაიჩოქა პ-ს წინაშე და მოუხადა ბოდიში. პ. ი-ის მხრიდან ჩადენილმა დამცირებამ, იძულებამ, პატივისა და ღირსების შემლახველმა მოპყრობამ, ასევე ყოველივე აღნიშნულზე 9 წლის შვილის რეაქციამ, შ. მ-ს მიაყენა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

2.3. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. თანაცხოვრებისას პ. ი-ი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე და აყენებდა მას შეურაცხყოფას, კერძოდ:

2019 წლის ივლისში პ. ი. ავტომობილით (რომელსაც თავად მართავდა), შ. მ-სთან ერთად ტ-დან თ-ში ბრუნდებოდა. მგზავრობისას, კ-ის ტერიტორიაზე, უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო, პ. ი-მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამავდროულად, ჩაავლო თმაში ხელი და ძლიერად მოქაჩა. შემდეგ, ამავე მდგომარეობაში, თმით გადმოიყვანა მანქანიდან და დაუპირა კლდიდან გადაგდება. პ. ი-ის აღნიშნული ძალადობის შედეგად შ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2019 წლის აგვისტოში პ. ი-მა ავტომანქანით მიაკითხა შ. მ-ს სამსახურში, თ-ში, მ-ის გამზირზე, საიდანაც წამოიყვანა სახლში. გზაში, ავტომანქანით მსვლელობისას, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, პ. ი-მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, დაუწყო ცემა შ. მ-ს, რომელსაც ხელს უტყამდა თავში და თან მიმართავდა, რომ იქნებ ასე მაინც „შესულიყო მის ტვინში“ როგორ უნდა მოქცეოდა ქმარს. ამავდროულად, პ. ი-მა მანქანა შეიყვანა მოფარებულ ადგილზე, გადმოიყვანა მანქანიდან შ. მ. და ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნული ძალადობის შედეგად, შ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2019 წლის აგვისტოშივე, სახლში (მდებარე: თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში), იმის გამო, რომ შ. მ. დაინტერესდა მეუღლის კომპიუტერში არსებული უცნობი ქალბატონის ვინაობით, პ. ი-მა გაიყვანა იგი მეორე ოთახში და გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სახეში ძლიერად გარტყა ხელი, თან უყვიროდა, რომ შ. მ-ს არ ჰქონდა მისი კონტროლის და კითხვების დასმის უფლება. აღნიშნული ძალადობის შედეგად, შ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. პ. ი-ის მიერ ჩადენილმა სისტემატურმა ცემამ და ძალადობამ გამოიწვია შ. -ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

2.4. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. 2019 წლის ივლისში, პ. ი. ავტომობილით (რომელსაც თავად მართავდა), შ. მ-სთან ერთად ტ-დან ბრუნდებოდა თ-ში. მგზავრობისას, კ-ის ტერიტორიაზე, უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო, პ. ი-მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ამავდროულად, პ. ი-მა ჩაავლო მას თმაში ხელი, ამ მდგომარეობაში გადმოიყვანა მანქანიდან, მიიყვანა კლდესთან და დაუპირა გადაგდება. ამასთან, პ. ი-მა მეუღლეს სხეულზე მიადო იარაღისმაგვარი საგანი და დაემუქრა, რომ მოკლავდა. შ. მ-ს შეეშინდა პ. ი-ის ქმედებების გამო და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2.5. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. 2019 წლის აგვისტოში, პ. ი-მა ავტომანქანით მიაკითხა შ. მ-ს სამსახურში, თ-ში, მ-ის გამზირზე, საიდანაც წამოიყვანა სახლში. გზაში, ავტომანქანით მსვლელობისას, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, პ. ი-მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, დაუწყო ცემა შ. მ-ს, რომელსაც ხელს უტყამდა თავში და თან მიმართავდა, რომ იქნებ ასე მაინც „შესულიყო მის ტვინში“ როგორ უნდა მოქცეოდა ქმარს. ამავდროულად, პ. ი-მა შ. მ-ს შუბლზე მიადო ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი და დაემუქრა, რომ მოკლავდა. შემდეგ იგივე საგანი მიადო ფეხებზე და დაემუქრა, რომ დაუხვრეტდა მუხლებს და დაასახიჩრებდა. შ. მ-ს შეეშინდა, რომ პ. ი. მართლაც მოკლავდა და ცდილობდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი აეწია ზევით, რა დროსაც აღნიშნული საგნიდან განხორციელდა გასროლისმაგვარი ძლიერი ხმა, რის გამოც შ. მ-ს ძლიერი შიშის გრძნობა დაეუფლა და მეუღლის მიერ განხორციელებული მუქარის საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

2.6. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. 2019 წლის 12 დეკემბერს, პ. ი. და შ. მ. იმყოფებოდნენ სახლში, მდებარე თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში, რა დროსაც, უმნიშვნელო მიზეზის გამო, თუ რატომ არ ჰქონდა შ. მ-ს მომღიმარი სახე, პ. ი-მა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამავდროულად, ასევე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ძლიერად გაარტყა სახეში ხელი. აღნიშნულის შედეგად, შ. მ-ს დაულურჯდა დანარტყამი ადგილი და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2.7. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსი, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. 2020 წლის 4 იანვარს, საღამოს, თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში, უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო მიზეზის გამო წარმოშობილი შელაპარაკებისას, პ. ი-მა შ. მ-ს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით - შ. მ-ის მიერ ამ უკანასკნელის მეგობართან სატელეფონო საუბრის შინაარის გამო, მიაყენა სიტყვიერი შეუარცხყოფა და მასზე ასევე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, სახეში ძლიერად გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად, შ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2.8. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. 2020 წლის 10 ივნისს, ღამით, პ. ი-მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ შ. მ. სახლის მიმდებარედ შეხვდა თავის მეგობარ გოგონას, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა უცენზურო სიტყვებით. ამავდროულად, პ. ი-მა, შ. მ-ის არასრულწლოვანი შვილის, 9 წლის ნ. მ-ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს, მასზე იძალადა ფიზიკურად და სხეულის სხვადასხვა არეში მუშტების არაერთგზის დარტყმით. პ. ი-ის მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად, შ. მ-მა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულის გამო, შ. მ-მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და პ. ი. ბრალდებულის სახით ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

2.9. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ დ. მ-ის მიერ 2020 წლის 11 ივნისს შედგენილი N...... შემაკავებელი ორდერით პ. ი-ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მისი მეუღლე შ. მ. ცხოვრობს. ამავე ორდერით მოძალადე პ. ი-ს აეკრძალა მსხვერპლ შ. მ-სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ამასთანავე, მითითებული ორდერის საფუძველზე მოძალადე პ. ი-ს აეკრძალა მსხვერპლ შ. მ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ზემოაღნიშნული შეზღუდვისა, 2020 წლის 30 ივნისს პ. ი. ტელეფონით დაუკავშირდა თ-ში მყოფ შ. მ-ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები.

2.10. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ დ. მ-ის მიერ 2020 წლის 11 ივნისს შედგენილი N...... შემაკავებელი ორდერით პ. ი-ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მისი მეუღლე შ. მ. ცხოვრობს. ამავე ორდერით მოძალადე პ. ი-ს აეკრძალა მსხვერპლ შ. მ-სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ამასთანავე, მითითებული ორდერის საფუძველზე მოძალადე პ. ი-ს აეკრძალა მსხვერპლ შ. მ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ზემოაღნიშნული შეზღუდვისა, 2020 წლის 9 ივლისს პ. ი. ტელეფონით დაუკავშირდა თ-ში მყოფ შ. მ-ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ პ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. შ-სა და გ. ო-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 8 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება:

3.1. პ. ი. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ეპიზოდში);

3.2. პ. ი-ს ბრალდებიდან ამოერიცხა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 2019 წლის 12 დეკემბრის ეპიზოდი, როგორც ზედმეტად წარდგენილი;

3.3. პ. ი-ს ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული 2020 წლის 4 იანვრის ეპიზოდი, როგორც ზედმეტად წარდგენილი;

3.4. პ. ი-ს ბრალდებიდან საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ორივე ეპიზოდში ამოერიცხა მითითება სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლზე და ბრალდების ამ ნაწილში გამართლდა;

3.5. პ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

3.6. პ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.7. პ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

3.8. პ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (ე.წ. ტ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

3.9. პ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2019 წლის აგვისტოს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

3.10. პ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 30 ივნისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

3.11. პ. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2020 წლის 9 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

3.12. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და პ. ი-ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2 000 ლარი და საბოლოოდ პ. ი-ს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; პ. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2020 წლის 26 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 11 ივნისიდან 2020 წლის 23 ივნისის ჩათვლით.

4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა:

4.1. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ: თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში, პ. ი. სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა და ძალადობდა შ. მ-ზე, კერძოდ, პ. ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გამუდმებით, თითქმის ყოველდღიურად, აყენებდა მეუღლეს შეურაცხყოფას, ამცირებდა, აგინებდა და ლანძღავდა უწმაწური, ქალისათვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი სიტყვებით. 2019 წლის აგვისტოში, თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში, პ. ი-მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების მიზნით, იმის გამო, რომ შ. მ-მა კომპიუტერში აღმოაჩინა მეუღლის მიერ აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულება, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთან, პ. ი-მა შ. მ-ის არასრულწლოვანი შვილის, 9 წლის ნ. მ-ის თანდასწრებით, აიძულა იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ, მოსალოდნელი ძალადობის შიშით დაჩოქებულიყო, ხელები ზურგს უკან დაეწყო და ამგვარ მდგომარეობაში, საკუთარი შვილის თანდასწრებით ბოდიში მოეხადა პ. ი-სათვის. ამავდროულად, აფურთხებდა და ლანძღავდა შ. მ-ს, ხოლო იქვე მყოფ არასრულწლოვან ნ. მ-ს მიმართავდა, რომ ეს იყო ქალებთან მოქცევის წესი. ვინაიდან შეესწრო ყოველივე აღნიშნულს და ნახა დედამისი დამცირებულ მდგომარეობაში, არასრულწლოვანმა ნ. მ-მა განიცადა ტანჯვა და ინციდენტის შემდეგ შ. მ-ს ეუბნებოდა, რომ ეზიზღებოდა იგი და იყო ცუდი დედა, რადგან დაიჩოქა პ-ს წინაშე და მოუხადა ბოდიში. პ. ი-ის მხრიდან ჩადენილმა დამცირებამ, იძულებამ, პატივისა და ღირსების შემლახველმა მოპყრობამ, ასევე ყოველივე აღნიშნულზე 9 წლის შვილის რეაქციამ, შ. მ-ს მიაყენა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.

4.2. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის აგვისტოდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. თანაცხოვრებისას, პ. ი, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე და აყენებდა შეუარცხყოფას, კერძოდ:

2019 წლის ზაფხულში, პ. ი. ავტომობილით (რომელსაც თავად მართავდა) შ. მ-სთან ერთად ტ-დან ბრუნდებოდა თ-ში. მგზავრობისას, კ-ის ტერიტორიაზე, უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო, პ. ი-მა მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამავდროულად, ჩაავლო თმაში ხელი და ძლიერად მოქაჩა. შემდეგ, ამავე მდგომარეობაში, თმით გადმოიყვანა მანქანიდან და დაუპირა კლდიდან გადაგდება. აღნიშნული ძალადობის შედეგად შ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2019 წლის ზაფხულში, პ. ი-მა ავტომანქანით მიაკითხა შ. მ-ს სამსახურში, თ-ში, მ-ის გამზირზე, საიდანაც წამოიყვანა სახლში. გზაში, ავტომანქანით მსვლელობისას, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკებისას, პ. ი-მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ცემა დაუწყო შ. მ-ს. მას ხელს უტყამდა თავში და თან მიმართავდა, რომ იქნებ ასე მაინც „შესულიყო მის ტვინში“ როგორ უნდა მოქცეოდა ქმარს. ამავდროულად, პ. ი-მა მანქანა შეიყვანა მოფარებულ ადგილზე, გადმოიყვანა მანქანიდან შ. მ. და ძლიერად დაარტყა ხელი სახის არეში. აღნიშნული ძალადობის შედეგად, შ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2019 წლის აგვისტოში, სახლში (მდებარე: თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში) იმის გამო, რომ შ. მ. დაინტერესდა მეუღლის კომპიუტერში არსებული უცნობი ქალბატონის ვინაობით, პ. ი-მა გაიყვანა იგი მეორე ოთახში და გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, სახეში ძლიერად გარტყა ხელი, თან უყვიროდა, რომ შ. მ-ს არ ჰქონდა მისი კონტროლისა და კითხვების დასმის უფლება. აღნიშნული ძალადობის შედეგად, შ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2019 წლის 12 დეკემბერს პ. ი. და შ. მ. იმყოფებოდნენ სახლში (მდებარე: თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში), რა დროსაც, უმნიშვნელო მიზეზის გამო, თუ რატომ არ ჰქონდა შ. მ-ს მომღიმარი სახე, პ. ი-მა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამავდროულად, ასევე გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ძლიერად გაარტყა სახეში ხელი. აღნიშნულის შედეგად, შ. მ-ს დაულურჯდა დანარტყამი ადგილი და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

2020 წლის 4 იანვარს, საღამოს, თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში, უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო მიზეზის გამო წარმოშობილი შელაპარაკებისას, პ. ი-მა შ. მ-ს, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, კერძოდ: შ. მ-ის მიერ, ამ უკანასკნელის მეგობართან სატელეფონო საუბრის შინაარის გამო, მიაყენა სიტყვიერი შეუარცხყოფა და მეუღლეზე ასევე ფიზიკურად იძალადა, კერძოდ, სახეში ძლიერად გაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად, შ. მ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა.

ამდენად, პ. ი-ის მიერ განხორციელებულმა სისტემატურმა ცემამ და ძალადობამ გამოიწვია შ. მ-ის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა.

4.3. 2019 წლის ზაფხულში პ. ი. ავტომობილით (რომელსაც თავად მართავდა) შ. მ-სთან ერთად ტ-დან ბრუნდებოდა თ-ში. მგზავრობისას, კ-ის ტერიტორიაზე, უმნიშვნელო საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო, პ. ი-მა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, შ. მ-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მასზე ფიზიკურად იძალადა. ამავდროულად, პ. ი-მა ჩაავლო მას თმაში ხელი, ამ მდგომარეობაში გადმოიყვანა მანქანიდან, მიიყვანა კლდესთან და დაუპირა გადაგდება. ამასთან, პ. ი-მა დაზარალებულს სხეულზე მიადო იარაღისმაგვარი საგანი და დაემუქრა, რომ მოკლავდა. შ. მ-ს შეეშინდა პ. ი-ის ქმედებების გამო და აღნიშნული მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

4.4. 2019 წლის ზაფხულში პ. ი-მა ავტომანქანით მიაკითხა შ. მ-ს სამსახურში, თ-ში, მ-ის გამზირზე, საიდანაც წამოიყვანა სახლში. გზაში, ავტომანქანით მსვლელობისას, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო, პ. ი-მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, დაუწყო ცემა შ. მ-ს, რომელსაც ხელს ურტყამდა თავში და თან მიმართავდა, რომ იქნებ ასე მაინც „შესულიყო მის ტვინში“ როგორ უნდა მოქცეოდა მამაკაცს. ამავდროულად, პ. ი-მა შ. მ-ს შუბლზე მიადო ცეცხლსასროლი იარაღისმაგვარი საგანი და დაემუქრა, რომ მოკლავდა. შემდეგ იგივე საგანი მიადო ფეხებზე და დაემუქრა, რომ დაუხვრეტდა მუხლებს და დაასახიჩრებდა. შ. მ-ს შეეშინდა, რომ პ. ი. მართლა მოკლავდა და ცდილობდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღს მსგავსი საგანი აეწია ზევით, რა დროსაც აღნიშნული საგნიდან განხორციელდა გასროლისმაგვარი ძლიერი ხმა, რის გამოც შ. მ-ს ძლიერი შიშის გრძნობა დაეუფლა და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში გაუჩნდა.

4.5. პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. 2020 წლის 10 ივნისს, ღამით, პ. ი-მა, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ შ. მ. სახლის მიმდებარედ შეხვდა თავის მეგობარ გოგონას, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და აგინა უცენზურო სიტყვებით. ამავდროულად, პ. ი-მა შ. მ-ის არასრულწლოვანი შვილის, 9 წლის ნ. მ-ის თანდასწრებით სცემა მეუღლეს და სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში მუშტების არაერთგზის დარტყმით, მასზე ფიზიკურად იძალადა. პ. ი-ის მიერ ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შედეგად, შ. მ-მა მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა. ყოველივე აღნიშნულის გამო, შ. მ-მა გამოიძახა საპატრულო პოლიცია და პ. ი. ბრალდებულის სახით ოჯახში ძალადობის ფაქტზე დააკავეს.

4.6. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორმა დ. მ-ემ 2020 წლის 11 ივნისს შეადგინა N...... შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, პ. ი-ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მისი მეუღლე შ. მ. ცხოვრობს. ამავე ორდერით მოძალადე პ. ი-ს აეკრძალა მსხვერპლ შ. მ-სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ამასთანავე, მითითებული ორდერის საფუძველზე მოძალადე პ. ი-ს აეკრძალა მსხვერპლ შ. მ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ზემოაღნიშნული შეზღუდვისა, 2020 წლის 30 ივნისს პ. ი. ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა თ-ში მყოფ შ. მ-ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები.

4.7. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ დ. მ-ის მიერ 2020 წლის 11 ივნისს შედგენილი N...... შემაკავებელი ორდერის თანახმად, პ. ი-ს, როგორც მოძალადეს, აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - მისი მეუღლე შ. მ. ცხოვრობს. ამავე ორდერით მოძალადე პ. ი-ს აეკრძალა მსხვერპლ შ. მ-სთან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება. ამასთანავე, მითითებული ორდერის საფუძველზე მოძალადე პ. ი-ს აეკრძალა მსხვერპლ შ. მ-სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ზემოაღნიშნული შეზღუდვისა, 2020 წლის 9 ივლისს პ. ი. ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა თ-ში მყოფ შ. მ-ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული პირობები.

5. კასატორებმა - მსჯავრდებულ პ. ი-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ლ. შ-ემ და გ. ო-მა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება გამამართლებელი განაჩენის ნაწილში, ხოლო გამტყუნების ნაწილში კი - პ. ი-ის უდანაშაულოდ ცნობა. საკასაციო საჩივრის თანახმად, ბრალდებისა და დაცვის მხარეების წარმოდგენილი მტკიცებულებებით აშკარად გამოკვეთილია, რომ პ. ი-ს წარდგენილი ბრალდებებიდან არცერთი ქმედება არ ჩაუდენია. პირველ ორ დაკითხვაზე შ. მ. სხვა ფაქტებს უარყოფდა და მხოლოდ 15 ივლისს, მას შემდეგ, რაც საქმეში მისი ადვოკატი ჩაერთო, მოითხოვა დამატებითი ფაქტების მითითება, რისთვისაც კიდევ რამდენიმე დაკითხვა დასჭირდა. აღნიშნულს კი ხსნიდა იმით, რომ პოლიციას არ ენდობოდა, ხოლო ბრალდებულის ეშინოდა. არასრულწლოვანი დაჩოქების ფაქტს სხვა გარემოებებში აღწერს. ა. ა. შ. მ-ის მეზობელი და ნათელ-მირონია და ცდილობს დაზარალებულის სასარგებლო ჩვენება მისცეს. ავტომანქანა, რომელზეც შ. მ. დაკითხვაში უთითებს, 2019 წლის 22 აპრილს, კერძო აღმასრულებლის მითითებით, ჩამორთმეული იყო. ამასთან, შემაკავებელი ორდერის დარღვევა თავად შ. მ-ის ინიციატივით მოხდა. კასატორის მითითებით, მეუღლეთა ჰარმონიულ ურთიერთობას მოწმობს სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის - შ. მ-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არაერთი ფოტო/,,პოსტი“ მეუღლესთან ერთად, რომელსაც საკმაოდ თბილი სიტყვებით მოიხსენიებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ პ. ი. გაამართლა ორ ეპიზოდში, სასჯელის ნაწილში ცვლილება არ შეიტანა. მოცემულ შემთხვევაში, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას.

6. კასატორმა - თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და პ. ი-ის დამნაშავედ ცნობა: საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12-ლი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის თითოეულ ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით.

6.1. კასატორის მითითებით, დადგენილია, რომ პ. ი. და შ. მ. 2019 წლის ზაფხულიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან და ცხოვრობენ თ-ში, ქ-ის მე-.. შესახვევში, მე-.. კორპუსში, ბინა N..-ში და ეწევიან ერთიან საოჯახო მეუნეობას. ამასთანავე, საქმის მასალებითა და დაზარალებულის განმარტებით, 2019 წლის აგვისტომდეც ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ და სარგებლობდნენ ერთიანი საოჯახო მეურნეობით. პ. ი. მათთან სახლში სიძის სტატუსით მიდიოდა, ხოლო დაზარალებული კი მსჯავრდებულთან, ტაბახმელაში, როგორც ოჯახის რძალი, ისე რჩებოდა. ამდენად, პ. ი-სა და შ. მ-ს ოჯახური ურთიერთობა ჰქონდათ ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტომდეც და, შესაბამისად, ყველა ბრალად შერაცხული ეპიზოდი ჩადენილია ოჯახის წევრის მიმართ. რაც შეეხება სასჯელს, პ. ი-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სიმრავლიდან, მისი პიროვნებიდან, წარსულში ჩადენილი დანაშულისა და გამოკვეთილი რეციდივიდან გამომდინარე, მის მიმართ სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება არ არის საფუძვლიანი.

7. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია; დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

8. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარეთა საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

10. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, უარს აცხადებს საქმის განხილვაზე, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება მცირე დასაბუთებით დაკმაყოფილდეს“ (,,მარინი ალბანეთის წინააღმდეგ,“ (Marini v. Albania), N3738/02, 18/12/2007, §106); საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. ამავდროულად, სასამართლო არ არის ვალდებული, მხარეს მის მიერ წამოჭრილ ყველა საკითხზე უპასუხოს, არამედ მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დასაბუთებული პასუხი გასცეს საქმესთან დაკავშირებულ მთავარ და ძირითად საკითხებს (იხ. საქმე „ვან დე ჰიურკი ნიდერლანდების წინააღმდეგ,“ (Van de Hurk v. Netherlands), N16034/90, 19/04/1991, §61).

11. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრად შერაცხულ ქმედებათა შეფასებისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს დაზარალებულის ჩვენების შინაარსი და მასში ასახულ ფაქტობრივ გარემოებათა სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობა, კერძოდ:

დაზარალებულმა შ. მ-მა ჩვენების მიცემის დროს განაცხადა, რომ ის და ბრალდებული არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ და მისსავე სახლში ცხოვრობდნენ. მათთან ერთად, ასევე ცხოვრობდნენ - ნ. მ, ძმა - კ. მ. და მამა - ვ. მ. 2020 წლის 10 ივნისს მეგობრებმა დაურეკეს და სთხოვეს, მათ სანახავად ეზოში ჩასულიყო. შეუთანხმდა ბრალდებულს, რათა მოგვიანებით აღნიშნულზე არ ეჩხუბა და ეზოში ჩავიდა. სახლში დაბრუნებულს ბრალდებულმა ჩხუბი დაუწყო იმ მიზეზით, რომ სამი წუთით დაიგვიანა. ბოდიში მოუხადა, თუმცა, ბრალდებულმა მუშტი დაარტყა მუცელსა და სახეში. დარეკა 112-ში, რა დროსაც ბრალდებულმა ცხვირსა და ტუჩში დაარტყა ხელი, საიდანაც სისხლი წასკდა. ჩხუბის დროს მისი შვილი იქ იყო თუ არა, დანამდვილებით არ ახსოვს, თუმცა, ახსოვს, რომ ერთ-ერთი (ნ. ან გ.) მათგანი ოთახში იყო, როდესაც ხელით გასწია და მამამისს დაუძახა, რომ ბავშვი გაერიდებინა ინციდენტისგან. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ბრალდებული აგრესიას გამოხატავდა გენდერული ნიშნით. ქალებთან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა. დაზარალებულმა გადმოსცა პ. ი-ის მიერ მის მიმართ 2020 წლის 10 ივნისამდე ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტები, კერძოდ: მან სთხოვა ბრალდებულს, დაებრუნებინა ვ. მ-სათვის სესხად აღებული თანხა ან დაერეკა მამამისისთვის და აეხსნა სიტუაცია. აღნიშნულმა ბრალდებული გააღიზიანა, მიუვარდა სამსახურში (სამკერვალოში) და შვილის თვალწინ დაუწყო ჩხუბი. მოგვიანებით კვლავ მიაკითხა, ჩასვა მანქანაში და წაიყვანა სახლთან ახლოს. გზაში მუშტებს ურტყამდა და უყვიროდა. ასევე, იარაღი დაადო მუხლებზე და დაემუქრა, რომ მუხლებსა და შუბლს გაუხვრეტდა. მან იარაღი დაუჭირა, რადგან სხეულის სხვადასხვა ადგილზე ადებდა და შეეშინდა არ ესროლა. ნაცემი ადგილები დაულურჯდა. ბრალდებული ამაზეც გაბრაზდა და უსაყვედურა, თუ რატომ აიძულა ასე მოქცეოდა. მოწმემ ბრალდებულის ხელში იარაღი ტაბახმელის გზაზეც ნახა. 2019 წლის ზაფხულში, როდესაც პ. ი. თმაში სწვდა, ძალით გადმოიყვანა მანქანიდან, მიიყვანა კლდესთან და იარაღის შუბლზე მიდებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მხოლოდ იმიტომ, რომ უარი უთხრა ანგარიშიდან ფულის გამოტანაზე. დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებულის მიერ ფიზიკური ტკივილი განიცადა და მუქარის განხორციელების რეალური შიში გაუჩნდა. დაზარალებულს დამამცირებელი სიტყვებით მიმართავდა და ეუბნებოდა, რომ თავში უნდა ერტყა, რათა რამე შესვლოდა. 2019 წლის აგვისტოში სახლში იყვნენ ის, ბრალდებულის შვილი - გ. ი, ნ. მ და ბრალდებული, როდესაც პ. ი-მა შ. მ-ს იმის გამო, რომ დაინტერესდა მეუღლის კომპიუტერში არსებული უცნობი ქალის ვინაობით და აღმოაჩინა აზარტულ თამაშებზე მისი დამოკიდებულება, მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა და აგინა უცენზურო სიტყვებით. ბრალდებულმა აიძულა დაეჩოქა და ბავშვების თანდასწრებით მათთვის აღნიშნულ მდგომარეობაში მოეხადა ბოდიში. დაემორჩილა, დაიჩოქა და ბოდიში მოიხადა, რადგან ბრალდებული მის ცემასა და შეფურთხებას არ შეწყვეტდა. ამის გამო თავს საშინლად დამცირებულად გრძნობდა. მომხდარის შემდეგ, მისმა შვილმა უთხრა, რომ ეზიზღებოდა, რადგან პ-მ მას აგინა, აფურთხა და აღნიშნულის მიუხედავად, მან მის თვალწინ დაიჩოქა. 2019 წლის აგვისტოში სახლში იყვნენ ის, ბრალდებული და პ. ი-ის მეგობრები. მან ბრალდებულის მეგობრების თანდასწრებით იკითხა კომპიუტერში არსებული უცნობი ქალის ვინაობა, რა დროსაც ბრალდებულმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა სახეში და უთხრა, რომ მას მსგავსი შეკითხვების დასმისა და მისი კონტროლის უფლება არ ჰქონდა. დაზარალებულის განმარტებით, დარტყმის შედეგად მან ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და გარკვეული დროის განმავლობაში ჭამაც კი უჭირდა. 2019 წლის დეკემბერში ის ხილს ჭრიდა, რა დროსაც ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იმ მიზეზით, რომ მისი სახის გამომეტყველება არ მოეწონა. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას ასევე დაადასტურა ბრალდებულის მიერ 2020 წლის იანვარში მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები, იმის გამო, რომ არ მოეწონა დაზარალებულის საუბრის შინაარსი თავის მეგობართან, კერძოდ, არ ესიამოვნა, რომ დაზარალებულმა მის გარეშე გადაწყვიტა მეგობართან წაუსვლელობის საკითხი. დაზარალებულის განმარტებით, ნ. მ. პ. ი-ის მიერ მისი სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს არაერთხელაა შესწრებული, რის გამოც ბავშვს ეშინოდა. დაზარალებულმა ასევე ისაუბრა, რომ თანაცხოვრების პერიოდში პ. ი. მას არ აძლევდა აზრის გამოთქმის საშუალებას, უკრძალავდა გარეთ გასვლას, ყოველი გადადგმული ნაბიჯი მასთან უნდა შეეთანხმებინა, არ ჰქონდა უფლება ესარგებლა საკუთარი ავტომობილით, უკრძალავდა სამსახურის დაწყებასა და მეგობრების ყოლას. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ იყო ქალი. დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას ეშინოდა პ. ი-ის, ვინაიდან ბრალდებული იყო ეჭვიანი, სისტემატურად ამცირებდა და ცუდად ექცეოდა, შვილისა და ოჯახის თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ, ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამცირებდა, უზღუდავდა თავისუფლებასა და ხალხთან კომუნიკაციას. დაზარალებულის განმარტებით, 2020 წლის 10 ივნისს მომხდარ ჩხუბს შეესწრო მისი მეგობარი ა. ა. და მისი შვილი - ნ. მ, რომელსაც შიშისგან უნებლიე შარდვა დაეწყო. მოწმემ ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული აკრძალვის მიუხედავად, პ. ი. 2020 წლის 30 ივნისსა და ამავე წლის 9 ივლისს მას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და შეხვედრას სთხოვდა. დაკითხვისას დაზარალებულმა ასევე აჩვენა, რომ დიდი დროის გასვლის გამო, არ ახსოვს მომხდარი შემთხვევების კონკრეტული თარიღები. განსაკუთრებით ეს ეხება 2019 წლის ზაფხულში მომხდარ ეპიზოდებს. 2019 წელს მომხდარი შემთხვევების ჩადენის თარიღად დაზარალებული ხან ასახელებს ზაფხულს, ხანაც - ამავე წლის ივლისსა თუ აგვისტოს, მაგრამ ამაზე მეტ კონკრეტიკას მისი ჩვენებები არ შეიცავს. ადვოკატის შეკითხვაზე, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ი-ს მეუღლედ თვლიდა 2019 წლის აგვისტოდან, როდესაც ერთად დაიწყეს ცხოვრება.

12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა, არასრულწლოვანმა ნ. მ-მა განმარტა, რომ პ. ი. არის უხეში და ბრაზიანი ადამიანი, რის გამოც იგი არ მოსწონდა. პ. ი. ხშირად უბრაზდებოდა შ. მ-ს. პ. ძალიან ცუდად ექცეოდა დედამისს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მთვრალმა პ-ამ დედამისი, მისი და გ. ი-ის თვალწინ, მუხლებზე დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა, მხოლოდ იმის გამო, რომ შემთხვევით ბოთლი გადავარდა. ასევე, დაუნახავს, როგორ შეაფურთხა პ. ი-მა შ. მ-ს. სამკერვალოში იყვნენ ის და დედა, როდესაც პ-ამ შ. სალაპარაკოდ წაიყვანა და უკან დალურჯებული თვალებით დაბრუნდა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც პ-ამ დედამისს დაარტყა და ცხვირიდან სისხლი ადინა, აღნიშნული ფაქტი აივნიდან დაინახა. არასრულწლოვნის განმარტებით, პ. დედამისს ცუდ სიტყვებს ხშირად ეუბნებოდა. დედა ჩალურჯებული თვალით ბევრჯერ ჰყავს ნანახი. შ-ას დაჩოქების შემდეგ პ-ამ აიძულა, დედამისისთვის ეთქვა, რომ ეზიზღებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში უთხრა, რომ შ-ას სცემდა. პ-ას ხელში იარაღი დაინახა, მაშინ, როდესაც პ-ამ და დედამისმა იჩხუბეს და პ-ამ ტყვიები აიღო. არასრულწლოვანმა განმარტა, რომ არ სურს პ. მათთან ერთად ცხოვრობდეს. ჯვარედინი დაკითხვისას არასრულწლოვანმა ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ პ-ამ დედამისს მუშტი 2020 წელს ჩაარტყა, რა დროსაც სისხლი წამოუვიდა და ის ამ ყველაფერს აივნიდან უყურებდა.

13. ფაქტი, რომ პ. ი-ის ქმედებებით როგორც შ. მ-მა, ისე მისმა შვილმა - ნ. მ-მა ფსიქოლოგიური ტანჯვა განიცადეს, დადასტურებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით (N......... და N........ სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები); დადგენილია აგრეთვე, რომ 2020 წლის 11 ივნისს შ. მ-ს აღენიშნებოდა დაზიანებები, რომლებიც, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ხარისხს.

14. ექსპერტმა მ. მ-მა ჩვენების მიცემისას დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზის ჩატარებისას არასრულწლოვანი ნ. მ. იმყოფებოდა თავდაცვით პოზიციაში, ცდილობდა პასუხები გაეცა მოკლედ, ხშირ შემთხვევაში თავს არიდებდა პასუხის გაცემას და არ სურდა მომხდარი მოვლენების ხელახლა გახსენება. მომხდარი მოვლენების გახსენებისას იგი შფოთავდა და ნერვიულობდა. ექსპერტის განმარტებით, არასრულწლოვნის ქცევა შეესაბამებოდა მსხვერპლის ქცევას, რომელიც აღნიშნული ქმედებებით ცდილობს თავიდან აირიდოს ტრავმული/სტრესული მოვლენების გახსენება და ამით ცდილობს ეს მოგონებები განირიდოს.

15. ამდენად, შ. მ-სა და ნ. მ-ის ჩვენებები გამყარებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით, ხოლო რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც აგრეთვე შეესაბამება ხსენებულ პირთა ჩვენებებში ასახულ რიგ ფაქტობრივ გარემოებებს, არის: მოწმეების - ვ. მ-ის, კ. მ-სა და ა. ა-ის ჩვენებები, კერძოდ:

16. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ვ. მ-მა განმარტა, რომ 2020 წლის 10 ივნისს სახლში იმყოფებოდა, როდესაც სამზარეულოში, ბავშვებთან ერთად მყოფს, შემოესმა ჩხუბის ხმა. შევიდა შ. მ-ის საძინებელ ოთახში, მოუწოდა სიძეს დამშვიდებისკენ და გამობრუნდა. ვინაიდან დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირება არ შეწყდა, ვ. მ. შებრუნდა ოთახში და დაინახა, რომ პ. ი-მა სახეში, კერძოდ, ყბაში დაარტყა მუშტი შ. მ-ს. მოწმის განმარტებით, ნ. მ-ს დასჩემდა შეშინებულს გამოღვიძება. ვ. მ-ს ადრეც უნახავს თავისი შვილი ნაცემი, თუმცა, ვინაიდან ბრალდებული არის საშიში პიროვნება, ერიდებოდა მასთან რაიმე სახის დაპირისპირებას.

17. მოწმე კ. მ-მა განმარტა, რომ დაზარალებული მისი დაა. პ. ი. შ. მ-ს სახლიდან გასვლას, ვინმესთან გამოლაპარაკებასა და მეგობრობას უშლიდა. ასევე, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მოწმემ განმარტა, რომ სახლში ყოფნისას მას მოესმა დის ყვირილი. გავიდა მეორე ოთახში და დაინახა ატირებული შ. მ, რომელსაც ლოყა ჰქონდა დაწითლებული. მოწმემ მიუთითა 2019 წლის ზამთარზეც, როდესაც ნ. მ. ტიროდა და ეუბნებოდა ბრალდებულს - დედას არ დაარტყაო. 2020 წლის 10 ივნისს იგი უშუალოდ შეურაცხყოფის ფაქტს არ შესწრებია. სახლში დაბრუნებულს, ეზოში საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების მანქანები დახვდა. მის დას სახე სისხლიანი ჰქონდა. ასევე დაზარალებულის საწოლზე დახვდა სისხლის გუბე. მოწმემ განმარტა, რომ შ. მ. ნაცემი სხვა დროსაც უნახავს. აგრეთვე მიუთითა, რომ ბრალდებულის მიერ დედამისის მიმართ ჩადენილი სიტყვიერი, ფიზიკური ძალადობის ფაქტების ნახვისა და მოსმენის შედეგად, ნ. მ. გაუცხოვდა და ჩაიკეტა.

18. მოწმის სახით დაკითხულმა ა. ა-მა განმარტა, რომ არის შ. მ-ის მეზობელი, ნათლული და ბავშობიდან იცნობს მას. 2020 წლის 10 ივნისს შ-სთან ერთად საერთო მეგობრების სანახავად ეზოში იყო. შ. ძალიან აღელვებული იყო, რადგან სახლში პ. ი. ელოდებოდა და დაგვიანების შემთხვევაში გაუბრაზდებოდა, ამიტომ მალევე აბრუნდა შინ. დაახლოებით 10 წუთში ეზოში ჩავიდა ვ. მ, რომელმაც უთხრა, რომ ბრალდებული შ-ას ეჩხუბებოდა. ა. ა. დაზარალებულთან ავიდა და დაინახა, რომ შ. იყო სისხლიანი, ხოლო მის ოთახში ყველგან სისხლის გუბე იდგა. 2020 წლის 10 ივნისს ნ. მ. მასთან დატოვეს. არასრულწლოვანი იყო ძალიან შეშინებული, იმდენად, რომ შიშისგან უნებლიე შარდვა დაეწყო. მოწმის განმარტებით, დაზარალებული მხიარული, ლაღი ადამიანი იყო. ბრალდებულთან ურთიერთობის შემდეგ კი რადიკალურად შეიცვალა, როგორც გარეგნულად ისე შინაგანად. ბრალდებული შ. მ-ს მუდმივად უზღუდავდა თავისუფლებას, რის გამოც იგი სულ შეშინებული იყო.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას დაზარალებულის ჩვენების სანდოობისა და მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების კუთხით და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია. როგორც ექსპერტიზის დასკვნები, ისე მოწმეთა ჩვენებების შინაარსი (ვ. მ, კ. მ, ნ. მ. და ა. ა), N....... შემაკავებელი ორდერი, შეესაბამება დაზარალებულ შ. მ-ის მიერ გაცხადებულ ფაქტობრივ გარემოებებს. 2020 წლის 10 ივნისს მოწმე ვ. მ. უშუალოდ შეესწრო, თუ როგორ დაარტყა ყბაში მუშტი შ. მ-ს პ. ი-მა. მართალია, ა. ა-სა და კ. მ-ს უშუალოდ დარტყმის მომენტი არ დაუნახავთ, მაგრამ მათ შემთხვევიდან ძალიან მცირე დროში ნახეს დაზარალებული და აღნიშნეს, რომ სახე სისხლიანი ჰქონდა. ამასთან, მოწმეებმა - ვ. მ-მა, კ. მ-მა, ნ. მ-მა და ა. ა-მა ისაუბრეს მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ სხვადასხვა მოპყრობის ფორმაზე, მათ შორის მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რაც აგრეთვე შეესამება დაზარალებულ შ. მ-ის მიერ მითითებულ პოზიციებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოთხოვნას - პ. ი-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის ნაწილში, ვინაიდან იგი უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალების ანალიზიდან.

20. რაც შეეხება პ. ი-სათვის დანიშნული სასჯელის სახესა და ზომას, რომელსაც როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეები არ ეთანხმებიან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს.

21. საკასაციო სასამართლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა მითითების პარალელურად, მხედველობაში იღებს საერთაშორისო ხელშეკრულებასაც, კერძოდ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას (,,სტამბოლის კონვენციას“), რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ოჯახში ძალადობას ეხება; კონვენციის 45-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ კონვენციით დადგენილი დანაშაული ისჯებოდეს ეფექტური, პროპორციული და დამაფიქრებელი სანქციით; ამასთან, ამ სტადიაზე სახელმწიფოს მიერ დანაშაულის სერიოზულობის შეფასება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა (იხ. აგრეთვე Explanatory Report to the Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence, § 232).

22. პ. ი-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებიდან ყველაზე მძიმეს განეკუთვნება - საქართველოს სსკ-ის 111-1443-ე მუხლის პირველი ნაწილი. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად მათ შორის - სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად დანიშნული აქვს თავისუფლების აღკვეთა - 5 წლით.

23. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პ. ი-ს ჩადენილი აქვს არაერთი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული და მსჯავრდებული წარსულში აგრეთვე ძალადობრივი ხასიათის დანაშაულისთვისაა ნასამართლევი, რის გამოც გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი (კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენით პ. ი. მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის), აგრეთვე ფაქტს, რომ ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საბოლოოდ დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ზომა შეესაბამება სასჯელის მიზნებსა და მისი დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, წარმოდგენილი საქმის მასალებიდან და საკასაციო საჩივრების შინაარსიდან გამომდინარე, არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.

25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელისა და მსჯავრდებულ პ. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - ლ. შ-სა და გ. ო-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი