Facebook Twitter

საქმე # 120100120003876405

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №596აპ-21 ქ. თბილისი

გ–ი ლ., 596აპ-21 21 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ლ. გ–ს, - ბრალად ედებოდა: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ; 2. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ხულიგნობას, ესე იგი ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ; 3. საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - სხვისი ნივთის დაზიანებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

თ. გ–ს, - ბრალად ედებოდა: 1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ; 2. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ხულიგნობას, ესე იგი ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ; 3. საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ადევნებას, პირადად არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის საშუალებით, რომელიც სისტემატიურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, ჩადენილს დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

გ. გ–ს, - ბრალად ედებოდა: 1. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ; 2. საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს - ხულიგნობას, ესე იგი ქმედებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილს ძალადობითა და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთახმებით ჯგუფის მიერ;

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებებით მათ მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 17 ივნისს ა–ს რაიონის სოფელ .......ს მიმდებარედ მდებარე ე.წ. „........ის“ ..........ის ტერიტორიაზე თანაკლასელები - თ. ა., ნ. კ., გ. ფ., ა. ბ., ლ. ს., გ. ჭ., გ. გ., დ. კ., ლ. ჩ., თ. ქ., გ. ბ., თ. ქ. და ს. ბ. ქეიფობდნენ. დაახლოებით 13:00 საათისათვის მათთან მივიდნენ თ. გ–ი, გ. გ–ი და არასრულწლოვანი ლ. გ–ი. შელაპარაკების ნიადაგზე თ. გ–მ, გ. გ–მ და არასრულწლოვანმა ლ. გ–მ ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით ადგილზე მყოფ არასრულწლოვნებს - ს. ბ–ს, გ. ბ–ს, თ. ქ–ს, გ. გ–ს, თ. ქ–ს და გ. ჭ–ს ჯერ ხელებით, შემდეგ კი იქ არსებული ჯოხებისა და ქვების გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ს. ბ–მა, გ. ბ–მა, თ. ქ–მ, გ. გ–მა, თ. ქ–მ და გ. ჭ–მ განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

2020 წლის 17 ივნისს, შუადღის საათებში, დაბა ა–ში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ. გ–მ, გ. გ–მ და არასრულწლოვანმა ლ. გ–მ შენიშნეს თ. ჩ–ი, მიუახლოვდნენ მას და ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით თ. ჩ–ს, იქვე მყოფ ლ. მ–ს და კ. ქ–ს მიაყენეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ხელებით და ფეხებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც კ. ქ–მ, ლ. მ–მა და თ. ჩი–მა განიცადეს ფიზიკური ტკივილი და მიიღეს ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად. აღნიშნული გარემოებების გამო, .......ის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება, ცენტრალურ გზაზე შეჩერდა მოძრაობა, ადგილზე თავი მოიყარა არაერთმა ადამიანმა, რომლებიც ცდილობდნენ თ. გ–ის, ლ. გ–ისა და გ. გ–ის დამშვიდებას. თ. გ–მ, გ. გ–მ და არასრულწლოვანმა ლ. გ–მ თავიანთი ინტენსიური ძალადობრივი ქმედებებითა და ასეთის მუქარით გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ და უხეშად დაარღვიეს დადგენილი საზოგადოებრივი წესრიგი.

ამის შემდეგ, 2020 წლის 17 ივნისს, ლ. გ–ი, თ. გ–ი და გ. გ–ი ავტომანქანა ,,ტოიოტა პრიუსტით“, სახ. ნომრით: .........., შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ ........ის საავტომობილო გზაზე ადიგენის პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო ლ. გ–მ განზრახ დააზიანა იქვე გაჩერებული ..........ის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი ავტომანქანა ,,შკოდა-ოქტავია“, სახ. ნომრით: .........., კერძოდ, ფეხით ჩაამტვრია მითითებული ავტომანქანის მარჯვენა კარის ჩამოსაწევი საქარე მინა, რამაც გამოიწვია 250 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2019 წლის ზაფხულიდან 2020 წლის 17 ივნისის პერიოდამდე თ. გ–ი თავისივე ნაცნობის - ლ. ჩ–ს მიმართ სისტემატურად, ტელეფონის საშუალებით ამყარებდა არასასურველ კომუნიკაციას, რის შედეგადაც ლ. ჩ–მა განიცადა ფსიქიკური ტანჯვა.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის (თ. გ–ის და გ. გ–ის ნაწილში, ხოლო ლ. გ–ის ნაწილში - 2021 წლის 16 თებერვლის) განაჩენით:

3.1. გ. გ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა", „ბ" და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ გ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით;

გ. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 20 ივნისიდან 2021 წლის 9 თებერვლის ჩათვლით და მსჯავრდებული გ. გ–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

3.2. თ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით;

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა", ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ თ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 4 წელი; მასვე საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით;

თ. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 20 ივნისიდან 2021 წლის 9 თებერვლის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან.

3.3. ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 8 თვით. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1/4 შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ლ. გ–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის ,,ა“, ,ბ“ და ,,გ" ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 8 თვით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 1/4 შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 3 თვით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ლ. გ–ს 1/4 შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 თვით; საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ლ. გ–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ. გ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 წელი;

ლ. გ–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდა, ცნობად იქნა მიღებული, რომ გირაო უზრუნველყოფილი არ არის.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაცვისა და ბრალდების მხარეებმა. არასრულწლოვან ლ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ. მ–მ ითხოვა მსჯავრდებულისათვის საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ჯარიმის - 2000 ლარის განსაზღვრა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა ითხოვა მსჯავრდებულების - თ. გ–ის, გ. გ–ის, ლ. გ–ის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულების - თ. გ–ისა და გ. გ–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ. ბ–მ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის განაჩენის უცვლელად დატოვება.

მსჯავრდებულ ლ. გ–ის ადვოკატის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა და მოითხოვა, არ დაკმაყოფილდეს დაცვის მხარის საჩივარი, ამასთან, ითხოვა მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის გამკაცრება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 თებერვლის (თ. გ–ისა და გ. გ–ის მიმართ) და 2021 წლის 16 თებერვლის (ლ. გ–ის მიმართ) განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა სასჯელის ნაწილში და მოითხოვა მსჯავრდებულებისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს მხოლოდ სასჯელის გამკაცრებას, რასაც სასამართლო არ ეთანხმება. პროკურორმა ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც მსჯავრდებულების სასჯელები განაპირობა. შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

8. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება საქართველოს სსკ-ით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის, როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და თითოეული მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, ასევე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულების მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავეთა პიროვნება - აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, უდავოდ ცნეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყვეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას) და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

9. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების არგუმენტებს თ. გ–ის, გ. გ–ისა და ლ. გ–ის მსჯავრდების ნაწილში და მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, უტყუარ, ურთიერთშეჯერებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით (მათ შორის: მოწმეების - თ. ა–ს, ნ. კ–ს, გ. ფ–ს, ა. ბ–ს, ლ. ს–ს, გ. ჭ–ს, გ. გ–ს, დ. კ–ს, თ. ქ–ს, გ. ბ–ს, თ. ქ–ს, ს. ბ–ს, ნ. ყ–ს, ა. ლ–ს, მ. მ–ს, ი. გ–ს, მ. კ–ს, რ. ფ–ს, მ. ჩ–ს, ნ. ჩ–ს, თ. კ–სა და გ. ქ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლ. გ–ის, თ. გ–ისა და გ. გ–ის ნიმუშების აღების ოქმებით, ამოღების ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური, საქონელმცოდნეობითი და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, დაზარალებულების - ლ. ჩ–ს, თ. ჩ–ს, ლ. მ–სა და კ. ქ–ს გამოკითხვის ოქმებით, თავად თ. გ–ის, გ. გ–ისა და ლ. გ–ის აღიარებით), რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება - მსჯავრდებულ თ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, მსჯავრდებულ გ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ლ. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენზე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ მამუკა ქომოშვილის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე