Facebook Twitter

საქმე # 140100120003981598

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №795აპ-21 ქ. თბილისი

ც–ი ნ., 795აპ-21 14 დეკემბერი, 2021 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენზე გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ნ. ც–ს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

2020 წლის მარტის თვიდან ნ. ც–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა. მ–სთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2020 წლის 16 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ. გ– ში, ს–ს გამზირი №..-ში მდებარე რესტორან „მ–ში“, ეჭვიანობის ნიადაგზე განაწყენებულმა ნ. ც–მ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, 28/05/2003 წელს დაბადებულ ა. მ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ერთხელ ძლიერად გაარტყა სახეში და ფეხი ჩაარტყა მუცლის არეში, რითაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ა. მ–სეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის მარტის თვიდან ნ. ც–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა. მ–სთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2020 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში ქ. გ–ში, შ–ის ქუჩა №...-ში მდებარე, ნ. მ–ს საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე განაწყენებულმა ნ. ც–მ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ........ წელს დაბადებულ ა. მ–სეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი რამდენჯერმე გაარტყა სახეში და ფეხი ჩაარტყა მუხლის არეში, რის შემდეგაც დაუჭირა ხელები და შეანჯღრია ძლიერად, რითაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ა. მ–სეს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის მარტის თვიდან ნ. ც–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა. მ–სესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2020 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში, ქ. გ–ში, შ–ს ქუჩა №..-ში მდებარე, ნ. მ–ს საცხოვრებელ ბინაში, ეჭვიანობის ნიადაგზე განაწყენებული ნ. ც–ი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს, ........ წელს დაბადებულ ა. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ა. მ–სეს გაუჩნდა ნ. ც–ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2020 წლის მარტის თვიდან ნ. ც–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ა. მ–სესთან და მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2020 წლის აგვისტოს თვის დასაწყისში, ქ. გ–ში, შ–ს ქუჩა №...-ში მდებარე, ნ. მ–ს საცხოვრებელ ბინაში, საყოფაცხოვრებო საკითხზე განაწყენებული ნ. ც–ი მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს - ა. მ–სის დედას - ნ. მ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ნ. მ–ს გაუჩნდა ნ. ც–ის მხრიდან მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენით ნ. ც–ი საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ნ. მ–ს მიმართ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

ნ. ც–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის აგვისტოს დასაწყისის დანაშაულის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 16 აგვისტოს დანაშაულის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (ა. მ–სის მიმართ დანაშაულის ეპიზოდი) - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის თანახმად, ნ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა - 2019 წლის 25 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ნ. ც–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2020 წლის 16 აგვისტოდან.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა მსჯავრდებულ ნ. ც–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და შესაბამისი სასჯელის დანიშვნას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 1 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნიკა მახარაძემ, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს მსჯავრდებულ ნ. ც–ის დამნაშავედ ცნობას წარდგენილი ბრალდების ყველა ეპიზოდში და მკაცრი სასჯელის დანიშვნას.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: კასატორი ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, ხოლო გარემოება, რაც შესაძლოა, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საფუძველი გამხდარიყო, საქმიდან და საკასაციო საჩივრიდან არ იკვეთება.

8. საკასაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნ. ც–ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით უდანაშაულოდ ცნობისა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის აგვისტოს თვის დასაწყისის და 2020 წლის 16 აგვისტოს ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობის თაობაზე. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში პირის მსჯავრდებისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად უნდა დგინდებოდეს, რომ ბრალდებულის ქმედება - მუქარა - დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და მას გაუჩნდა მუქარის რეალურად განხორციელების შიში. მოცემულ შემთხვევაში ნ. მ–მ დაკითხვისას განაცხადა, რომ ნ. ც–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარის შედეგად შიში არ გასჩენია.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ ნ. ც–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია).

11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

12. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნიკა მახარაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

მ. ვასაძე