საქმე # 330141221005109679
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№4431-21 ქ. თბილისი
ბ–ი ხ., 4431-21 3 დეკემბერი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ხ. ბ–სა და გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ილ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით:
- ხ. ბ–ი(ძებნილი), - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ა. ა–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ხ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (დაზარალებულ ტ. ბ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, ხ. ბ–სას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისულფების აღკვეთა.
- გ. ბ–ი(ძებნილი), - დაბადებული - 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(დაზარალებულ ა. ა–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის(დაზარალებულ ტ. ბ–ს ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის თანახმად შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ბ–სს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2. 2021 წლის 13 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა დავით მესტვირიშვილმა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულების - ხ. ბ–საისა და გ. ბ–სის როგორც ძებნილი მსჯავრდებულების მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენება, დაზარალებულების(ტ. ბ–ს და ა. ა–ს) ნოტარიულად დამოწმებული თანხმობების გათვალისწინებით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით პროკურორ დავით მესტვირიშვილის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების ხ. ბ–სა და გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მ, რომელმაც ითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება, პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილება და მსჯავრდებულების - ხ. ბ–სა და გ. ბ–ს მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის ხელახლა გამოყენება და მის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება, დაზარალებულების პოზიციის გათვალისწინებით, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან და ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ ყველა დაზარალებული ან მისი უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად: ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა.
3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულების - ტ. ბ–ს 2021 წლის 21 სექტემბრისა და ა. ა–ს 2021 წლის 24 სექტემბრის ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები, რომლის თანახმადაც მათ სრულად აუნაზღაურდათ ზიანი და თანხმობას აცხადებენ ხ. ბ–საისა და გ. ბ–სის მიმართ ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებაზე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დგინდება, რომ საქმის განხილვის ეტაპზე, ვინაიდან არ არსებობდა დაზარალებულების თანხმობა, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე მსჯავრდებულებს - ხ. ბ–სა და გ. ბ–ს ¼-ით შეუმცირდათ დანიშნული სასჯელები. რის შემდეგაც, როგორც უკვე აღნიშნა სასამართლომ წარმოდგენილი იქნა 2021 წლის 21 და 24 სექტემბრის დაზარალებულების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები.
5. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დაცულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის 26-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, ამ კანონის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება პირს, რომელზედაც გავრცელდა ამნისტია, შეუძლია გაასაჩივროს ერთჯერადად, მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულ ხ. ბ–სა და გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ბ–მ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება ჩაიბარა 2021 წლის 9 ნოემბერს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით დაცულია „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნები და ხ. ბ–სა და გ. ბ–ზე უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი და ისინი უნდა გათავისუფლდნენ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულების - ხ. ბ–სა და გ. ბ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. ბ–ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 ოქტომბრის განჩინება შეიცვალოს:
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე ხ. ბ–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-11 მუხლის საფუძველზე გ. ბ–ი გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ორი ეპიზოდი) ჩადენისათვის საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის - 6 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი