საქმე # 180141121004277900
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№4501-21 6 დეკემბერი, 2021 წელი
ტ. გ. , 4501-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე)
მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ტ–ს საჩივარი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენით გ. ტ–ი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი.
2. 2021 წლის 13 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის აღსრულების მიზნით, მცხეთის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა მსჯავრდებულ გ. ტ–ს პირადი საქმე.
3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ტ–ს მიმართ არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ტ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინების გასაჩივრების ვადის აღდგენა და მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გამოყენა.
5. მსჯავრდებულ გ. ტ–ს საკასაციო საჩივარი განუხილველად დაუბრუნდა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, ვინაიდან წარმოდგენილი საქმის მასალებით არ დგინდებოდა გ. ტ–სთვის მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინების ჩაბარების თარიღი, ხოლო საკასაციო საჩივარი მცხეთის რაიონულ სასამართლოში დარეგისტრირდა 2021 წლის 4 ნოემბერს - „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ორ კვირიანი ვადის დარღვევით.
6. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით აღდგენილი იქნა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების ორკვირიანი ვადა.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მოცემულ შემთხვევაში გ. ტ–ი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ეხება ამნისტია).
3. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მან აანაზღაურა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი და თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია.
4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია დაზარალებულ ი. მ–ს ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, საიდანაც ირკვევა, რომ ი. მ–ს აუნაზღაურდა მიყენებული ზიანი, არ გააჩნია არანაირი პრეტენზია და თანახმაა, რომ მსჯავრდებულ გ. ტ–ს მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონი. ამასთან, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებით დგინდება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენის გამოტანამდე გ. ტ–ი იყო ნასამართლობის არმქონე (პრეზიდენტის განკარგულებით მოეხსნა ნასამართლობა). ამდენად, მსჯავრდებულ გ. ტ–ს უნდა გაუნახევრდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
5. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად - ,,ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება, ასევე სასჯელის შემცირება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა, ხოლო ამ კანონით გათვალისწინებული სასჯელის შეცვლა ვრცელდება რეალურად დანიშნულ თავისუფლების აღკვეთაზე“, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისაგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბრამდე და ჯარიმის დაკისრების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე“.
6. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გ. ტ–სათვის მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დანიშნულ დამატებით სასჯელზე - ჯარიმა 2000 ლარი - გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მოქმედება.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ტ–ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 ივლისის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
3. მსჯავრდებულ გ. ტ–ს გაუნახევრდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და მოსახდელად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის გამოყენებით გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი;
4. განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. ვასაძე
მ. გაბინაშვილი