Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №724აპ-21 თბილისი

ჭ-ა ლ., 724აპ-21 24 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჭ-ასა და მისი ადვოკატის - თ. ა-ის, ასევე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით სილაგაძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განაჩენით ლ. ჭ-ა, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2021 წლის 10 იანვრიდან. მასვე 2 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

2. განაჩენის მიხედვით, ლ. ჭ-ას მსჯავრი დაედო ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში, იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 9 იანვარს, დაახლოებით 20:45 საათზე, წ-ში, --ის ქუჩის №-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო გზაზე „ფოლკსვაგენ ჯეტას“ მარკის ავტომობილით, სახელმწიფო ნომრით - --, მოძრაობისას ლ. ჭ-ამ დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და დაეჯახა ქვეით გ. უ-ს, რომელიც შეჯახების შედეგად გარდაიცვალა.

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს:

ü ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით სილაგაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; ლ. ჭ-ასათვის ძირითადი სასჯელის ზომად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა და დამატებითი სასჯელის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მაქსიმალური ვადით ჩამორთმევა;

ü მსჯავრდებულმა ლ. ჭ-ამ და მისმა ადვოკატმა თ. ა-მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ლ. ჭ-ასათვის განსაზღვრული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლა, იმავე გამოსაცდელი ვადით.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

o ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით სილაგაძემ, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ლ. ჭ-ასათვის ძირითადი სასჯელის ზომად უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრასა და დამატებითი სასჯელის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მაქსიმალური ვადით ჩამორთმევას;

o მსჯავრდებულმა ლ. ჭ-ამ და მისმა ადვოკატმა თ. ა-მა, რომლებიც საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლასა და ლ. ჭ-ასათვის განსაზღვრული სასჯელის - 4 წლით თავისუფლების აღკვეთის პირობითად ჩათვლას, იმავე გამოსაცდელი ვადით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრებისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდებისა და დაცვის მხარეთა პოზიციებს და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ჭ-ასა და მისი ადვოკატის - თ. ა-ის, ასევე, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით სილაგაძის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე