Facebook Twitter

საქმე # 080100120004047645

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №742აპ-21 ქ. თბილისი

გ–ი ბ. 742აპ-21 24 იანვარი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ო–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბ. გ–ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა: 1. განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; 2. პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული, გათვალისწინებული - საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2020 წლის 15 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ პ–ს ტერიტორიაზე, ე.წ. ".. დასახლების" მიმდებარედ, ხ. ც–ს, რომელსაც სურდა ბ. გ–თან დალაპარაკება, გზაში შეხვდა ეს უკანასკნელი, რომელმაც სრულიად მოულოდნელად, ხულიგნური ქვენაგრძნობით, დანის გამოყენებით შეეცადა ხ. ც–ს განზრახ მოკვლას და დანის რამდენჯერმე დარტყმით მას მარჯვენა ბარძაყის, მარცხენა ბარძაყის, მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა დაზიანებები ჭრილობების სახით, თუმცა განზრახვის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო ადგილზე მყოფი პირების აქტიური ჩარევის გამო, რომელთაც შეძლეს ბ. გ–ს შებოჭვა და დანის წართმევა. ხ. ც–ე გადაიყვანეს და მოათავსეს შპს „.........ის“ ჭ–ს სამედიცინო ცენტრში, სადაც მას ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მიყენებული ჭრილობების შედეგად ხ. ც–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2020 წლის 15 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ი–ს, რ–სა და ..........ის პოლიციის დეპარტამენტის .......ს შს რაიონული სამმართველოს უფროსი გ. ლ–ე ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას და, შესაბამისად, იმყოფებოდა ს–ს შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. დაახლოებით 11:40 საათზე ს–ს შს რაიონულ სამმართველოში მივიდა ს–ს მუნიციპალიტეტის სოფელ კ–ში რეგისტრირებული, ფაქტობრივად ქ. ჭ–ში, ......ს ქუჩა N...-ში მცხოვრები მოქალაქე ბ. გ–ი და ითხოვა გ. ლ–ესთან შეხვედრა. თანხმობის მიღების შემდეგ, გ. ლ–ს სამსახურებრივ ოთახში შესვლისას, ბ. გ–ი თავს დაესხა გ. ლ–ეს, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ვინაიდან იყო პოლიციელი, ყელის არეში დაარტყა ხელი, დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის მაისური და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენით ბ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე;

ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 15 მაისიდან.

4. სასამართლომ დაადგინა, რომ 2020 წლის 15 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ჭ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ პ–ს ტერიტორიაზე, ე.წ. ".. დასახლების" მიმდებარედ, ბ. გ–მ მოკვლის განზრახვით ხ. ც–ს დანის რამდენჯერმე დარტყმით მარჯვენა ბარძაყის, მარცხენა ბარძაყის, მუცლისა და ზურგის არეში მიაყენა დაზიანებები ჭრილობების სახით, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო ადგილზე მყოფი პირების აქტიური ჩარევის გამო, რომელთაც შეძლეს ბ. გ–ს შებოჭვა და დანის წართმევა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ხ. ც–მ მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება.

2020 წლის 15 მაისს საქართველოს შს სამინისტროს ი–ს, რ–სა და ..........ის პოლიციის დეპარტამენტის ს–ს შს რაიონული სამმართველოს უფროსი გ. ლ–ე ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას და, შესაბამისად, იმყოფებოდა ს–ს შს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. დაახლოებით 11:40 საათზე ს–ს შს რაიონულ სამმართველოში მივიდა ბ. გ–ი და ითხოვა გ. ლ–სთან შეხვედრა. თანხმობის მიღების შემდეგ, გ. ლ–ს სამსახურებრივ ოთახში შესვლისას, ბ. გ–ი თავს დაესხა გ. ლ–ს, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და ვინაიდან იყო პოლიციელი, ყელის არეში დაარტყა ხელი, დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის მაისური და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. გ–ს ადვოკატმა თ. ო–მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ გამოძიების მიერ შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბ. გ–ს დამნაშავედ ცნობისათვის.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ ბ. გ–ს ადვოკატ თ. ო–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 თებერვლის განაჩენში, სასჯელის ნაწილში, შევიდა მსჯავრდებულის სასიკეთო ცვლილება;

ბ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლზე;

ბ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ. გ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

მსჯავრდებულ ბ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 15 მაისიდან.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ბ. გ–ს ადვოკატმა თ. ო–მ, რომელმაც ითხოვა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პირობით ჩათვლა.

8. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ ის არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსსკ-ის) 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, ECtHR, no. 36755/06, § 31; 11/11/2011). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,Gorou v. Greece (No. 2) no 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარე ითხოვს ბ. გ–ს მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა იმავე არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. გასაჩივრებულ განაჩენში კი მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ბ. გ–ს მსჯავრდება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა. ამდენად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

11. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების ნაწილში. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კანონმდებელი საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების სავალდებულო წინაპირობად მიიჩნევს კუმულაციურად სამი გარემოების არსებობას, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი, კერძოდ: მითითებული მუხლის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. მოცემულ შემთხვევაში 2020 წლის15 მაისის დაკავების ოქმის თანახმად, ბ. გ–ი დააკავეს სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ამავე სამმართველოს უფროსზე გ. ლ–ზე, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმის დროს, რა დროსაც მან გასწია წინააღმდეგობა და მის მიმართ გამოიყენეს იძულების ღონისძიება. აღნიშნული კი გამორიცხავს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებული თავად გამოცხადდა პოლიციაში, რაც უნდა შეფასდეს გამოძიებასთან თანამშრომლობად. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბ. გ–ი თავს სრულად ცნობს დამნაშავედ, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადვოკატი თ. ო–ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, აპელანტმა სააპელაციო პალატის სხდომაზე დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა ბ. გ–სთვის სასჯელის შემსუბუქება, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა. აღნიშნული გარემოება სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა სასჯელის დანიშვნისას და მიუთითა: ითვალისწინებს რა იმ გარემოებებს, რომ ბ. გ–მ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სტაციონარული სასამართლო კომპლექსური ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №....... დასკვნის თანახმად, მსჯავრდებული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, მიზანშეწონილად თვლის მისთვის გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის შემცირებას და საბოლოო სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები და ბ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია), საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილს, საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია. სასამართლო ასევე ითვალისწიებს, რომ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბ. გ–ს განესაზღვრა სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ერთადერთი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა - მინიმალური ხანგრძლივობით.

14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

15. იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 22 ივნისის განაჩენზე მსჯავრდებულ ბ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - თ. ო–ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

შ. თადუმაძე