საქმე # 330100120003747865
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №753აპ-21 ქ. თბილისი
თ-ა თ, 753აპ-21 17 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ თეა ბერიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თ. თ-სა და ფ. თ-ას მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, გამოიხატა შემდეგში:
თ. თ-ამ და ფ. თ-ამ ჯგუფურად განიზრახეს დაუსაბუთებელი ქონებისთვის - ხის მასალისთვის კანონიერი სახის მიცემა მისი დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით, ფორმალურად შექმნილი კომპანიებისა და მათი სახელით დამზადებულ საგადასახადო დოკუმენტაციაში ხის მასალის წარმომავლობის შესახებ მცდარი ინფორმაციის დაფიქსირების გზით. განზრახვის განსახორციელებლად ფ. თ-ამ და თ. თ-ამ 2017 წლის 6 დეკემბერს დააფუძნეს შპს „ს. მ-ის ყ-გ“ (ს/ნ ........) და შპს „ს. მ-ის ყ. გ.“ (ს/ნ .......), რომელთა საქმიანობას წარმართავდნენ ერთობლივად.
შემუშავებული დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, თ. თ-ამ ფ. თ-სთან ერთად, ჯგუფურად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით შპს „ს. მ-ის ყ. გ-ის“ სახელით, გამოყენების მიზნით, 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2018 წლის 14 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაამზადა და გამოიყენა ყალბი - ფიქციური N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... N......... სასაქონლო ზედნადებები და N ..-ეა ........, ეა-.. ........, , ეა-.. ........, , ეა-.. ......., ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. ......., ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, , ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. .......,, ეა-.. ......., ყალბი ანგარიშფაქტურები, რომელთა თანახმადაც, თითქოს, შპს „ს. მ-ის ყ-გ-ამ“ ჯამურად 876 382 ლარად ღირებული 1595.9 კუბმეტრი ხის მასალა მიაწოდა შპს „ს. მ-ის ყ. გ-ას“ (ს/ნ .......). გარდა ოპერაციის ფიქციურობისა, თ. თ-სა და ფ. თ-ას მიერ სასაქონლო ზედნადებებში ასევე მიეთითა ქონების წარმოშობის შესახებ ყალბი ინფორმაცია. ამავე პერიოდში შპს „ს. მ-ის ყ-გ-ის“ სახელით თ. თ-ამ ფ. თ-სთან ერთად, ჯგუფურად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ასევე დამზადებული სხვადასხვა კომპანიაზე ხე-ტყის მიწოდების დამადასტურებელი ყალბი N.........., N........., N......... სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც 64.14 კუბმეტრი, 36659,2 ლარად ღირებულ ხე-ტყეზე ასევე მიეთითა ფირნიშის/ცნობისა და წარმომავლობის დოკუმენტების შესახებ მცდარი მონაცემი.
შპს „ს. მ-ის ყ. გ-ზე“ (ს/ნ .........) დოკუმენტურად, ფიქციურად საქონლის მიღების შემდეგ თ. თ-ნ ერთად, ჯგუფურად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით, ამავე კომპანიის სახელით, გამოყენების მიზნით, 2017 წლის 11 დეკემბრიდან 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდში დაამზადა ფირნიშის/ცნობის და წარმომავლობის დოკუმენტების შესახებ მცდარი იფორმაციის შემცველი N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... N........... ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რომლებითაც დაუსაბუთებელი 945447.32 ლარად ღირებული 1645.24 კუბმეტრი ხის მასალა მიაწოდა სხვადასხვა მეწარმეს.
ზემოაღნიშნული სქემით - საქონლის ფიქციურად გადაწერისა და მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს შენიღბვით, ერთი მხრივ, დაფიქსირდა, რომ შპს „ს. მ-ის ყ-ის“ მიერ თითქოს, რეალიზებული საქონელი მოპოვებული იყო ხე-ტყის კანონიერი-ლეგალური ჭრის შედეგად და, მეორე მხრივ, საქონლის რეალურ სამოქალაქო ბრუნვაში შემტან კომპანიას - შპს „ს. მ-ის ყ. გ-ას“ (ს/ნ .........) შეექმნა რეალიზებული ქონების თითქოს, შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითიც თ. თ-ამ, ფ. თ-სთან ერთად ჯგუფურად, ჯამურად დაუსაბუთებელ 982 103,52 ლარად ღირებულ 1709,38 კუბმეტრ ხის მასალას მისცა კანონიერი სახე, დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის მიზნით შენიღბა მასზე ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო და ლეგალიზებული ქონება შეიტანა სამოქალაქო ბრუნვაში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით:
თ. თ, - დაბადებული .... წლის .. თებერვალს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
თ. თ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,210-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
თ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 20 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თ. თ-ას, პატიმრობაში ყოფნის (2020 წლის 15 მაისიდან 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით), ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 10 000 ლარი.
ფ. თ, - დაბადებული .... წლის .. თებერვალს (მონაწილეობის გარეშე), - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ფ. თ-ას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 25,210-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ფ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,210-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით. ფ. თ-ას სასჯელის მოხდის ათვლის საწყისად განესაზღვრა მისი დაკავების მომენტი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორ თეა ბერიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენში თ. თ-სა და ფ. თ-ას მიმართ შევიდა ცვლილება:
თ. თ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
თ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 25 000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თ. თ-ას, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2020 წლის 15 მაისიდან 2021 წლის 10 თებერვლის ჩათვლით), შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 15 000 ლარი.
ფ. თ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
ფ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით. ფ. თ-ას სასჯელის მოხდის ათვლის საწყისად განესაზღვრა მისი დაკავების მომენტი.
4. კასატორმა - პროკურორმა თეა ბერიძემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, თ. თ-სა და ფ. თ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და კანონით გათვალისწინებული კანონიერი და სამართლიანი სასჯელის მისჯა.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ხე-მასალა, რომელიც ფ. თ-ამ თავისი ფირმის სახელით თ. თ-ას გადააწერა, კანონიერად იყო მოპოვებული; პირიქით, დგინდება, რომ გადაწერის კანონიერი სახის შექმნისთვის საგადასახადო დოკუმენტებში შეტანილი იყო ყალბი მონაცემები და შესაბამისად, დადგენილია, რომ დოკუმენტების გაყალბების გზით ფ. თ-ამ და თ. თ-ამ დაუსაბუთებელ ქონებას მისცეს ვითომდა კანონიერი სახე. არ არსებობს ქონების ფლობის დასაბუთების კანონიერი დოკუმენტები. საწარმოებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავალი დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაციის შედეგად მიიღეს. ფაქტია, რომ შეიქმნა ყალბი საგადასახადო დოკუმენტები და მისი მეშვეობით შეინიღბა ქონების რეალური სახე. ასევე ფაქტია, რომ ამ დოკუმენტების საფუძველზე რეალიზდა ხე-მასალა და დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერი სახე მიეცა. ამდენად, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების მიზანი სწორედ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია იყო.
5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. პროკურორის მოთხოვნა თ. თ-სა და ფ. თ-ას საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს წარმოდგენილი საქმის მასალებიდან.
9. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის იმ ნაწილში, რომ დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება ავტომატურად ფულის გათეთრებას არ გულისხმობს. საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლით დასჯადობისათვის აუცილებელია, რომ პირის განზრახვა მიმართული იყოს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისაკენ. თავის მხრივ, ლეგალიზაცია მოითხოვს დამატებითი ქმედების ან/და ქმედებების ჩადენას.
10. მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოებების დასადასტურებლად, რომ ქონება (ესე იგი ხის მასალა) იყო დაუსაბუთებელი და თ. თ-სა და ფ-ს თ-ას ქმედებები ემსახურებოდა მათ მფლობელობაში არსებული დაუსაბუთებელი ქონების კანონიერ ბრუნვაში ჩაბმის მიზანს, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება. გასათვალისწინებელია, რომ მოწმეებს - ლ. ზ-ეს, ნ. ც-სა და ჯ. ც-ს ერთმნიშვნელოვნად არ გამოურიცხავთ შპს ,,ს. მ-ის ყ-გ-სა და შპს ,,ს. მ-ის ყ. გ-სთან“ თანამშრომლობის ფაქტი; კერძოდ, აღნიშნულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ მათი საქმიანობა ხის მასალის ყიდვა-გაყიდვა იყო. შპს „ს. მ-ის ყ. გ-სა“ და შპს „ს. მ-ის ყ-გ-ის“ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. აღნიშნული მეწარმე სუბიექტებისათვის მასალის მიყიდვის ფაქტი არ ახსოვთ. ჯ. ც-მა დამატებით განმარტა, რომ თუ სასაქონლო ზედნადებში მითითებულია შპს „ს. მ-ის ყ. გ,“ ე.ი. მათ მიყიდა მასალა.
11. მართალია, შესაბამისი უწყებების წერილების თანახმად, თ. თ-სა და ფ. თ-ას ხე-ტყის მოპოვების შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდათ, მაგრამ ისინი ყალბი დოკუმენტების დამზადებით ახდენდნენ რეალურად არარსებული ქონებრივი უფლებამოსილების დადასტურებას - ხის მასალაზე მათი საკუთრების უფლების დადგენას და შემდეგ, კვლავ ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, აღნიშნული მასალის რეალიზაციას, რასაც სრულად მოიცავს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
12. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პროკურორის მითითება, რომ ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების მიზანი იყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, დაუსაბუთებელია და საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო სასამართლომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი (საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების ნაწილში) დატოვა ძალაში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N430აპ-20 საქმეზე).
13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასების პროცესში ხელმძღვანელობს „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით, რომელიც, თავის მხრივ, გულისხმობს საკმარისად ცხად, აშკარა და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა თანაარსებობას; მოცემული მტკიცებულებები ერთმანეთს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს (იხ. საქმე ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282) და მსჯავრდება არ უნდა ემყარებოდეს ისეთი სახის მტკიცებულებებს, რომელთა საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არსებობს (იხ. საქმე ,,ბარბერა, მესეგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ,“ (Barberà, Messegué and Jabardo), N10590/83, 06/12/1988, §77).
14. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ფ. თ-სა და თ. თ-ას მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) დისპოზიციით გათვალისწინებულ ნიშანთა არსებობა უტყუარად დადასტურებული არ არის. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი საფუძველი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ თეა ბერიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი