საქმე # 330100120003512332
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №735აპ-21 ქ. თბილისი
ნ-ი მ, 735აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
1.1. მ. ნ, - დაბადებული .... წლის .. მარტს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ლ. შ-ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ტ-ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ზ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. კ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. ა-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ს. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. ბ-ის ეპიზოდი) - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ს. ბ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ხ. ბ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ქ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი - თანაბარს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 იანვრიდან.
1.2. გ. გ, - დაბადებული .... წლის .. ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ლ. შ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ტ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი - თანაბარს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 იანვრიდან.
1.3. ნ. გ, - დაბადებული .... წლის .. ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5500 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ-ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და დანაშაულთა ერთობლიობით, ნ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 23 იანვრიდან იმავე წლის 30 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით, ნ. გ. შეუმცირდა ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
1.4. ნ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს - 15000 ლარის უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა ხ. ფ-ას (პ/ნ ..........) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ, ყ-ის N..., N..., N.... (უბანი N.) ბინა N.., ს/კ: .. ... ... .... .... ... .... ., 15000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
· მ. ნ-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (სამი ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (ორი ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (რვა ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით (სამი ეპიზოდი).
· გ. გ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (სამი ეპიზოდი); თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
· ნ. გ-ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
2.1. განაჩენით მსჯავრდებულების - მ. ნ-ის, გ. გ-სა და ნ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N...-ში, დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2015 წლის აგვისტოში გ. მ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, ნ. გ-ემ, მ. ნ-მა და გ. გ-ემ გ. მ. დაარწმუნეს, რომ საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა პროცედურები საჯარო რეესტრში, ამასთანავე, შესთავაზეს სესხის ხელშეკრულების გაფორმება და დაარწმუნეს, რომ პრობლემას არ შეუქმნიდნენ, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებელად შეუშვებდნენ ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში. გ. მ-მა 2015 წლის 27 აგვისტოს გააფორმა სესხის ხელშეკრულება ნ. გ-სთან 2 წლის ვადით ქ. თ-ში ყ-ის ქუჩა N...-ში ცხოვრების უფლებით და 15 452 ლარი (6500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) გადასცა ნ. გ-ეს მისი მშობლების - მ. ნ-ის და გ. გ-ის თანდასწრებით. შეთანხმების მიუხედავად, ნ. გ-ემ, მ. ნ-მა და გ. გ-ემ გ. მ. არ შეუშვეს ქ. თ-სში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს გ. მ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა 15452 ლარი (6500 აშშ დოლარი). ნ. გ-ის, გ. გ-სა და მ. ნ-ის თაღლითობის შედეგად გ. მ-ს მიადგა 15 452 ლარის (6500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის - მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N....-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2014 წლის მაისში თ. გ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, თ. გ. დაარწმუნეს ნ. გ-ემ და მ. ნ-მა, რომ მიმდინარეობდა დავა ქ. თ-ში ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით და ვერ შეძლებდა იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებას; ნ. გ-ემ და მ. ნ-მა შესთავაზეს სესხის ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ საცხოვრებელ სახლში ცხოვრება. ამასთანავე, თ. გ. დაარწმუნეს, რომ სესხის ხელშეკრულება ხელს არ შეუშლიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში ცხოვრებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით მეტი სანდოობისთვის დაუწერეს შესაბამისი ხელწერილი. თ. გ-მა 2014 წლის 14 ივნისს გააფორმა სესხის ხელშეკრულება ნ. გ-სთან 2 წლის ვადით 8850 ლარის (5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) სანაცვლოდ და აღნიშნული თანხა გადასცა ნ. გ-ეს და მ. ნ-ს. შეთანხმების მიუხედავად, ნ. გ-ემ და მ. ნ-მა არ შეუშვეს თ. გ. ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მისი კუთვნილი ფულადი თანხა 8850 ლარი (5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი). ვინაიდან ნ. გ-ემ და მ. ნ-მა თ. გ. არ შეუშვეს ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ. გ-მა მოითხოვა კუთვნილი თანხის დაბრუნება, თუმცა მ. ნ-მა 2015 წლის 16 მაისს მხოლოდ 1000 აშშ დოლარი დაუბრუნა. ნ. გ-სა და მ. ნ-ის თაღლითობის შედეგად თ. გ-ს მიადგა 6490 ლარის (4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N...-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2015 წლის ივნისში ლ. შ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლში. აღნიშნულის შემდეგ, ლ. შ. დაარწმუნეს მ. ნ-მა და გ. გ-ემ, რომ ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი იყო ახალი აშენებული და ჯერ საჯარო რეესტრში არ იყო დარეგისტრირებული, რის გამოც ფორმალურად უნდა გაეფორმებინათ სესხის ხელშკერულება 2 წლის ვადით, 6000 აშშ დოლარად, რის შემდეგაც შეუშვებდნენ საცხოვრებელ სახლში. 2015 წლის 15 ივნისს ლ. შ-მა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 6000 აშშ დოლარი გადასცა გ. გ-ეს და მ. ნ-ს, თუმცა მათ ლ. შ. არ შეუშვეს საცხოვრებელ სახლში და არც კუთვნილი თანხა დაუბრუნეს. გ. გ-სა და მ. ნ-ის ქმედების შედეგად ლ. შ-ს მიადგა 13 500 ლარის (6000 აშშ დოლარის ელვივალენტი ლარი) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2015 წლის ივლისში მ. ტ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დათვალიერების მიზნით მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლში. აღნიშნულის შემდეგ, მ. ტ-მა ბეს სახით გ. გ-ეს გადასცა 200 ლარი. 2015 წლის 11 ივლისს ქ. თ-ში მ-ის გამზირი N..-ში მდებარე სანოტარო ბიუროში, მ. ნ-მა და გ. გ-ემ მ. ტ-ს განუცხადეს, რომ ვერ გაუფორმებდნენ იპოთეკის ხელშეკრულებას და დაარწმუნეს, რომ სესხის ხელშეკრულების სანაცვლოდ მისცემდნენ ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში ცხოვრების უფლებას. ამასთანავე, მ. ნ-მა მეტი სანდოობისთვის დაუწერა ხელწერილი მ. ტ-ს, რომ 2015 წლის 11 ივლისიდან 4 წლის ვადით მან 15 000 ლარის სანაცვლოდ დააგირავა კუთვნილი ბინა - მდებარე ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში. აღნიშნულის მიუხედავად, გ. გ-ემ და მ. ნ-მა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მ. ტ-ის კუთვნილი თანხა - 15000 ლარი, იგი არ შეუშვეს ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში და არც თანხა დაუბრუნეს. გ. გ-სა და მ. ნ-ის ქმედების შედეგად მ. ტ-ს მიადგა 15000 ლარის - დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. თ, ყ-ის ქუჩა N...-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2017 წლის იანვარში მ. ბ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, მ. ნ-მა და გ. გ-ემ დაარწმუნეს მ. ბ, რომ გაუფორმებდნენ სესხის ხელშეკრულებას და აღნიშნული ხელშეკრულების სანაცვლოდ მისცემდნენ ქ. თ-ში ყ-ის ქუჩა N...-ში ცხოვრების უფლებას. 2017 წლის 17 იანვარს მ. ბ-სა და მ. ნ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 2000 აშშ დოლარზე 1 წლის ვადით. მიუხედავად შეთანხმებისა, მ. ნ-მა და გ. გ-ემ არ შეუშვეს მ. ბ. ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მისი კუთვნილი 5310 ლარი (2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი). გ. გ-სა და მ. ნ-ის ქმედების შედეგად მ. ბ-ს მიადგა 5310 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ. თ, ყ-ის ქუჩა N...-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2016 წლის აგვისტოში, ნ. ზ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლში. აღნიშნულის შემდეგ, მ. ნ-მა დაარწმუნა ნ. ზ, რომ სესხის ხელშეკრულების ნაცვლად მისცემდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში ცხოვრების უფლებას. 2016 წლის 30 აგვისტოს ნ. ზ-სა და მ. ნ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება სარგებლის უზრუნველყოფით. კერძოდ, 3000 აშშ დოლარის ნაცვლად ნ. ზ. 2 წლით იცხოვრებდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ მ. ნ. სისტემატურად ატყუებდა ნ. ზ-ს და საბოლოოდ, არც საცხოვრებელ სახლში შეუშვა და არც კუთვნილი თანხა დაუბრუნა. მ. ნ-ის ქმედების შედეგად ნ. ზ-ს მიადგა 6874 ლარის (3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N...-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2015 წლის ოქტომბერში მ. კ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლში. აღნიშნულის შემდეგ, მ. ნ-მა დაარწმუნა მ. კ, რომ მიმდინარეობდა საჯარო რეესტრში ბინის რეგისტრაციის პროცედურები და აღნიშნული მიზნით გაუფორმებდა სესხის ხელშეკრულებას ბინაში ცხოვრების უფლებით. 2015 წლის 9 ოქტომბერს ქ. თ-ში, ვ-ფ-ას გამზირი N..ბ-ში მდებარე სანოტარო ბიუროში მ. კ-სა და მ. ნ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 2 წლის ვადით 3000 აშშ დოლარად. მიუხედავად დაპირებისა, მ. ნ-მა მ. კ. არ შეუშვა საცხოვრებელ სახლში და კუთვნილი თანხაც არ დაუბრუნა. მ. ნ-ის ქმედების შედეგად მ. კ-ს მიადგა 7197 ლარის (3000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ-ში, ყ-ის ქუჩა N...–ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2017 წლის ივლისში მ. ა. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის შემდეგ, მ. ნ-მა დაარწმუნა მ. ა, რომ 5000 ლარის სანაცვლოდ 3 წლის ვადით მიაგირავებდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს. ამასთანავე, დაარწმუნა, რომ ყველა მოგირავნესთან აფორმებდა სესხის ხელშეკრულებას, ვინაიდან ბინის საბუთები მოწესრიგებული არ ჰქონდა. მ. ა-მა დაუჯერა მ. ნ-ს და 2017 წლის 31 ივლისს გაუფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, 5000 ლარი ასესხა მ. ნ-ს სამი წლის ვადით. მიუხედავად აღნიშნულისა, მ. ნ-მა საცხოვრებელ სახლში არ შეუშვა მ. ა. და არც კუთვნილი თანხა დაუბრუნა. მ. ნ-ის ქმედების შედეგად მ. ა-ს მიადგა 5000 ლარის მნიშნელოვანი ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N...-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2017 წლის ივნისში ს. გ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლში. აღნიშნულის შემდეგ, მ. ნ-მა დაარწმუნა ს. გ, რომ მისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა სესხის ხელშეკრულების გაფორმება სარგებლის მიღებით. ს. გ-მა დაუჯერა მ. ნ-ს და 2017 წლის 26 ივნისს ქ. რ-ში მდებარე სანოტარო ბიუროში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 8435 ლარზე 1 წლის ვადით; ამასთანავე, მ. ნ. სიტყვიერად დაჰპირდა, რომ ქ. თ-ში, ყვარლის N...-ში მდებარე სახლში ცხოვრების უფლებას მისცემდა. მიუხედავად აღნიშნულისა, მ. ნ-მა ს. გ-ს არც საცხოვრებელ სახლში ცხოვრების უფლება მისცა და არც კუთვნილი თანხა დაუბრუნა. მ. ნ-ის ქმედების შედეგად ს. გ-ს მიადგა 8435 ლარის - მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N...-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2014 წლის სექტემბერში რ. ბ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავემ საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლში. დათვალიერების შემდეგ მ. ნ-მა დაარწმუნა რ. ბ, რომ თუ 6000 აშშ დოლარს დაამატებდა 1000 დოლარს, საცხოვრებელი სახლის პირობებს გაუუმჯობესებდა და ისე მიაგირავებდა. ამასთანავე, მ. ნ-მა დაარწმუნა, რომ საცხოვრებელი სახლის იმჟამინდელი მოგირავნეები მას შემდეგ დატოვებდნენ საცხოვრებელ სახლს, რაც რ. ბ. მას მისცემდა 7000 აშშ დოლარს, თანხის გადახდის შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში იცხოვრებდა რ. ბ. 2014 წლის 15 სექტემბერს რ. ბ-სა და მ. ნ-ს შორის 2 წლის ვადით გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 7000 აშშ დოლარზე (12 180 ლარი), ხოლო სიტყვიერი შეთახმების საფუძველზე აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებისა და თანხის გადახდის შემდეგ რ. ბ. იცხოვრებდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში. თუმცა მ. ნ-მა მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა რ. ბ-ის კუთვნილი ფულადი თანხა - 12180 ლარი (7000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი). მ. ნ-ის ქმედების შედეგად რ. ბ-ეს მიადგა 12180 ლარის - დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N...–ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2013 წლის სექტემბერში ც-ის რაიონის სოფელ ა-დან დევნილი ს. ბ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლში. ბინის დათვალიერებიდან იმავე დღეს მ. ნ. დაჰპირდა, რომ გაუფორმებდა იპოთეკის ხელშეკრულებას, სანაცვლოდ კი იმავე დღეს ს. ბ-ემ 3000 აშშ დოლარი გადასცა მ. ნ-ს, 2013 წლის 12 სექტემბერს კი - 5000 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ, ს. ბ-ემ სანოტარო ბიუროში შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების დროს შეიტყო, რომ ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა იყო იპოთეკით დატვირთული, რის გამოც ს. ბ-ემ ვერ გააფორმა იპოთეკის ხელშეკრულება. მ. ნ-მა დაარწმუნა ს. ბ, რომ სესხის ხელშეკრულებას გაუფორმებდა და მისცემდა საცხოვრებელ სახლში ცხოვრების უფლებას. 2013 წლის სექტემბერში მართლაც შევიდა ს. ბ. საცხოვრებლად ქ. თ-ში ყ-ის ქუჩა N...-ში, სადაც იცხოვრა რამდენიმე თვე. 2014 წლის სექტემბერში ს. ბ-ეს მის დაუკითხავად გამოუყარეს პირადი ნივთები ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინიდან. მ. ნ-მა კი იქ სხვა პირები შეუშვა. შესაბამისად, მ. ნ-მა მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა ს. ბ-ის კუთვნილი 8000 აშშ დოლარი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N...-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2014 წლის დეკემბერს ნ. ბ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლში. ნ. ბ-ეს მოეწონა საცხოვრებელი სახლი და მოელაპარაკა მ. ნ-ს, რომ 2 წლის ვადით 5000 აშშ დოლარის სანაცვლოდ (9300 ლარის ეკვივალენტი) დაიგირავებდა აღნიშნულ ბინას. მ. ნ-მა დაარწმუნა ნ. ბ, რომ ბინის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემა, რის გამოც 2 წლით გაუფორმებდა სესხის ხელშეკრულებას და მისცემდა ბინაში ცხოვრების უფლებას, ნ. ბ. დასთანხმდა მ. ნ-ის შემოთავაზებას, 2014 წლის 27 დეკემბერს მასა და მ. ნ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება 2 წლით, ზეპირი შეთანხმებით კი ნ. ბ-ეს უნდა ეცხოვრა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. მ. ნ-მა მართლსაწინააღმდეგოდ მოტყუებით მიისაკუთრა ნ. ბ-ის კუთვნილი თანხა - 5000 აშშ დოლარი და არც საცხოვრებელ სახლში შეუშვა. მ. ნ-ის ქმედების შედეგად ნ. ბ-ეს მიადგა 9300 ლარის - მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
· ხ. ბ-ემ მ. ნ-ის მიერ ბინის დაგირავების შესახებ შეიტყო მისი დისგან - ნ. ბ-სგან და 2015 წლის 11 თებერვალს და 3 აპრილს მ. ნ-სთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება 12 000 აშშ დოლარზე, ბინაში ცხოვრების უფლებით. ხელშეკრულებები მ. ნ-სა და ხ. ბ-ეს შორის გაფორმებული იყო 2 წლით. მ. ნ-მა ხ. ბ-ეს მხოლოდ რამდენიმე თვით დაუთმო ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე ბინა, შემდეგ კი აღარც კუთვნილი თანხა დაუბრუნა და აღარც ბინაში ცხოვრების შესაძლებლობა მისცა. მ. ნ-ის ქმედების შედეგად ხ. ბ-ეს მიადგა 25 418 ლარის (12 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ-ში, ყ-ის ქუჩა N...–ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2018 წლის დეკემბერში ლ. ქ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული შემდეგ ლ. ქ. დაარწმუნა მ. ნ-მა, რომ ზემოხსენებულ ბინაზე გააფორმებდა გირავნობის ხელშეკრულებას, კერძოდ, 6500 ლარის სანაცვლოდ 3 წლით გაფორმდებოდა გირავნობის ხელშეკრულება, თანხის გადახდის სანაცვლოდ კი ლ. ქ. შეძლებდა ბინით სარგებლობას. ამის სანაცვლოდ, 2018 წლის 11 დეკემბერს მ. ნ-მა ლ. ქ-სთან გააფორმა სესხის ხელშეკრულება და ამავე დროს დაარწმუნა ეს უკანასკნელი, რომ ნოტარიუსთან დაედოთ სესხის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღეს ის და მისი ოჯახის წევრები დაუწერდნენ ხელწერილს, რომლის მიხედვითაც, დადასტურდებოდა, რომ მ. ნ-მა ნამდვილად მიაგირავა ბინა ლ. ქ-ეს და სესხის ხელშეკრულება ხელს არ შეუშლიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში ცხოვრებაში. შეთანხმების მიუხედავად, მ. ნ-მა არ შეუშვა ლ. ქ. ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში და მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს მისი კუთვნილი ფულადი თანხა - 4500 ლარი. მ. ნ-ის თაღლითობის შედეგად ლ. ქ-ეს მიადგა 4500 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი;
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N...–ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, ნ. მ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად ნ. მ-ის შვილები მივიდნენ ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. ბინის დაგირავების მიზნით, ნ. მ-მა მ. ნ-ს გადასცა ფულადი თანხა - 3000 აშშ დოლარი. ვინაიდან მ. ნ-მა ნ. მ-ის ოჯახი არ შეუშვა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ნ. მ-მა მოითხოვა კუთვნილი თანხის დაბრუნება, თუმცა მ. ნ-მა მხოლოდ თანხის ნაწილი - 1600 აშშ დოლარი დაუბრუნა. მ. ნ-ის თაღლითობის შედეგად ნ. მ-ს მიადგა 3360 ლარის (1400 აშშ დოლარის ეკვივალენტი) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· მ. ნ-მა განაცხადი გააკეთა ინტერნეტსაიტ „ს.ჯ-ზე“, რომლის თანახმად, თითქოს სურდა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის, მდებარე ქ.თ, ყ-ის ქუჩა N...-ში დაგირავება. ბინის დაგირავების მიზნით, 2017 წლის მაისში გ. ბ. დაუკავშირდა მ. ნ-ს, ამასთანავე, საცხოვრებელი სახლის დასათვალიერებლად მივიდა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე სახლში. გ. ბ-ს მოეწონა ბინა და გადაწყვიტა ბინის დაგირავება 3300 აშშ დოლარად. ხელშეკრულება მხარეებს შორის უნდა გაფორმებულიყო 3 წლის ვადით. 2017 წლის 19 მაისს მ. ნ-სა და გ. ბ-ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, 3 წლით, 3300 აშშ დოლარზე, ამასთანავე, სიტყვიერი შეთანხმებით, ხელშეკრულების ფორმის მიუხედავად, მ. ნ-ის მიერ წინასწარ ნაჩვენებ საცხოვრებელ ფართში, ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში იცხოვრებდა გ. ბ-ის ოჯახში. ვინაიდან მ. ნ-მა გ. ბ. არ შეუშვა ქ. თ-ში, ყ-ის ქუჩა N...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ბ-მა მოითხოვა კუთვნილი თანხის დაბრუნება, თუმცა მ. ნ-მა მხოლოდ თანხის ნაწილი - 3050 ლარი დაუბრუნა. მ. ნ-ის თაღლითობის შედეგად გ. ბ-ს მიადგა 4915 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენით:
3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 21 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
3.1.1. მ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ლ. შ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ტ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ზ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. კ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (მ. ა-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ს. გ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (რ. ბ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ს. ბ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ხ. ბ-ის ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ლ. ქ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ნ. მ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (გ. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი - თანაბარს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 იანვრიდან.
3.1.2. გ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეუნქტებით (გ. მ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ლ. შ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ტ-ის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ , ,,ბ“ ქვეპუნქტებით (მ. ბ-ის ეპიზოდი) - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი - თანაბარს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. გ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2020 წლის 23 იანვრიდან.
3.1.3. ნ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (გ. მ-ის ეპიზოდი) -ჯარიმა 5500 ლარი, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თ. გ-ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 23 იანვრიდან იმავე წლის 30 იანვრის ჩათვლით) გათვალისწინებით, ნ. გ-ეს შეუმცირდა ჯარიმის ოდენობა და საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი.
3.1.4. ნ. გ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა. ასევე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 25 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაოს 15000 ლარის უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 იანვრის განჩინებით დადებული ყადაღა ხ. ფ-ას (პ/ნ ............) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თ, ყ-ის N..., N..., N... (უბანი N.) ბინა N.., ს/კ:.. ... ... .... .... ... . ... - 15000 ლარის ღირებულების პროპორციულ წილზე.
4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულ მ. ნ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება; ხოლო მსჯავრდებულ ნ. გ-სათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შეფარდება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.
4.1. მსჯავრდებულ მ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ-მა შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 12 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულების - გ. მ-ის, თ. გ-ის, ლ. შ-ის, ნ. ზ-ის, მ. კ-ის, მ. ა-ის, მ. ბ-ის, ს. გ-ის, რ. ბ-ის, ს. ბ-ის, ნ. ბ-ის, ხ. ბ-ის, ლ. ქ-ის, ნ. მ-ის, გ. ბ-ის ჩვენებები, მოწმეების - ა. მ-ის, ნ. მ-ის, ნ. გ-ის, შ. ჭ-ის, ნ. დ-ის, ს. დ-ის, ე. კ-ის, ზ. ო-ის, შ. ჯ-ის, თ. მ-ის, გ. მ-ის, ხ. ს-ის, მ. ბ-ის, ნ. ბ-ის, ს. შ-ის, მ. მ-ის ჩვენებები, სესხის ხელშეკრულებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, საბანკო ამონაწერები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ მ. ნ-მა და ნ. გ-ემ ნამდვილად ჩაიდინეს გასაჩივრებული განაჩენით მათთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებები, რასაც არც მხარეები ხდიან სადავოდ.
7. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ითხოვს მხოლოდ მსჯავრდებულების - მ. ნ-სა და ნ. გ-სათვის დანიშნული სასჯელების დამძიმებას.
8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.
9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში; გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული; სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა მხედველობაში მიღებით.
11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ნ. გ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, რისი მხედველობაში მიღებითაც, ნ. გ-ეს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანაშაულთა ერთობლიობით შეუფარდა სასჯელის სახე - ჯარიმა (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ ქვეპუნქტები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე; ხოლო სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე), კერძოდ: ნ. გ. პირველადაა სამართალში, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა სრულად აღიარა ჩადენილი დანაშაული და გამოთქვა სურვილი - შესაძლებლობის ფარგლებში დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.
13. ასევე უსაფუძვლოა პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ მ. ნ-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმების თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. ნ-ის მიმართ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის შეფარდებისას სრულად გაითვალისწინა სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო გარემოებები, ასევე მ. ნ-ის ინდივიდუალური მახასიათებლები, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები (მისი ასაკი - არის 59 წლის, ასევე - ჩადენილი დანაშაულის აღიარება). აქედან გამომდინარე, მისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული საბოლოო სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას: ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სამართლიანობის აღდგენას.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის“ (Kuparadze v. Georgia, ECtHR, no. 30743/09, §76, 21/09/2017; იხ. ასევე, Tchaghiashvili v. Georgia, ECtHR, no. 19312/07, §34, 02/09/2014; Marini v. Albania, ECtHR, no. 3738/02, §106, 18/12/2007; and Jaczkó v. Hungary, ECtHR no. 40109/03, § 29, 18/07/2006).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი