საქმე # 190100119003093758
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №752აპ-21 ქ. თბილისი
ს-ა ი, 752აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ ი. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენით:
1.1. ი. ს, - დაბადებული 1968 წლის 17 აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2019 წლის 27 ივნისიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ს-ამ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 7 აპრილის განაჩენით ი. ს-ას მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, კვლავ არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, 2016 წლის 25 მაისს ი. ს-ამ ქ. რ-ი, ვ-ფ-ას ქ. N..-ში დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „გ. ს-ის ა-ის“. ი. ს-მ, რომელსაც განზრახული ჰქონდა სხვისი თანხების მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, მოსახლეობაში გაავრცელა ინფორმაცია უსახლკარო მოსახლეობისათვის დახმარებისა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ; სარგებლობდა რა ეკონომიკურად გაჭირვებული მოქალაქეების ნდობით, მათ ჰპირდებოდა სახელმწიფო ბალანსზე არსებული შენობა-ნაგებობებიდან საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გამოყოფას, მათი ამგვარი გზით მოტყუებით განზრახული ჰქონდა სარგებლის მიღება და თითქოსდა, ადვოკატის მომსახურებისათვის სთხოვდა თანხებს. მეტი დამაჯერებლობისათვის მან მოქალაქეებთან გააფორმა ადვოკატის მიერ შედგენილი ხელშეკრულება საცხოვრებელი ფართის გამოყოფის პირობების შესახებ, რომელზეც მოაწერა ხელი, როგორც ადვოკატის თანაშემწემ, ხოლო ხელშეკრულება დაამოწმა მის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია „გ. ს-ის ა-ის“ განკუთვნილი ბეჭდით. მოტყუების ამგვარი გზით იგი ერთიანი განზრახვითა და საერთო მიზნით 2016 წლის მაისიდან სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ თანხებს, კერძოდ:
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისში ვ. წ-ს გამოართვა 500 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ვ. წ-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 500 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის 8 ივნისს მ. ბ-ას გამოართვა 277 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო მ. ბ-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 277 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისში ა. ბ-ს გამოართვა 500 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ა. ბ-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 500 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის 8 ივნისს მ. ხ-ას გამოართვა 277,50 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო მ. ხ-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 277,50 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივნისში ნ. კ-ეს გამოართვა 276,50 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ. კ-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 276,50 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივნისში ე. შ-ეს გამოართვა 277,50 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ე. შ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 277,50 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივნისში ნ. მ-ს გამოართვა 410 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ. მ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 410 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2017 წლის მარტში მ. ქ-ეს გამოართვა 2431,32 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო მ. ქ-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 2431,32 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის ზაფხულში თ. ა-ს გამოართვა 320 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო თ. ა-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 320 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივნისში ე. ა-ს გამოართვა 370 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ე. ა-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 370 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის 5 აგვისტოს შ. ი-ს გამოართვა 475 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო შ. ი-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 475 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ზაფხულში რ. ჯ-ას გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო რ. ჯ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 220 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ზაფხულში ს. ბ-ს გამოართვა 100 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ს. ბ-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 100 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2015 წლის 15 დეკემბერს ეთერ ლურსმანაშვილს გამოართვა 400 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ე. ლ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 400 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისში მ. მ-ს გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო მ. მ-სათვის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 220 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ოქტომბერში თ. ჩ-ეს გამოართვა 7022 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო თ. ჩ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 7022 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016-2017 წლების პერიოდში ბ. ლ-ს გამოართვა 8173,30 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ბ. ლ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 8173,30 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისში ნ. ნ-ეს გამოართვა 436 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ. ნ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 436 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის 30 მაისს ნ. ჭ-ეს გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ. ჭ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 220 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ზაფხულში ფ. მ-ს გამოართვა 410 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ფ. მ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 410 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისში თ. ხ-ეს გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო თ. ხ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 220 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისში ხ. ნ-ეს გამოართვა 220 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ხ. ნ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 220 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივნისში ქ. ი-ს გამოართვა 550 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ქ. ი-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 550 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2017 წლის ივნისში ნ. დ-ს გამოართვა 3500 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ნ. დ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 3500 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის მაისში ა. ბ-ს გამოართვა 2892 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ა. ბ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც მან მიიღო 2892 ლარის ქონებრივი ზიანი.
· საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პირობით 2016 წლის ივლისში ქეთი ზანგინს გამოართვა 300 ლარი, რომელსაც ი. ს. დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო ქ. ზ-ის მიცემული პირობა არ შეუსრულებია, რითაც ქ. ზ-მა მიიღო 300 ლარის ქონებრივი ზიანი. ამგვარი მოტყუების გზით ი. ს. მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ზემოაღნიშნულ მოქალაქეთა დიდი ოდენობის თანხას - 30 998,12 ლარს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 17 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ი. ს-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს მსჯავრდებულის სასიკეთო გადაწყვეტილების დადგენა. კასატორების მოსაზრებით, მსჯავრდებულს დანაშაული არ ჩაუდენია და გამოკვეთილია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, ასევე - მის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.
4.1. რუსთავის რაიონულმა პროკურორმა გვანცა გვიმრაძემ შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ ი. ს-სა და მისი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 5 ივლისის განაჩენის ძალაში დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით თაღლითობა განმარტებულია როგორც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. კერძოდ, ქონების დაუფლების ან მასზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რისი მეშვეობითაც ახორციელებს დამნაშავე ძირითად მოქმედებას. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და ქმედების აღნიშნული მუხლით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება.
7. მოწმე თ. მ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ გლდანის №8 დაწესებულებაში, მოქალაქეთა მოსაცდელში, გაიცნო ი. ს, რომლის მეუღლე - ვ. მ. იხდიდა სასჯელს თაღლითობის ფაქტზე. ამის შემდეგ ქალბატონი ი. რამდენჯერმე დაუკავშირდა როგორც ადვოკატს. ი-ეს თხოვნით, კონსულტაციის გასაწევად იგი ჩავიდა რ-ი, ოფისის გარეთ გამოკრული იყო აბრა „ე. ხ-ის პ“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „გ. ს-ის ა-ის“. ი-მ შესთავაზა, რომ მათთან მიდიოდნენ დაზარალებული მოქალაქეები, რომლებსაც სჭირდებოდათ ადვოკატის დახმარება, ზოგს ჰქონდა იპოთეკასთან დაკავშირებული პრობლემები, ზოგს არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა და სხვ. მან ი-ეს ნიმუშის სახით დაუტოვა საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ასლი და ანგარიშის ნომერი. მას რამდენჯერმე დაურეკა კიდეც ი-ემ, თუმცა ოფისში მისვლისას კლიენტი არ დაუხვედრებია. შემდეგ ვ-ან გაიგო, რომ ი-ეც თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. თ-მა იფიქრა, რომ ისინი არ იყვნენ სანდოები და გადაწყვიტა მათთან ურთიერთობის გაწყვეტა. ამის შემდეგ მის ტელეფონზე შემოდიოდა სხვადასხვა მოქალაქის ზარი, რომლებიც პრეტენზიებით მიმართავდნენ, რატომ ჭიანურდებოდა მათ შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ბინების გადაცემის პროცესი და ამბობდნენ, რომ ი. ს-ამ მისი სახელით შეავსო ხელშეკრულებები, მას სხვადასხვა ოდენობის თანხები გადასცეს პირადად ხელზე. მოწმის განმარტებით, არცერთი ხელშეკრულება, ხელმოწერა და ბეჭედი არ იყო მისი.
8. საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის №.../გრ, .../დტ დასკვნის თანახმად:
· ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2016 წლის 12 ივნისით დათარიღებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (დადებული თ. მ-სა და ნ. კ-ეს შორის), 2016 წლის 8 ივნისით დათარიღებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (დადებული თ. მ-სა და მ. ხ-ას შორის), 2016 წლის 8 ივნისით დათარიღებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (დადებული თ. მ-ესა და მ. ბ-ის შორის), 2016 წლის 8 აგვისტოთი დათარიღებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების (დადებული არასამთავრობო ორგანიზაცია „გ. ს-ის ა-სა“ და ხ. ბ-ს შორის), 2016 წლის 20 ივლისით დათარიღეებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გრაფებში არსებული ჩანაწერები შესრულებულია ი. ს-ას მიერ.
· ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2016 წლის 12 ივნისით დათარიღებული საადვოკატო მომსამხურების შესახებ ხელშეკრულებაზე (დადებული თ. მ-სა და ნ. კ-ეს შორის), 2016 წლის 8 ივნისით დათარიღებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე ( დადებული თ. მ-სა და მ. ხ-ას შორის), 2016 წლის 8 ივნისით დათარიღებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე (დადებული თ. მ-სა და მ. ბ-ს შორის), 2016 წლის 8 აგვისტოთი დათარიღებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე (დადებული არასამთავრობო ორგანიზაცია „გ. ს-ის ა.“ და ხ. ბ-ს შორის), 2016 წლის 20 ივლისით დათარიღებული საადვოკატო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე არსებული „გ. ს-ის ა-ის“ ბეჭდის ანაბეჭდები დატანილია ფაბრიკული წარმოების წესების დაცვით დამზადებული ბეჭდით. აღნიშნული ბეჭდის ანაბეჭდები იდენტურია ნიმუშის სახით წარმოდგენილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „გ. ს-ის ა-სათვის“ ბეჭდის ანაბეჭდებისა.
9. მოწმე ა. ბ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2016-2018 წლებში ი. ს-ამ ვითომდა საცხოვრებელი ფართის შეღავათიან ფასად საკუთრებაში დარეგისტრირების სანაცვლოდ, მას მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა 500 ლარი. მისთვის ცხადი გახდა, რომ ი-ემ კიდევ ბევრი მოქალაქე ასე მოატყუა. არანაირი საცხოვრებელი ფართის გადაცემას არ აპირებდა, არც აპირებს და არც თანხას აბრუნებს.
10. მოწმე ვ. წ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, მან ი. ს-ას სულ გადასცა 500 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის პოლიციის სამმართველოში მისი და კიდევ ბევრი მოქალაქის განცხადების საფუძველზე ი. ს-ას მიმართ მათი თაღლითურად მოტყუების ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებული იყო და მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, 2018 წლის ზაფხულის პერიოდში ი. ს-ას მან და ა. ბ-მა კიდევ მისცეს თანხა. ი-ემ ისე დამაჯერებლად მოითხოვა ფული, რომ იფიქრეს, აღარ იტყუებოდა და აუცილებლად დაეხმარებოდა ბინების საკუთრებაში მიღებასა და რეგისტრაციაში.
11. მოწმე მ. ბ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2016 წლის 8 ივნისს ი. ს-ამ ვითომდა საცხოვრებელი ფართის შეღავათიან ფასად საკუთრებაში დარეგისტრირების სანაცვლოდ, მას მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა 277 ლარი, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მალევე გაირკვა და დღემდე ასეა, რომ არანაირი საცხოვრებელი ფართის გადაცემასა და დახმარებას არ აპირებდა, არც აპირებს და არც თანხას აბრუნებს.
12. მოწმე ნ. კ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2016 წლის ივნისში ი. ს-ამ ვითომდა საცხოვრებელი ფართის შეღავათიან ფასად საკუთრებაში დარეგისტრირების სანაცვლოდ, მას მოტყუებით, თაღლითურად გამოართვა 276,50 ლარი, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. ი. დღემდე იმალება და ნათელია, რომ არანაირი საცხოვრებელი ფართის გადაცემასა და დახმარებას არ აპირებდა, არც აპირებს და არც თანხას აბრუნებს.
13. მოწმე ფ. მ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2016 წლის ზაფხულში, ზუსტი თვე და რიცხვი არ ახსოვს, გაიცნო არასამთავრობო ორგანიზაცია „გ. ს-ის ა-სათვის“ დირექტორი ი. ს. მათ შორის შედგა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომელიც შეავსო ი-ემ თავისი ხელით და დაამოწმა თავისივე ბეჭდით. მან გადაიხადა 410 ლარი. მიუხედავად შეპირებისა, საცხოვრებელი ფართი დღემდე არ მიუღია. ი. ს-ამ მის მსგავსად მოატყუა არაერთი მოქალაქე. მათაც შეჰპირდა შეღავათიან ფასად საცხოვრებელი ფართის გამოყოფას. ი. ს-ას თაღლითური ქმედების შედეგად მას მიადგა 410 ლარის ზიანი.
14. მოწმე ა. ბ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის მაისში გაიცნო ი. ს, რომელიც შეჰპირდა, რომ შესაძლებელი იყო მისი მდგომარეობის ადამიანისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა. ამას აკეთებდა არასამთავრობო ორგანიზაცია „გ. ს-ის ა-სათვის“ ეკონომიკის სამინისტროს დახმარებით. სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, 2018 წლის 24 მაისს, ი. ს-ას გადასცა 300 აშშ დოლარი, 480 ლარი - სააბონენტო და 225 ლარი - მომსახურების. თანხის გადაცემის შემდეგ ი. ს-ამ მისცა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომელიც უკვე იყო შევსებული და ბეჭედდარტყმული. მიუხედავად შეპირებისა, საცხოვრებელი ფართი დღემდე არ მიუღია, რითაც მას მიადგა 2892 ლარის ქონებრივი ზიანი.
15. დაცვის მხარის ვერსიას, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოკვეთილია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებითაც თაღლითობის შემადგენლობის ყველა ნიშანი დასტურდება.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (მათ შორის თავად ი. ს-ას აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - მ. ბ-ის, ა. ბ-ის, მ. ხ-ას, ვ. წ-ის, ნ. კ-ის, ჟ. დ-ის, ე. შ-ის, ნ. მ-ის, მ. ქ-ის, თ. ა-ის, ა. ა-ის, შ. ი-ის, რ. ჯ-ას, ს. ბ-ის, ე. ლ-ის, თ. ჩ-ის, ბ. ლ-ის, ნ. ჭ-ის, ფ. მ-ის, თ. ხ-ის, ხ. ნ-ის, ქ. ი-ის, ა. ბ-ის, ქ. ზ-ის, თ. მ-ის, ხ. ბ-ის, მ. გ-ის, მ. მ-ის, ნ. ნ-სა და სხვათა გამოკითხვის ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კომპლექსური გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის №.../გრ, .../დტ დასკვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გ. ს-ის ა-სათვის“ წესდებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილით, საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულებებით, საჯარო რეესტრის ამონაწერებით), გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ი. ს-ას ქმედებაში თაღლითობის შემადგენლობის როგორც ობიექტური, ისე - სუბიექტური ნიშნების არსებობა.
17. ასევე, არ არსებობს გარემოება, რომლითაც დასტურდება, რომ სასამართლოებმა საქმის განხილვის დროს დაარღვიეს მსჯავრდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
18. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ი. ს-ას მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ი. ს-ამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული), რის გამოც მიაჩნია, რომ იგი პასუხობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ სასჯელის სამართლიანობის მოთხოვნებს.
19. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ი. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი