საქმე N 330100121004360819
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №11აპ.-22 21 თებერვალი, 2022 წელი
მ–ე ლ., 11აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენით ლ. მ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. მ–მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 7 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლმა ლ. ქ–მ გამოსცა №..... შემაკავებელი ორდერი, რომლის თანახმადაც, ლ. მ–ს 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში აეკრძალა ოჯახის წევრთან, დედასთან - ზ. გ–სთან მიახლოება, კერძოდ, ლ. მ–ეს აეკრძალა დედის - ზ. გ–ს საცხოვრებელ სახლსა და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს. 2021 წლის 16 იანვარს, ქ. თ–ში, ვ–ს ........ , №... კორპუსში მდებარე ზ. გ–ს კუთვნილ, ბინა №...-ში მივიდა ლ. მ–ე. შესაბამისად, ლ. მ–მ დაარღვია 2021 წლის 7 იანვრის №.... შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 8 დეკემბერს ადვოკატმა ვ. კ–მ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში, სასჯელის ნაწილში, ცვლილების შეტანა, კერძოდ - ლ. მ–სთვის სასჯელის სახით ჯარიმის ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შეფარდება.
3.2. საკასაციო საჩივრის ავტორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ლ. მ–სთვის შეფარდებული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნულ მახასიათებლებს, ვინაიდან მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, შემაკავებელი ორდერის გაცემის შემდეგ არ უცდია დედისთვის დაერღვია სიმშვიდე და მყუდროება, პირიქით, მასთან საცოლესთან ერთად სასიხარულო ამბის შესატყობინებლად მივიდა, შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულებების შესახებ კი დაავიწყდა.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტაციას, რომ მსჯავრდებულ ლ. მ–სთვის დანიშნული სასჯელი არასამართლიანია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულ ლ. მ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა) და დამამძიმებელი (დანაშაული ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ) გარემოებები, სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მსჯავრდებულ ლ. მ–ს შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.
4.2. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. მ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მხედველობაში მიღებით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.
4.3. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.4. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. მ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ვ. კ–ს საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე