Facebook Twitter

საქმე # 330100121004681601

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1060აპ-21 ქ. თბილისი

გ. გ. 1060აპ-21 21 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. გ–ს, - დაბადებულს 19.. წელს, - ბრალად დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 27 აპრილს, დაახლოებით 01:20 საათზე, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის .....ს პირველი ოცეულის პატრულ-ინსპექტორმა გ. გ–ს მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი N...., რომლითაც მას შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 30 დღის განმავლობაში აეკრძალა მეუღლესთან - ი. გ–თან, მის სამსახურსა და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც ი. გ–ი იმყოფებოდა. ამასთან, გ. გ–ს აეკრძალა ი. გ–თან კონფლიქტი, მისთვის ნებისმიერი სახის შეურაცხყოფის მიყენება და არაფხიზელ მდგომარეობაში მსხვერპლთან მიახლოება. მიუხედავად აღნიშნულისა, 2021 წლის 27 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 13:20 საათამდე დროის მონაკვეთში, გ. გ–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ მივიდა ქ. თ–ში, ნ–ს ქ. N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც მისთვის წინასწარი შეცნობით იმყოფებოდა ი. გ–ი, ალკოჰოლით მთვრალი მიუახლოვდა მას, შექმნა კონფლიქტური სიტუაცია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის განაჩენით გ. კ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 1 წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

გ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 27 აპრილიდან 2021 წლის 24 მაისის ჩათვლით.

4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა განაჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ გ. გ–ს მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 2 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა ნათია გურულმა, რომელიც საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულ გ. გ–სათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა კი უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

8. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და მსჯავრდებულ გ. გ–ს განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 111 - 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია). სასამართლომ მხედველობაში მიიღო ასევე საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები (შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 111 - 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი ამავე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული მაქსიმალური ხანგრძლივობით). იმავდროულად, ვინაიდან მსჯავრდებულმა გ. კ–მ ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელსაც აღიარებს და ინანიებს; ბრალდების მხარის მტკიცებულებები გახადა უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, ნასამართლობის არმქონეა - სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 64-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ჩაუთვალა პირობით იგივე გამოსაცდელი ვადით.

9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. ვასაძე