Facebook Twitter

საქმე # 190100118002707497

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №6აპ-22 ქ. თბილისი

ფ. მ., 6აპ-22 22 თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მამუკა ვასაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს გასაჩივრებული განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას შემსუბუქების კუთხით, კერძოდ, მისთვის სასჯელის სახით 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას შემდეგი მოტივებით: მ. ფ-მ აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მას აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა.

2. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილი საკასაციო საჩივრის შესაგებლით მოითხოვს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არ დაკმაყოფილებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით:

მ. ფ., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.

მ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, მ. ფ-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლით: საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები - 15 (თხუთმეტი) წლით.

ა. ი., - დაბადებული .. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.

ა. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ა. ი-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 10 (ათი) წლით: საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები ჩამოერთვა 15 (თხუთმეტი) წლით.

4. აღნიშნული განაჩენით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ფ-მ და ა. ი-მ ჩაიდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღება:

მ. ფ-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

მ. ფ. ა. ი-სთან ცხოვრობდა ერთ ბინაში. გამოძიებით დაუდგენელ დროს, დაუდგენელი პირისგან, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ერთიანი მიზნითა და განზრახვით მათ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 5,168 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ თავიანთ საცხოვრებელში, მდებარე .. . 2018 წლის 4 ივლისს მ. ფ-მ ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებიდან 7 შეკვრად დაფასოებული, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება“, 0,322 გრამი ჰეროინი“ 350 ლარად მიჰყიდა (გაასაღა) მ. უ-ს. ასევე, 2018 წლის 26 ივლისს ერთ შეკვრად დაფასოებული, 0,049 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 50 ლარად მიჰყიდა (გაასაღა) მ. უ-ს. 2018 წლის 31 ივლისს მან და ა. ი-მ წინასწარი შეთანხმებით, 10 ცალად დაფასოებული, დიდი ოდენობით - 0,543 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 500 ლარად მიჰყიდეს მ. უ-ს.

ა. ი-ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

ა. ი. მ. ფ-სთან ცხოვრობდა ერთ ბინაში. გამოძიებით დაუდგენელ დროს, დაუდგენელი პირისგან, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ერთიანი მიზნითა და განზრახვით მათ უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 5,168 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდნენ თავიანთ საცხოვრებელში, მდებარე .. . მ. ფ. 2018 წლის ივლისის ბოლოს ნარკოტიკული საშუალების შემძენს, მ. უ-ს მოელაპარაკა ნარკოტიკული საშუალების გასაღების თაობაზე, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების გადაცემისა და ფულის, 500 ლარის მიღების დროსა და ადგილზე. 2018 წლის 31 ივლისს ა. ი-სა და მ. ფ-ს მიერ 10 ცალად დაფასოებული დიდი ოდენობიდან, მ. ფ-მ ა. ი-ს გადასცა 0,543 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ მ. უ-ზე გასაყიდად. ა. ი-მ დათქმულ დროსა და ადგილზე აიღო მ. უ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შესაძენად დატოვებული 500 ლარი და იმავე ადგილზე დაუტოვა მ. უ-ს მ. ფ-სგან გადაცემული დიდი ოდენობით - 0,543 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ.

- მსჯავრდებულ მ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. ბ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანა და მ. ფ-სათვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა

- მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ-მ მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა. ი-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

- მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-მ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულის გამართლება ბრალდების ერთ ეპიზოდში და მინიმალური სასჯელის შეფარდება.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ფ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მსჯავრდებულ ა. ი-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით.

მ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, მ. ფ-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლით საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 15 (თხუთმეტი) წლით.

ა. ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლითა და 3 (სამი) თვით.

ა. ი-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ა. ი-ს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 (ათი) წლით - საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 15 (თხუთმეტი) წლით.

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ფ-სათვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქების შესახებ, ვინაიდან მიაჩნია, რომ იგი შეფარდებულია მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების, ხასიათის, დანაშაულის ჩადენის სახისა და ხერხის, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, მათ შორის - მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების სრულად გათვალისწინებით, ასევე – საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნების მხედველობაში მიღებით, სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული სასჯელის მიზნების მიღწევას და მისი კიდევ უფრო შემსუბუქება საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ბ-ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვასაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. ფაფიაშვილი