ა-1256-შ-39-04 10 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ბავშვის სარჩენად ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ხ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს დ. ხ-ის მიმართ, ბავშვის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე, იმაზე დაყრდნობით, რომ 1991წ. 17 დეკემბრიდან იგი იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში მოპასუხესთან და ერთად ცხოვრების განმავლობაში მათ შეეძინათ ქალიშვილი – ლ., რომლის სარჩენად მოპასუხე არ უწევს მას მატერიალურ დახმარებას. ამის გამო მოსარჩელემ მოითხოვა ბავშვის სარჩენად მოპასუხე დ. ხ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრება.
უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სტაროკონსტანტინოვსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ხ-ის სარჩელი, დ. ხ-ს, დაბადებულს სიღნაღის რაიონის სოფ. ...ის მკვიდრს, ე. ვ-ის ასულ ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1992წ. 12 აგვისტოს დაბადებული ბავშვის – ლ-ს სარჩენად ალიმენტის გადახდა მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/4¼ოდენობით, ყოველთვიურად, მაგრამ არანაკლებ დაუბეგრავი შემოსავლის მინიმუმის 1/2-ისა ყოვეთვიურად, დაწყებული 1998წ. 24 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: უკრაინის ,,ქორწინებისა და ოჯახის» შესახებ კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ არასრულწლოვანი შვილები; მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის მამაა, მაგრამ მათ მატერიალურ დახმარებას არ უწევს.
მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 1 სექტემბერს.
ე. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ 2004წ. 21 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიიღო წარმოებაში. მოცემულ საქმეზე შემოსული მასალები და პალატის განჩინება გაეგზავნა მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით. მოპასუხეს არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალები და მიაჩნია, რომ ე. ხ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სტაროკონსტანტინოვსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ე. ხ-ის სარჩელი, დ. გ.ის ძე ხ-ს, დაბადებულს, ...წ. 7 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფ. ...ის მკვიდრს, ე. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ...წ. 12 აგვისტოს დაბადებული ბავშვის – ლ-ს სარჩენად ალიმენტის გადახდა მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/4¼ოდენობით, ყოველთვიურად, მაგრამ არანაკლებ დაუბეგრავი შემოსავლის მინიმუმის 1/2-ისა ყოვეთვიურად, დაწყებული 1998წ. 24 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
ე. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
«სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის, აგრეთვე ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, არსებობს საფუძველი სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სტაროკონსტანტინოვსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» მინსკის კონვენციის 51-ე მუხლით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ხ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას უკრაინის ხმელნიცკის ოლქის სტაროკონსტანტინოვსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 31 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე. ხ-ის სარჩელი და დ. გ. ხ-ს, დაბადებულს, ...წ. 7 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფ. ...ის მკვიდრს, ე. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ...წ. 12 აგვისტოს დაბადებული ბავშვის – ლ-ს სარჩენად ალიმენტის გადახდა მისი ყოველგვარი შემოსავლის 1/4¼ოდენობით, ყოველთვიურად, მაგრამ არანაკლებ დაუბეგრავი შემოსავლის მინიმუმის 1/2-ისა ყოვეთვიურად, დაწყებული 1998წ. 24 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.