ა-1257-შ-40-04 9 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ. ა-ას შუამდგომლობა უკრაინის სტარგოროდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დ. ძ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ა-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ძ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში და მათ ჰყავთ ქალიშვილი ელენა, დაბადებული 1995წ. 23 ივნისს. მოსარჩელე და მოპასუხე განქორწინდნენ და იმის გამო, რომ დ. ძ-ი არანაირ დახმარებას არ უწევდა ლ. ა-ას, მან მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დ. ძ-ზე ალიმენტის დაკისრება.
უკრაინის სტარგოროდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის _ ა. ო-ის ცნობით მოპასუხეს სასამართლო სხდომის დროის შესახებ დროულად ეცნობა. სასამართლო უწყება და სასარჩელო განცხადების ასლი მას ჩაბარდა, მაგრამ დ. ძ-ი პროცესზე არ გამოცხადებულა.
ზემოხსენებული სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ძ-ს დაეკისრა ლ. ა-ას სასარგებლოდ 2000წ. 25 სექტემბრიდან ქალიშვილის (ე., დაბადებული .... ივნისს 19.....წ.) სარჩენად ალიმენტი _ ყველა სახის შემოსავლის 1/4 და მოქალაქეთა შემოსავლების მინიმუმის არანაკლებ 1/2, ქალიშვილის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2000წ. 5 ოქტომბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, რადგან დ. ძ-ი თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას და იმყოფებოდა ძებნაში.
ლ. ა-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სტარგოროდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 24 მაისის განჩინებით ლ. ა-ას შუამდგომლობა, უკრაინის სტარგოროდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ლ. ა-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის სტარგოროდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ძ-ს დაეკისრა ლ. ა-ას სასარგებლოდ 2000წ. 25 სექტემბრიდან ქალიშვილის (ე., დაბადებული ..... ივნისს 19.....წ.) სარჩენად ალიმენტი _ ყველა სახის შემოსავლის 1/4 და მოქალაქეთა შემოსავლების მინიმუმის არანაკლებ 1/2, ქალიშვილის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2000წ. 5 ოქტომბერს და უკრაინის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, რადგან დ. ძ-ი თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას და იმყოფებოდა ძებნაში.
ლ. ა-ამ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უკრაინის სტარგოროდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის სტარგოროდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. ა-ას შუამდგომლობა უკრაინის სტარგოროდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
უკრაინის სტარგოროდის რაიონული სასამართლოს 2000წ. 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ძ-ს დაეკისრა ლ. ა-ას სასარგებლოდ 2000წ. 25 სექტემბრიდან ქალიშვილის (ე., დაბადებული ..... ივნისს 19....წ.) სარჩენად ალიმენტი _ ყველა სახის შემოსავლის 1/4 და მოქალაქეთა შემოსავლების მინიმუმის არანაკლებ 1/2, ქალიშვილის სრულწლოვანებამდე. ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.