Facebook Twitter

ა-1796-შ-46-04 12 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. ჭ-ის წარმომადგენლის _ ი. ტ-ის შუამდგომლობა გერმანიის შპაიერის პირველი ინსტანციის სასამართლოს _ სამეურვეო სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ გერმანიის მოქალაქე მ. ო-ს მიერ საქართველოს მოქალაქე მ. ჭ-ის შვილად აყვანის თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

გერმანიის შპაიერის პირველი ინსტანციის სასამართლოს _ სამეურვეო სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით გერმანიის მოქალაქე მ. ო-მ იშვილა საქართველოს მოქალაქე მ. ჭ-ე.

მ. ჭ-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის შპაიერის პირველი ინსტანციის სასამართლოს _ სამეურვეო სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 7 ივლისის განჩინებით მ. ჭ-ის წარმომადგენლის _ ი. ტ-ის შუამდგომლობა, გერმანიის შპაიერის პირველი ინსტანციის სასამართლოს _ სამეურვეო სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ი. ქ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის შპაიერის პირველი ინსტანციის სასამართლოს _ სამეურვეო სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილებით გერმანიის მოქალაქე მ. ო-მ იშვილა საქართველოს მოქალაქე მ. ჭ-ე.

მ. ჭ-ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს გერმანიის შპაიერის პირველი ინსტანციის სასამართლოს _ სამეურვეო სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს გერმანიის შპაიერის პირველი ინსტანციის სასამართლოს _ სამეურვეო სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ცნობილ იქნეს გერმანიის შპაიერის პირველი ინსტანციის სასამართლოს _ სამეურვეო სასამართლოს 2003წ. 19 მაისის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.