Facebook Twitter

ა-2050-შ-61-04 29 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ნ. მ.-ის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ქალეჯიქის უზენაესი სამოქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ თურქეთის მოქალაქე დ. ა.-ის მიმართ განქორწინების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

დ. ა.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ნ. ა.-ის (მ.-ის) მიმართ განქორწინების თაობაზე.

თურქეთის რესპუბლიკის ქალეჯიქის უზენაესი სამოქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ დ. ა.-ი და ნ. ა.-ი (მ.-ი) განქორწინდნენ.

ნ. მ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქეთის რესპუბლიკის ქალეჯიქის უზენაესი სამოქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 26 ივლისის განჩინებით ნ. მ.-ის შუამდგომლობა, თურქეთის რესპუბლიკის ქალეჯიქის უზენაესი სამოქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ნ. მ.-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ნ. მ.-ი და დ. ა.-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1998წ. 9 ოქტომბრიდან.

დ. ა.-მა სარჩელით აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მეუღლესთან განქორწინება. ნ. მ.-მა სარჩელი ცნო და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

თურქეთის რესპუბლიკის ქალეჯიქის უზენაესი სამოქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა _ დ. ა.-ი და ნ. ა.-ი (მ.-ი) განქორწინდნენ.

ნ. მ.-მ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თურქეთის რესპუბლიკის ქალეჯიქის უზენაესი სამოქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს თურქეთის რესპუბლიკის ქალეჯიქის უზენაესი სამოქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 68-69–ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის ქალეჯიქის უზენაესი სამოქალაქო სასამართლოს 2001წ. 17 მაისის გადაწყვეტილება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

საქართველოს უზენაესი სასამართლო