ა-2109-შ-84-03 19 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის სვეტლოგორსკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივნისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის სვეტლოგორსკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივნისის განჩინებით ბრალდებულ ხ. ჭ.-ს სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის დაენიშნა ადვოკატი, რომლის მომსახურებისათვის დაეკისრა 19545 რუბლის გადახდა. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003 წლის 24 ივნისს.
ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის სვეტლოგორსკის რაიონული სასამართლომ შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები, მოისმინა მხარის ახსნა-განმარტება და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის «ბ" პუნქტის, აგრეთვე «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის სვეტლოგორსკის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 ივნისის განჩინება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 62-63-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის სვეტლოგორსკის რაიონული სასამართლოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
ცნობილ იქნეს ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის სვეტლოგორსკის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 ივნისის განჩინება და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
დაეკისროს ხ. ჭ.-ს სოფლისმეურნეობის ბელორუსიის რესპუბლიკის გომელის ოლქის სვეტლოგორსკის რაიონული სასამართლოს სასარგებლოდ 19545 რუბლის გადახდა.
აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.