Facebook Twitter

¹ბს-1414-989(კ-05) 11 იანვარი, 2006 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შპს “.. ..-ის” შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “ა...ის” დირექტორმა თ. გ-მ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “.. ..-ის” და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალური ბაზა ¹2-ის მიმართ სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოსა და შპს “.. ..-ს” შორის 2001 წლის 18 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების მოპასუხისაგან გამოთხოვის თაობაზე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალურმა ბაზა ¹2-მა შეგებებული სარჩელი წარადგინა სასამართლოში და შპს “ა...ის” რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 15 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “ა...ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალური ბაზა ¹2-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, შპს “ა...ს” მიეცა სამი თვის ვადა რეგისტრაციის მასალებში ხარვეზის გამოსასწორებლად.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 ივლისის ახალი გადაწყვეტილებით შპს “ა...ის” დირექტორის თ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სადავო 2001 წლის 18 დეკემბრის ხელშეკრულება, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურის მთავარი სამმართველოს რეგიონალურმა ბაზა ¹2-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ხსენებული გადაწყვეტილება შპს “.. ..-მა” საკასაციო წესით გაასაჩივრა.

2006 წლის 4 იანვარს კასატორმა შპს “.. ..-მა” საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, საკასაციო საჩივარზე უარი თქვა და საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ Eშპს “.. ..-ის” შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა _ შპს “.. ..-მა” განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებენ. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში, მხარეს უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ანალოგიით უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “გ” პუნქტი, რომლის თანახმად: საქმის წარმოება წყდება, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო უნდა შეწყდეს აღნიშნული საკასაციო საჩივრის წარმოება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ დავაზე საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 378-ედა 272-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. Eშპს “.. ..-ის” შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შპს “.. ..-ის” საკასაციო საჩივრის წარმოება შეწყდეს;

3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება;

4. კასატორს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.