Facebook Twitter

ა-359-შ-24-04 30 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

თ. კობახიძე

დავის საგანი: უკრაინის დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ს.-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ქალიშვილის – ტ. პ.-ს სარჩენად, მისი ხელფასის 1/4¼ ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ არადასაბეგრი შემოსავლის მინიმუმის 1/2½ ნაწილისა, 2003წ. 20 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ასევე მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 17 ნოემბერს.

ტატიანა პ.-ს დედამ, ლ. პ.-მ, როგორც კანონიერმა წარმომადგენელმა, შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

პალატამ განიხილა წარმოდგენილი მასალები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლის “ბ" პუნქტის, აგრეთვე “საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" კანონის 69-ე მუხლის თანახმად არსებობს საფუძველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ კონვენციის 51-ე მუხლით, "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” კანონის 62-63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. პ.-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

ცნობილ იქნეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს 2003წ. 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და დაექვემდებაროს საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.

დაეკისროს ი. ს.-ს:

1. ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი ქალიშვილის – ტ. პ.-ს სარჩენად, მისი ხელფასის 1/4 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ არადასაბეგრი შემოსავლის მინიმუმის 1/2½ ნაწილისა, 2003წ. 20 იანვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.

2. სახელმწიფო ბაჟის გადახდა 51 გრივნის ოდენობით უკრაინის დნეპროპეტროვსკის ინდუსტრიული რაიონული სასამართლოს სასარგებლოდ.

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.