Facebook Twitter

ა-781-შ-31-04 8 ივნისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

დავის საგანი: ბავშვების სარჩენად ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე მ.ვ. გ-ას 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ის სარჩელი, რ. გ-ს ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვების:

1. დ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 7 ივლისს რუსეთის ტიუმენის ოლქის ქ. სურგუთში;

2. გ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 12 მაისს საქართველოს რესპუბლიკის გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში;

3. დ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 6 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში;

4. თ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 14 აპრილს რუსეთის ქ.ეკატერინბურგში;

სარჩენად ალიმენტის გადახდა მისი ყოველგვარი შემოსავლის ½1/2-ის ოდენობით, ყოველთვიურად, დაწყებული 2000წ. 30 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

რ. გ-ს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 15 რუბლის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ.

გადაწყვეტილება ალიმენტის გადახდევინების დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.

აღნიშნული გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ მოტივებს: რუსეთის ფედერაციის საოჯახო კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ არასრულწლოვანი შვილები; მოპასუხე არასრულწლოვანი შვილების მამაა, მაგრამ მათ მატერიალურ დახმარებას არ უწევს.

მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2003წ. 30 დეკემბერს.

ა. გ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატამ 2004წ. 13 აპრილს შუამდგომლობა მიიღო წარმოებაში. მოცემულ საქმეზე შემოსული მასალები და პალატის განჩინება გაეგზავნა მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით. მოპასუხეს არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალები და მიაჩნია, რომ ა. გ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე მ.ვ. გ-ას 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ის სარჩელი, რ. გ-ს ა. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვების:

1. დ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 7 ივლისს რუსეთის ტიუმენის ოლქის ქ. სურგუთში;

2. გ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 12 მაისს საქართველოს რესპუბლიკის გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში;

3. დ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 6 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში;

4. თ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 14 აპრილს რუსეთის ქ.ეკატერინბურგში;

სარჩენად ალიმენტის გადახდა მისი ყოველგვარი შემოსავლის ½1/2-ის ოდენობით, ყოველთვიურად, დაწყებული 2000წ. 30 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

რ. გ-ს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 15 რუბლის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ.

მოცემული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

ა. გ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის, აგრეთვე ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად, არსებობს საფუძველი სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე მ.ვ. გ-ას 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» მინსკის კონვენციის 51-ე მუხლით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ა. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას რუსეთის ფედერაციის ქ. ეკატერინბურგის ორჯონიკიძის რაიონის ¹10 სასამართლო უბნის მომრიგებელი მოსამართლე მ.ვ. გ-ას 2003წ. 18 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც რ. გ-ს ალფრიდა მ. სასარგებლოდ დაეკისრა ბავშვების:

1. დ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 7 ივლისს რუსეთის ტიუმენის ოლქის ქ. სურგუთში;

2. გ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 12 მაისს საქართველოს რესპუბლიკის გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში;

3. დ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 6 თებერვალს საქართველოს რესპუბლიკის გარდაბნის რაიონის სოფ. ...ში;

4. თ. გ-ის, დაბადებულის ...წ. 14 აპრილს რუსეთის ქ.ეკატერინბურგში;

სარჩენად ალიმენტის გადახდა მისი ყოველგვარი შემოსავლის ½1/2-ის ოდენობით, ყოველთვიურად, დაწყებული 2000წ. 30 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.

რ. გ-ს ასევე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 15 რუბლის ოდენობით სახელმწიფოს სასარგებლოდ.

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის მეშვეობით აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.