ა-782-შ-32-04 17 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის _ ა. ნ.-ისა და ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის _ ა.ს.-ის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 1996წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, ზ.ი ნ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. ნ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ნ.-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1996წ. 24 აპრილს მათ შეეძინათ ქალიშვილი ლ.; ვინაიდან ზ.ნ.-ი არანაირ დახმარებას არ უწევდა მოსარჩელეს, ა.ნ.-მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ.ნ.-ისათვის ალიმენტის დაკისრება.
ქ.ლუგანსკის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის _ ა.ს.-ის ცნობით, მოპასუხეს სასამართლო სხდომის დროის შესახებ დროულად ეცნობა და სასამართლო უწყებაც ჩაბარდა, მაგრამ ის პროცესზე არ გამოცხადებულა.
ზემოხსენებული სასამართლოს 1996წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ნ.-ს დაეკისრა 1996წ. 3 ოქტომბრიდან ყოველთვიურად ხელფასის ¼1/4-ის და სახელმწიფო ბაჟის სახით 5 გრივნისა და 20 კაპიკის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1996წ. 9 ოქტომბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულდა 1998წ. 1 მაისამდე.
უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე _ ა. ნ.-მ და ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე _ ა.ს.-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ. ლუგანსკის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1996წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 13 აპრილის განჩინებით უკრაინის რესპუბლიკის ქ.ლუგანსკის მოქალაქის ა. ნ.-ისა და ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ა.ს.-ის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 1996წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებულ იქნა წარმოებაში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის _ ა. ნ.-ისა და ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის _ ა.ს.-ის შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1996წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. ნ.-ს დაეკისრა 1996წ. 3 ოქტომბრიდან ყოველთვიურად ხელფასის ¼1/4-ის და სახელმწიფო ბაჟის სახით 5 გრივნისა და 20 კაპიკის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1996წ. 9 ოქტომბერს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულდა 1998წ. 1 მაისამდე.
უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე _ ა. ნ.-მ და ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს მოსამართლე _ ა.ს.-მ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ქ.ლუგანსკის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1996წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.
«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ.ლუგანსკის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1996წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის _ ა. ნ.-ისა და ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს მოსამართლის _ ა.ს.-ის შუამდგომლობები ამავე სასამართლოს 1996წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.
ქ.ლუგანსკის ჟოვტნევის რაიონული სასამართლოს 1996წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას.
აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.