Facebook Twitter

ა-910-შ-34-04 3 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

მ. სულხანიშვილი,

ნ. კვანტალიანი

პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის _ ნ.რ-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 7 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მსჯავრდებულების გ.კ-ის, ი.მ-ისა და გ.გ-ის მიმართ, სასამართლო ხარჯების _ 88000000 რუბლის ანაზღაურების შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 7 მაისის განჩინებით თარჯიმნების შ-ისა და კ-ისათვის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის, განაჩენისა და სასამართლო სხდომის ოქმის თარგმნის ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრა რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. დადგინდა გ. შ-ისათვის 440000 რუბლისა და გ. კ-ისათვის _ 440000 რუბლის გადახდა. მსჯავრდებულებს გ. კ-ს, ი. მ-სა და გ. გ-ეს დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 880000 რუბლის სოლიდარულად გადახდა.

აღნიშნული სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 1997წ. 7 მაისს და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ ნ.რ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 7 მაისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 26 აპრილის განჩინებით უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის _ ნ.რ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის _ ნ.რ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 7 მაისის განჩინებით თარჯიმნების შ-ისა და კ-ისათვის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის, განაჩენისა და სასამართლო სხდომის ოქმის თარგმნის ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრა რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან. დადგინდა გ. შ-ისათვის 440000 რუბლისა და გ. კ-ისათვის _ 440000 რუბლის გადახდა. მსჯავრდებულებს გ. კ-ს, ი. მ-სა და გ. გ-ეს დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 880000 რუბლის სოლიდარულად გადახდა.

აღნიშნული სასამართლოს განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 1997წ. 7 მაისს და რუსეთის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

პალატა თვლის, რომ «საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 7 მაისის განჩინება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით, «სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ» 1993წ. მინსკის კონვენციით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის _ ნ.რ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

უდმურტიის რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 7 მაისის განჩინება, რომლითაც თარჯიმნების შ-ისა და კ-ისათვის სასამართლო სხდომაში მონაწილეობის, განაჩენისა და სასამართლო სხდომის ოქმის თარგმნის ხარჯების ანაზღაურება განისაზღვრა რუსეთის ფედერაციის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან, დადგინდა გ. შ-ისათვის 440000 რუბლისა და გ. კ-ისათვის _ 440000 რუბლის გადახდა, მსჯავრდებულებს გ. კ-ს, ი. მ-სა და გ. გ-ეს დაეკისრათ სახელმწიფოს სასარგებლოდ 880000 რუბლის სოლიდარულად გადახდა, ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და დაექვემდებაროს აღსრულებას.

აღნიშნული განჩინების ასლი და სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად გადაეგზავნოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.