Facebook Twitter

ა-913-შ-35-04 27 მაისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

რ. ნადირიანი

პალატამ ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა გ. ხ-ის შუამდგომლობა და სასამართლოს დოკუმენტები გერმანიის ქ. გისენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

გ. ხ-ი _ დაბადებული ...წ. 16 აპრილს ქ.თბილისში, 1997 წელის 30 აპრილს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა ა. ფ-ზე _ დაბადებული 1962წ. 25 თებერვალს ყაზახეთის ქ.პოკროვკაში.

გერმანიის ქ.გისენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის გ. ხ-ის განცხადება დაკმაყოფილდა და მხარეები განქორწინდნენ. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2004წ. 3 იანვარს.

გ. ხ-მა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2004წ. 26 აპრილის განჩინებით გ. ხ-ის შუამდგომლობა და სასამართლო დოკუმენტები გერმანიის ქ.გისენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ გ. ხ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

«საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლების თანახმად, არსებობს ყველა საფუძველი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ ცნოს ქ.გისენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება, რადგან დაცულია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა «საერთაშორისო კერძო სამართლოს შესახებ» საქართველოს კანონის 68-69-ე მუხლებით, სსკ-ის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ხ-ის შუამდგომლობა დაკმყოფილდეს და გერმანიის ქ.გისენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003წ. 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს შუამდგოლობის აღმძვრელ მხარეს.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.