Facebook Twitter

ას-1054-1084-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები _ მ. ჭ-ი, ნ. ჩ-ი-მ-ი, პ. ო-ი, მ. ლ-ე, ნ. გ-ი, ნ. ს-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ.თბილისის მერია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით რიგი მოსარჩელეების, მათ შორის: მ. ჭ-ის, ნ. ჩ-ი-მ-ის, პ. ო-ის, მ. ლ-ის, ნ. გ-ის და ნ. ს-ას სარჩელი მოპასუხე ქ.თბილისის მერიის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც კონკურსი გამოცხადდა თბილისის სკოლამდელი აღზრდის შემდეგ დაწესებულებებში: 1. ¹185 საბავშვო ბაგა-ბაღი; 2. ¹115 საბავშვო ბაგა-ბაღი; 3. ¹169 საბავშვო ბაგა-ბაღი; 4. ¹18 საბავშვო ბაგა-ბაღი; 5. ¹181 საბავშვო ბაგა-ბაღი; 6. ¹86 საბავშვო ბაგა-ბაღი; 7. ¹75 საბავშვო ბაგა-ბაღი; 8. ¹45 საბავშვო ბაგა-ბაღი; 9. ¹173 საბავშვო ბაგა-ბაღი; 10. ¹100 საბავშვო ბაგა-ბაღი; 11. ¹107 საბავშვო ბაგა-ბაღი; 12. ¹76 საბავშვო ბაგა-ბაღი; 13. ¹176 საბავშვო ბაგა-ბაღი; 14. ¹84 საბავშვო ბაგა-ბაღი; 15. ¹77 საბავშვო ბაგა-ბაღი; 16. ¹151 საბავშვო ბაგა-ბაღი; 17. ¹10 საბავშვო ბაგა-ბაღი; 18. ¹22 საბავშვო ბაგა-ბაღი; 19. ¹52 საბავშვო ბაგა-ბაღი; 20. ¹182 საბავშვო ბაგა-ბაღი; 21. ¹117 საბავშვო ბაგა-ბაღი; 22. ¹13 საბავშვო ბაგა-ბაღი. ამავე გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ის ნაწილები, რომლითაც შრომის ხელშეკრულებები შეუწყდათ სხვადასხვა პირებს, მათ შორის: მ. ჭ-ს, ნ. ჩ-ი-მ-ს, პ. ო-ს, მ. ლ-ეს, ნ. გ-ს, ნ. ს-ას; აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა და შრომითი ურთიერთობები გაუგრძელდათ საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორების თანამდებობებზე მოსარჩელეებს, მათ შორის, მ. ჭ-ს _ ¹115 საბავშვო ბაგა-ბაღში; ნ. ჩ-ი-მ-ს _ ¹181 საბავშვო ბაგა-ბაღში; პ. ო-ს _ ¹86 საბავშვო ბაგა-ბაღში; მ. ლ-ეს _ ¹75 საბავშვო ბაგა-ბაღში; ნ. გ-ს _ ¹76 საბავშვო ბაგა-ბაღში; ნ. ს-ას _ ¹176 საბავშვო ბაგა-ბაღში; ზიანის (მოსარჩელეთა განმარტებით ,,განაცდურის”) ანაზღაურების ნაწილში მიღებულ იქნა წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება, დადგინდა ასეთი ზიანის ანაზღაურებისათვის ფაქტობრივი საფუძვლების არსებობა იმ მოსარჩელეებისათვის, რომელთა სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება მ. ჭ-ის, ნ. ჩ-ი-მ-ის, პ. ო-ის, მ. ლ-ის, თ. ნ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, ნ. ს-ას, მ. ღ-ის, ქ. კ-ას, დ. ვ-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: მ. ჭ-ის, ნ. ჩ-ი-მ-ის, პ. ო-ის, მ. ლ-ის, თ. ნ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, ნ. ს-ას, მ. ღ-ის, ქ. კ-ას და დ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის, ნ. ჩ-ი-მ-ის, პ. ო-ის, მ. ლ-ის, თ. ნ-ის, ტ. კ-ის, ნ. გ-ის, ნ. ს-ას, მ. ღ-ის, ქ. კ-ას, დ. ვ-ის მოთხოვნა, იურიდიულად არ იყო საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 385-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს სხვადასხვა დადგენილებით საბავშვო ბაგა-ბაღები ჩამოყალიბდა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებად; ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებით გამოცხადდა კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორების თანამდებობებზე; ამ კონკურსში მოსარჩელეებს მონაწილეობა არ მიუღიათ. ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილებით მოსარჩელეებს შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები. ამავე დადგენილებით გამონთავისუფლებულ ადგილებზე დაინიშნენ კონკურსში გამარჯვებული პირები.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებას, რომლის საფუძველზეც კონკურსი გამოცხადდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების თანამდებობებზე, მათ შორის მოსარჩელეების მიერ დაკავებულ თანამდებობებზეც. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მთავრობის ამ დადგენილებას არ დაურღვევია მოსარჩელეთა უფლება, რადგან კონკურსის გამოცხადება (ჩატარება) არ იწვევს დასაქმებულთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. მოსარჩელეთა უფლებების დარღვევა შეიძლება გამოეწვია არა კონკურსის გამოცხადების შესახებ დადგენილებას, არამედ მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელი უფლებამოსილია მოიპოვოს ის ინფორმაცია კანდიდატის შერჩევის შესახებ, რომელიც ესაჭიროება მისი დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსი (მუხლი 1.2) გარკვეულწილად აპელირებს სამოქალაქო კოდექსის ნორმებზეც.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას და განმარტა, რომ კონკურსის გამოცხადების შესახებ დადგენილება თავისი სამართლებრივი ბუნებით უდავოდ წარმოადგენს ოფერტს (სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლი), შეთავაზებას გარკვეულ სამუშაოზე, რომელიც მიზნად ისახავს სამომავლო სახელშეკრულებო ურთიერთობის, მოცემულ შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის დამყარებას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ეს გულისხმობს დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღსადგენად (დასადგენად) სასამართლო ხელმისაწვდომობას. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეები ვერ უთითებდნენ იმ პირადი უფლების თაობაზე, რაც კონკურსის გამოცხადების შესახებ ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 აქტით შეეზღუდათ, დაერღვათ ან შეელახათ, ასევე რომელი ასეთი უფლება აღუდგებოდა მათ ამ დადგენილების უკანონოდ აღიარების შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კონკრეტულ შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადებით ანუ ოფერტის შეთავაზებით პირთა ფართო წრისათვის არ შელახულა მოსარჩელეთა შრომითი უფლება, რადგან კონკურსის გამოცხადებით არ მომხდარა მათთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. ამდენად, აღნიშნული დადგენილების არაკანონიერად აღიარებისათვის მოსარჩელეებს არ გააჩნდათ ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

შრომის კოდექსის მე-5 მუხლის ანალიზმა სააპელაციო სასამართლოს საფუძველი მისცა დასკვნისათვის, რომ დამსაქმებელს კანდიდატთა შერჩევის მიზნით, უფლება აქვს გამოაცხადოს კონკურსი. ამასთან, შრომის კოდექსი არ შეიცავს აკრძალვას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციას არ შეუძლია კონკურსი გამოაცხადოს თუნდაც არავაკანტურ თანამდებობაზე. ამგვარი ნეგატიური დანაწესი არ არის რეგლამენტირებული მოქმედი შრომის კოდექსით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კონკურსის შედეგების გამოვლენამდე არ მოხდეს ერთგვარი წყვეტა რომელიმე სამუშაოს შესრულებისას. ამდენად, დამსაქმებლის აღნიშნული უფლება _ გამოეცხადებინა კონკურსი კანდიდატთა შერჩევის მიზნით _ კონკრეტულ შემთხვევაში არ გადაკვეთდა მოსარჩელეთა უფლებების არეალს.

შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილების ბათილად ცნობისათვის მოსარჩელეთა ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს ასევე განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა საქალაქო სასამართლოს იმ სამართლებრივ შეფასებაზე, რომელიც შეეხებოდა ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ბათილობას, რომლის საფუძველზეც განხორციელდა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა. მითითებული დადგენილების მიხედვით, მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები შეწყდა კონკურსის შედეგების შესაბამისად, შრომის კოდექსის საფუძველზე და მათ ადგილებზე დაინიშნენ კონკურსით შერჩეული პირები.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარეებთან შრომის ხელშეკრულებების მოშლის დროს დამსაქმებელს არ დაურღვევია შრომის კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, არ არსებობდა არც ქ.თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹20.01.654 დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა მოსარჩელეთა გათავისუფლების შესახებ გამოცემული დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი, როგორც ამ მოთხოვნის თანმდევი შედეგი, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ჭ-მა, ნ. ჩ-ი-მ-მა, პ. ო-მა, მ. ლ-ემ, ნ. გ-მა და ნ. ს-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. უფრო მეტიც, აშკარად შეილახა საქართველოს უზენაესი კანონი –კონსტიტუცია, აგრეთვე, საერთაშორისო პაქტი, რომლის თანახმად, შრომის უფლება არის ფუნდამენტური მნიშვნელობის არა მარტო თავისთავად, არამედ შრომის პროდუქტი არის ადამიანის ფიზიკური და სულიერი არსებობის საფუძველი;

კასატორები იყვნენ დასაქმებულნი შესაბამის თანამდებობებზე, რომლებიდანაც მოულოდნელად გაათავისუფლეს. არ იქნა დაცული კასატორთა უფლებები, ვინაიდან მერიამ წინასწარი განზრახვით დანიშნა კონკურსი, რის შემდეგაც განახორციელა მათი სამსახურიდან დათხოვნა. ამასთან, სასამართლომ არ დაასაბუთა ფაქტობრივად, თუ როგორ განახორციელა მოწინააღმდეგე მხარემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება და მისი სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. ჭ-ის, ნ. ჩ-ი-მ-ის, პ. ო-ის, მ. ლ-ის, ნ. გ-ისა და ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი ქ.თბილისის მთავრობის დადგენილებების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დარჩა განუხილველად. ამავე განჩინებით საკასაციო სასამართლომ დასახელებული პირების საკასაციო საჩივარი უძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში წარმოებაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ის, ნ. ჩ-ი-მ-ის, პ. ო-ის, მ. ლ-ის, ნ. გ-ისა და ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჭ-ის, ნ. ჩ-ი-მ-ის, პ. ო-ის, მ. ლ-ის, ნ. გ-ისა და ნ. ს-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.