Facebook Twitter

ას-1157-1177-2011 31 ოქტობერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე – მაია სულხანიშვილი

საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ლ. ე-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებაზე, საქმეზე _ ნ. ე-ის, ნ. ნ-ის, ლ. ე-ის და ლ. ლ-ის სარჩელის გამო მოპასუხე სსიპ თბილისის ¹...-ე საჯარო სკოლის მიმართ დირექტორის ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი დირექტორის ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 სექტემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 300-300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2011 წლის 27 სექტემბერს კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 10 დღით.

უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2011 წლის 6 ოტომბრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.

2011 წლის 13 ოქტომბერს ნ. ნ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რასაც დაურთო 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ლ. ე-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 2 დღით.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება ლ. ე-ს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2011 წლის 19 ოქტომბერს (ს.ფ.219), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2011 წლის 21 ოქტომბერს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, საკასაციო საჩივარი დირექტორის ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.