საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
(სარეზოლუციო ნაწილი)
№1021აპ-21 ქ. თბილისი
ქ-ი ვ-ფ, 1021აპ-21 17 მარტი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ნოემბრის განაჩენზე სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის, ასევე – მსჯავრდებულების – ვ. ქ-ისა და რ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის რაიონული პროკურატურის პროკურორ მიხეილ კუპრაშვილის, ასევე – მსჯავრდებულების – ვ. ქაზ-ისა და რ. ქ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდეს საქართველოს სსსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-31 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე