Facebook Twitter

ას-1268-1288-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები _ თ. პ-ა, დ. ჯ-ა, ლ. ც-ა, ე. ს-ი, ე. შ-ი, მ. ს-ა, ლ. გ-ი, ლ. ა-ა, ზ. კ-ე, ე. ხ-ა, მ. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ «აფხაზეთის მედია-ცენტრი»

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცლელად დატოვება

დავის საგანი _ სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: თ. პ-ას, დ. ჯ-ას, ლ. ც-ას, ე. ს-ის, ე. შ-ის, ი. ბ-იას, მ. ს-ას, ლ. გ-ის, ლ. ა-ას, ზ. კ-ის, ე. ხ-ასა და მ. კ-ას სარჩელი მოპასუხე სსიპ «აფხაზეთის მედია-ცენტრის» მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ბათილად იქნა ცნობილი სსიპ «აფხაზეთის მედია ცენტრის» დირექტორის 2007 წლის 27 ნოემბრის ¹6, ¹7, ¹8, ¹9, ¹10, ¹11, ¹12, ¹13, ¹14, ¹15, ¹16 და ¹17 ბრძანებები დასახელებული მოსარჩელეების დაკავებული თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ;

ზემომითითებული პირები აღდგენილ იქნენ სსიპ «აფხაზეთის მედია ცენტრში» ადრე დაკავებულ თანამდებობებზე, ხოლო მოპასუხეს მათ სასარგებლოდ დაეკისრა იძულებით გაცდენილი დროის ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;

სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეები მოითხოვდნენ მოპასუხისათვის მათთან უვადო წერილობითი ხელშეკრულების დადებასა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 287-289).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ «აფხაზეთის მედია ცენტრმა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 296-310).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სსიპ «აფხაზეთის მედია-ცენტრის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, დ. ჯ-ას, ლ. ც-ას, ე. ს-ის, თ. პ-ას, ე. შ-ის, ი. ბ-იას, მ. ს-ას, ლ. გ-ის, ლ. ა-ას, ზ. კ-ის, ე. ხ-ას, მ. კ-ას სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (ტომი II, ს.ფ. 119-128).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს საკასაციო წესით (ტომი II, ს.ფ. 134-151)

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით თ. პ-ას, დ. ჯ-ას, ლ. ც-ას, ე. ს-ის, ე. შ-ის, მ. ს-ას, ლ. გ-ის, ლ. ა-ას, ზ. კ-ის, ე. ხ-ასა და მ. კ-ას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება, თ. პ-ას, დ. ჯ-ას, ლ. ც-ას, ე. ს-ის, ე. შ-ის, მ. ს-ას, ლ. გ-ის, ლ. ა-ას, ზ. კ-ის, ე. ხ-ასა და მ. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ «აფხაზეთის მედია-ცენტრის» დირექტორის 2007 წლის 27 ნოემბრის ¹6, ¹7, ¹8, ¹9, ¹10, ¹12, ¹13, ¹14, ¹15, ¹16 და ¹17 ბრძანებები, დასახელებული მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი II, ს.ფ. 231-243).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ «აფხაზეთის მედია ცენტრის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. პ-ას, დ. ჯ-ას, ლ. ც-ას, ე. ს-ის, ე. შ-ის, მ. ს-ას, ლ. გ-ის, ლ. ა-ას, ზ. კ-ის, ე. ხ-ასა და მ. კ-ას სარჩელი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

სსიპ «აფხაზეთის მედია ცენტრის” 2007 წლის 27 ნოემბრის ¹6, ¹7, ¹8, ¹9, ¹10, ¹11, ¹12, ¹13, ¹14, ¹15, ¹16, ¹17 ბრძანებები დ. ჯ-ას, ლ. ც-ას, ე. ს-ის, თ. პ-ას, ე. შ-ის, მ. ს-ას, ლ. გ-ის, ლ. ა-ას, ზ. კ-ის, ე. ხ-ასა და მ. კ-ას სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით;

სადავო ბრძანებების გამოცემამდე დ. ჯ-ა, ლ. ც-ა, ე. ს-ი, თ. პ-ა, ე. შ-ი, მ. ს-ა, ლ. გ-ი, ლ. ა-ა, ზ. კ-ე, ე. ხ-ა, მ. კ-ა გათავისუფლდნენ სამუშაოდან სსიპ «ფხაზეთის მედია ცენტრის” 2007 წლის 13 მარტის ბრძანებებით, რომელთა ძალადაკარგულად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სოხუმის რაონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელიც შესულ. კანონიერ ძალაში;

დასახელებული გარემოება არ ყოფილა გამხდარი სადავოდ და დასტურდება მხარეთა განმარტებებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 1.2 მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობებში შესაძლებელ., გამოყენებულ იქნეს სამოქალაქო კოდექსის დებულებები. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულ., აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებელი გარემოება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

როგორც საქმეზე დადგინდა, მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამუშაოდან 2007 წლის 13 მარტის ბრძანებებით და აღნიშნული ბრძანებები საბოლოოდ კანონიერად იქნა მიჩნეული სასამართლოს გადაწყვეტილებით. უკანონოდ აღიარებული ბრძანებების გამოცემის დროისათვის _ 2007 წლის 27 ნოემბერს, მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველი _ 2007 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, როგორც არამართლზომიერი, წინამდებარე გადაწყვეტილების გამოტანის დროისთვის გაუქმებული იყო. ამდენად, 2007 წლის 27 ნოემბრამდე არსებულ მდგომარეობას წარმოადგენდა მხარეთა შორის მართლზომიერად შეწყვეტილი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელის მიხედვით, სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მოთხოვნა დაყენებული იყო, როგორც სადავო ბრძანებების უკანონოდ აღიარების თანმდევი შედეგი. რამდენადაც სადავო ბრძანებების ბათილად ცნობა არ იწვევს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის აღდგენას, სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა კვლავ შრომით ურთიერთობაში დაბრუნების (აღდგენის) თაობაზე ჩათვალა დაუსაბუთებლად და არ გაიზიარა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამუშაოზე აღდგენის უფლება განაპირობებს იძულებით გაცდენილი სამუშაო დროის ხელფასის, როგორც მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ზემომითითებული ნორმებისა და შრომის კოდექსის 32-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა. ამგვარი უფლების აღიარებაზე უარის თქმით კი სამართლებრივი საფუძველი ეცლება იძულებითი მოცდენისას შრომის ანაზღაურების მოთხოვნასაც (ტომი III, ს.ფ. 88-99).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კასატორებმა: თ. პ-ამ, დ. ჯ-ამ, ლ. ც-ამ, ე. ს-მა, ე. შ-მა, მ. ს-ამ, ლ. გ-მა, ლ. ა-ამ, ზ. კ-ემ, ე. ხ-ამ და მ. კ-ამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნას კასატორები აფუძნებენ შემდეგ არგუმენტებზე:

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის განჩინების სავალდებულო სამართლებრივი შეფასებები და არ შეასრულა ასევე სავალდებულო მითითებები, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები;

სააპელაციო სასამართლოში აპელანტმა მრავალჯერ ითხოვა საქმის გადადება მორიგების მიზნით. იგი მუდმივად ადასტურებდა მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას, მაგრამ ითხოვდა დროს გარკვეული ორგანიზაციული ღონისძიებებისათვის, რომლებიც უნდა შეთანხმებულიყო აფხაზეთის მთავრობასთან. მოწინააღმდეგე მხარეც ეთანხმებოდა საქმის განხილვის გადადებას, რადგან მიუხედავად დავის ხანგრძლივი დროისა და მოსარჩელეთა მძიმე მატერიალური მდგომარეობისა, მზად იყო კონსტრუქციული დიალოგისა და დავის მორიგებით გადაწყვეტისათვის მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით. მოსარჩელეებისათვის, გარდა საკუთარი შრომითი უფლებების დაცვისა და პროფესიული ინტერესისა, უფრო მეტად პრიორიტეტული იყო საჯარო ინტერესი – საკუთარი საქმიანობით აფხაზეთის დევნილი საზოგადოების ინტერესის დაკმაყოფილება ამ საზოგადოებისათვის სპეციალური საინფორმაციო საშუალებების აღდგენის და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ამ ინტერესიდან გამომდინარე, კასატორთა მიერ შეთავაზებულ იქნა კომპრომისული წინადადება, კერძოდ, ისინი უარს ამბობდნენ განაცდურის მოთხოვნაზე სამუშოზე აღდგენის სანაცვლოდ ადრინდელ თანამდებობებზე, მინიმუმ 1-წლიანი გარანტირებული ხელშეკრულების საფუძველზე რელური დასაქმების პირობით. მიუხედავად ამისა, მედია-ცენტრის ხელმძღვანელობამ დაპირება არ შეასრულა;

მოპასუხემ 2011 წლის 9 მარტს წარადგინა «აფხაზეთის მედია-ცენტრის» დირექტორის მიერ შედგენილი ახალი საშტატო განრიგი, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული მოსარჩელეების თანამდებობები. ამდენად, მისი აზრით, შეუძლებელი იყო მოსარჩელეების სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება. სრულიად ნათელია, რომ აღნიშნული ქმედება მიმართული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების დესტრუქციისაკენ, იგი ადმინისტრაციის მხრიდან წარმოადგენდა ახალ უკანონო მცდელობას, აშკარა დისკრიმინაციული მოქმედებით ხელოვნურად შეეშალა ხელი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენისათვის;

სააპელაციო სასამართლოს არ უნდა დაეკისრებინა იმ ოდენობის სახელმწიფო ბაჟი კასატორებისათვის, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია მითითებული, რადგან მან სააპელაციო საჩივარი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ამდენად, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის კასატორთათვის დაკისრება არასწორია (ტომი III, ს.ფ. 103-115).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით თ. პ-ას, დ. ჯ-ას, ლ. ც-ას, ე. ს-ის, ე. შ-ის, მ. ს-ას, ლ. გ-ის, ლ. ა-ას, ზ. კ-ის, ე. ხ-ასა და მ. კ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. პ-ას, დ. ჯ-ას, ლ. ც-ას, ე. ს-ის, ე. შ-ის, მ. ს-ას, ლ. გ-ის, ლ. ა-ას, ზ. კ-ის, ე. ხ-ასა და მ. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ. პ-ას, დ. ჯ-ას, ლ. ც-ას, ე. ს-ის, ე. შ-ის, მ. ს-ას, ლ. გ-ის, ლ. ა-ას, ზ. კ-ის, ე. ხ-ასა და მ. კ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.