ას-1466-1479-2011 10 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ რ.ჩ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ლ. დ-ა, მ. ლ-ი, ნ. მ-ე, ლ. ქ-ა, დ. თ-ა, გ. შ-ა (მოსარჩელეები)
მესამე პირები _ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო და საქართველოს კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამონისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი მოპასუხეების: თ. ქ-ას, ნ. ქ-ას და ნ. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹35 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს; ა. გ-ის სარჩელი მოპასუხეების: მ დ-ს, შ. Dდ-ს, ლ. Dდ-ის და ლ. თ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹39, გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ლ. დ-ას სარჩელი მოპასუხეების: რუსუდან, ა. და ი. ჩ-ეების მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹28 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. ლ-ის სარჩელი მოპასუხეების: თ. მ-ის, ნ. ქ-ის და ზ. მ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹29 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს; ლ. ქ-ას სარჩელი მოპასუხეების: ნ. გ-ის, მ. და ლ. გ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹30 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს. გ. შ-ას სარჩელი მოპასუხეების: მ. ქ-ის, ე., ედ. და ვ. თ-ების მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე: ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹31 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს; დ. თ-ას სარჩელი მოპასუხეების: თზ., თ და ა. ჭ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი მდებარე ქ. თბილისი, ..., მე-4 მკ/რნი, მე-11 კორპუსი, ბინა ¹42 და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-ამ, ნ. გ-მა, ნ. ქ-ამ და სხვებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ.ჩ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გასაჩივრებული განჩინების ასლი რ.ჩ-ემ ხელზე ჩაიბარა 2011 წლის 10 აგვისტოს (ს.ფ.317), ხოლო საკასაციო საჩივარი კი კასატორის წარმომადგენელმა გ. ჯ-ემ შეიტანა 2011 წლის 14 სექტემბერს, ე.ი. გასაჩივრების ერთთვიანი საპროცესო ვადის დარღვევით, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკსაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ერთთვიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 11 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 12 სექტემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ რ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად გასაჩივრების საპროცესო ვადის გაშვების გამო.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.