Facebook Twitter

ას-1182-1202-2011 13 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. მ-ი, რ. ტ-ი, კ. მ-ა და სხვები (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ი. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ა. დ-ე, ჰ. გ-ე, ლ. გ-ე, თ. მ-ე, მ. მ-ა, მ. კ-ე (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეტა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინება

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუტრედ აღრიცხვა, სანაცვლო ფართის შეძენის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ა. დ-ის, ჰ. გ-ის, ლ. გ-ის, თ. მ-ის, მ. მ-ასა და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ბინათმესაკუთრეთა “...” 2006 წლის 2 ივლისის საერთო კრების ოქმი ¹2 იმ ნაწილში, რომლითაც გადაწყდა ამხანაგობის თავმჯდომარისათვის, აუქციონში გამარჯვებულ პირთან ხელშეკრულებაზე ხელისმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ზიანის ასანაზღაურებლად 10000 ლარის გადახდის დაკისრება; ბინათმესაკუთრეთა “...” წევრებს _ ნ. კ-ას, ბ. პ-ას, ი. შ-ეს, მ. ც-ს, კ. მ-ას, რ. ტ-ს, გ. ს-ეს, ლ. ვ-ეს, ი. კ-ას, ნ. ქ-ას, მ. მ-ას, გ. მ-ს, ა. მ-ს, ა. მ-ს, ი. კ-ეს, გ. ჟ-ს, ლ. ს-ას, გ. ნ-ეს, ს. მ-ს, გ. ღ-ს, გ. ს-ეს, ვ. ღ-ს, ნ. წ-ეს, ა. ხ-ს, გ. ა-ს, გ. ლ-ს, ტ. გ-ეს, შ. ლ-ესა და გ. დ-ეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 46178 აშშ დოლარის გადახდა; სარჩელი გ. თ-ის, ზ. ზ-ის, შ. მ-ის, ა. ს-ის, ზ. ქ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა; სასარჩელო მოთხოვნები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-ის, რ. ტ-ის, კ. მ-ასა და სხვათა წარმომადგენელმა ი. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-ის, რ. ტუღუ|შის, კ. მ-ასა და სხვათა წარმომადგენელმა ი. კ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ა. მ-ის, რ. ტ-ის, კ. მ-ასა და სხვათა წარმომადგენელ ი. კ-ეს ჩაბარდა 2011 წლის 29 სექტემბერს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზი არ გამოასწორა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის, რ. ტუღუ|შის, კ. მ-ასა და სხვათა წარმომადგენელ ი. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლის შესაბამისად, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება ა. მ-ის, რ. ტ-ს, კ. მ-ასა და სხვათა წარმომადგენელ ი. კ-ეს ჩაბარდა 2011 წლის 29 სექტემბერს (ს.ფ.147). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 30 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორებმა და არც მათმა წარმომადგენელმა ხარვეზი არ გამოასწორეს და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 420-ე, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ-ის, რ. ტ-ის, კ. მ-ასა და სხვათა წარმომადგენელ ი. კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.