ას-1247-1267-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ხ. ა-ე, ი. ჟ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. დ-ი, მ. ი-ი, ო. კ-ი, ვ. ნ-ი, ა. კ-ი, თ. ყ-ი-დ-ე, ა. ა-ი, თ. დ-ი, ი. მ-ი, ს. კ-ი, თ. ლ.ა, ნ. გ-ი, ი. მ-ი, მ. ჩ-ი, ნ. ა-ი, მ. დ-ე, მ.გ-ი, მ.რ-ი, ბ. ყ-ი, მ. ქ-ე, ს. ი-ი, ი. მ-ე, ნ. ი-ი, რ. თ-ე, ე. მ-ე, ნ. ბ-ე, გ. მ-ი, ი. მ-ე, ი. გ-ი, გ. ც-ი, ა. ვ-ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 17.12.2010წ. გადაწყვეტილებით თ. დ-ის, მ. ი-ის, ო. ქოჩარიანის, ვ. ნ-ის, ა. ქოჩარიანის, თ. ყ-ი-დ-ის, ა. ა-ის, თ. დ-ის, ი. მ-ის, ს. ქოჩარიანის, თ. ლ.ას, ნ. გ-ის, ი. მ-ის, მ. ჩ-ის, ნ. ა-ის, მ. დ-ის, მ.გ-ის, მ.რ-ის, ბ. ყ-ის, მ. ქ-ის, ს. ი-ის, ი. მ-ის, ნ. ი-ის, რ. თ-ის, ე. მ-ის, ნ. ბ-ის, გ. მ-ის, ი. მ-ის, ი. გ-ის, გ. ც-ის, ა. ვ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 16 თებერვალს თ. ზ-ეს და ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ა-ის ჩიხს“ შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 28 იანვარს ინდივიდუალურ ბინამშენებლობის ამხანაგობა „ა-ის ჩიხს“ და ხ. ა-ეს, ი. ჟ-ას შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იპოთეკის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ხ. ა-ემ და ი. ჟ-ამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი აპრილის განჩინებით, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის (4850 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენდ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება თავისი არსით წარმოადგენდა არაქონებრივ დავას, რომელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაც კანონის თანახმად შეადგენდა 150 ლარს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2011წ., 19.05.2011წ., 21.06.2011წ., 27.06.2011წ., 06.07.2011წ., 14.07.2011წ. და 21.07.2011წ. განჩინებებით ხ. ა-ეს და ი. ჟ-ას გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2011წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამასთან, აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, აპელანტებმა 2011 წლის 25 ივლისს კვლავ მიმართეს სასამართლოს განცხადებით და განმეორებით აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 150 ლარით, ვინაიდან დავა არაქონებრივი ხასიათის იყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ხ. ა-ისა და ი. ჟ-ას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ხ. ა-ემ და ი. ჟ-ამ, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება იმ საფუძვლით, რომ მათთვის სააპელაციო საჩივარზე 4850 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრება სასამართლოს მხრიდან უკანონოა, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც სასამართლო მიიჩნევს, არამედ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმება, შესაბამისად, აპელანტთა განმარტებით, სახელმწიფო ბაჟიც ამ მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა დაკისრებოდათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ხ. ა-ისა და ი. ჟ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი აპრილის განჩინებით, აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 10-დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის (4850 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად.
დადგენილია, რომ სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება თავისი არსით წარმოადგენდა არაქონებრივ დავას, რომელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობაც კანონის თანახმად შეადგენდა 150 ლარს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 26.04.2011წ., 19.05.2011წ., 21.06.2011წ., 27.06.2011წ., 06.07.2011წ., 14.07.2011წ. და 21.07.2011წ. განჩინებებით ხ. ა-ეს და ი. ჟ-ას გაუგრძელდათ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 01.04.2011წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. ამასთან, აპელანტებს განემარტათ ხარვეზის შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგები, თუმცა, მიუხედავად ამისა, აპელანტებმა ხარვეზი არ გამოასწორეს და 2011 წლის 25 ივლისს კვლავ მიმართეს სასამართლოს განცხადებით, სადაც განმეორებით აღნიშნეს, რომ სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 150 ლარით, ვინაიდან დავა არაქონებრივი ხასიათის იყო, რადგან დავის საგანს წარმოადგენდა იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმება. ამდენად, ვინაიდან განცხადებით ირკვევოდა, რომ აპელანტები სასამართლოს მიერ დადგენილ ხარვეზს არ ასწორებდნენ, ზემოთ დასახელებულ ნორმათა შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ხ. ა-ისა და ი. ჟ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
კერძო საჩივრის ავტორები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებენ იმ გარემოებაზე, რომ მათთვის სააპელაციო საჩივარზე 4850 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის დაკისრება სასამართლოს მხრიდან უკანონოა, ვინაიდან დავის საგანს წარმოადგენდა არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, როგორც სასამართლომ მიიჩნია, არამედ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის გაუქმება და, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟიც ამ მოთხოვნიდან გამომდინარე უნდა დაკისრებოდათ, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსახილევლი საქმის დავის საგანს წარმოადგენდა 2009 წლის 16 თებერვალს თ. ზ-ეს და იბა “ა-ის ჩიხს” შორის დადებული სესხისა და მის უზრუნველსაყოფად დატვირთული იპოთეკის ხელშეკრულების, ასევე 2009 წლის 28 იანვარს იბა “ა-ის ჩიხსა” და ხ. ა-ეს, ი. ჟ-ას შორის დადებული სესხის და მის უზურნველსაყოფად დატვირთული იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, ამდენად, დავის საგანი ქონებრივ-სამართლებრივი ხასიათისაა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას საფუძვლად ქონებრივ-სამართლებრივი ურთიერთობა უდევს. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ხ. ა-ისა და ი. ჟ-ას სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, სწორად განსაზღვრა, ვინაიდან ხელშეკრუელბებში მითითებულმა გასესხებული თანხის ოდენობამ საერთო ჯამში შეადგინა 380 000 აშშ დოლარისა და 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარში. ამასთან, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ფასი განისაზღვრა 380 000 აშშ დოლარისა და 10 000 ევროს ეკვივალენტი ლარით, რომლის 4% აღემატებოდა 5000 ლარს, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” და “ბ.ა” ქვეპუნქტების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 4850 ლარით (აპელანტების მიერ გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ხ. ა-ისა და ი. ჟ-ას სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხ. ა-ისა და ი. ჟ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.