Facebook Twitter

ას-1253-1273-2011 24 ოქტომბერი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ლ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. კ-ი, ნ. გ-ე, ნ. ბ-ი, ხ. ბ-ი, თ. დ-ე, ხ. თ-ე, კ. კ-ე, მ. ლ-ე, მ. მ-ი, შ. თ-ე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების: ნ. კ-ის, ნ. გ-ის, ნ. ბ-ის, ხ. ბ-ის, თ. დ-ის, ხ. თ-ის, კ. კ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, შ. თ-ის სარჩელი მოპასუხეების: ო. ა-ძის, მ. ლ-ის, ვ. ს-ძის, მ. ა-ძისა და ი.ბ.ა. « ... XXI-ის» მიმართ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

ო. ა-ძეს, მ. ლ-ს, ვ. ს-ძეს დაეკისრათ ნ. კ-ის სასარგებლოდ 44874 ევროს შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, ნ. გ-ის სასარგებლოდ 27160 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, ნ. ბ-ის სასარგებლოდ 10000 ევროს შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა;

მ. ლ-ს, ვ. ს-ძეს ო. ა-ძესთან სოლიდარულად დაეკისრათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 8 აპრილის განაჩენით ხ. ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 25174 ევროს შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, თ. დ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 48000 აშშ დოლარი შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, ხ. თ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 27565 ევროს შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, კ. კ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 23086 ევროს შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, მ. ლ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 16100 ევროს შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, მ. მ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 10000 აშშ დოლარი შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, შ. თ-ის სასარგებლოდ დაკისრებული 21574 ევროს შესაბამისი ეკვივალენტი ლარის გადახდა;

ნ. კ-ის, ნ. გ-ის, ნ. ბ-ის, ხ. ბ-ის, თ. დ-ის, ხ. თ-ის, კ. კ-ის, მ. ლ-ის, მ. მ-ის, შ. თ-ის სარჩელი ი.ბ.ა. « ... XXI-ისა» და მ. ა-ძის მიმართ არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 360-472).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. ა-ძემ და მ. ლ-მა (ტომი I, ს.ფ. 394-406, 414-418).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებით ო. ა-ძისა და მ. ლ-ის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ აპელანტ მ. ლ-ს უარი ეთქვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, ვინაიდან მას საქმეზე არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის შეუძლებლობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ მას უნდა წარედგინა უტყუარი მტკიცებულებები სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის შეუძლებლობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპელანტებს სოლიდარულად უნდა გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი კანონის შესაბამისად;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა. ო. ა-ძეს: მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, ამასთან სააპელაციო საჩივარის წარდგენა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით; ბ. აპელანტებს: ო. ა-ძეს და მ. ლ-ს დაევალათ, სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 5000 (ხუთი ათასი) ლარის სოლიდარულად გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარმოდგენა;

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტები წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება, სახელმწიფო ბაჟი მათ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ დაკისრებული მთლიანი თანხის შესაბამისად;

2011 წლის 24 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა მ. ლ-მა, რომელმაც წარადგინა ცნობა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან. ამ ცნობის შესაბამისად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს მონაცემებით მოქალაქე მ. ლ-ის (დაბ. ... წელს, მცხ. თბილისი, ....ის IV შესახევევი ¹8) სახელზე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. განმცხადებელმა წარადგინა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი (პასუხი), რომლის შესაბამისად საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში (აღნიშნული ბაზა საქართველოს მაშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მ. ლ-ის (პ.ნ ¹ ...) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი და ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაცია არ იძლევა პიროვნებისა და იურიდიული პირის დასახელების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სრულყოფილად ძებნის საშუალებას. გარდა ამისა, აპელანტმა წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისადმი 2011 წლის 10 მარტს წარდგენილი წერილი, რომლის შესაბამისად, სპს მ. ლ-ი და მსაჯული იურიდიულმა კომპანიამ შეწყვიტა ფუნქციონირება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელნტმა მოითხოვა სახელწიფო ბაჟის გადახის გადავადება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით მალახაზ ლ-ს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა ო. ა-ძესთან ერთად, სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 5000 (ხუთი ათასი) ლარის სოლიდარულად გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა;

ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტის ჩაბარდა 2011 წლის 9 ივნისს;

2011 წლის 13 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას კვლავ მიმართა აპელანტმა მ. ლ-მა, რომელმაც წარადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 600 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, ითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადება.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების ინსტიტუტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა სახელწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადებაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლოს საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებას, რომელიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ ხარვეზის სრულად შეუვსებლობა სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ არაერთხელ გაუგრძელა ვადა აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, თუმცა აპელანტის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტების _ ო. ა-ძის და მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი II, ს.ფ. 33-39).

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ლ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის ზემომითითებული მოთხოვნა დაფუძნებულია შემდეგ მოტივებზე:

აპელანტ მ. ლ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ განპირობებული იყო და არის იმით, რომ იგი განიცდის მძიმე მატერიალურ გაჭირვებას, რაიონში ჰყავს ხანდაზმული მშობლები, რომლებიც არიან მის კმაყოფაზე, ხოლო თავად აპელანტის შრომის ანაზღაურება შეადგენს ყოველთვიურად 200 ლარს. ეს თანხა დღევანდელ პირობებში საარსებო მინიმუმია. აპელანტს არ აქვს პირადი უძრავ-მოძრავი ქონება თბილისში, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა მათი გაყიდვის, გაქირავების ან დაგირავების გზით თანხის მოძიება. მიუხედავად შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენისა, სასამართლომ აპელანტს განუსაზღვრა 14-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამის შემდეგ, მ. ლ-მა სასამართლოს დამატებით წარუდგინა ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ მას საქართველოს მასშტაბით არ გააჩნია უძრავი ქონება საკუთრების უფლებით. გარდა ამისა, აპელანტმა წარადგინა მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომ საკუთრებაში არ გააჩნია მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, დამატებით წარადგინა ასევე ცნობა იმის შესახებ, რომ 2011 წლის 11 მარტამდე ჰქონდა იურიდიული ფირმა, საიდანაც ხელფასის გარდა გააჩნდა დამატებითი შემოსავალი, ხოლო დღეის მდგო.ეობით მისმა ფირმამ შეწყვიტა ფუნქციონირება. შესაბამისად, აპელანტს შემოსავალი შეუწყდა;

მოცემულ შემთხვევაში, მ. ლ-ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით ანუ ის თანხა, რისი მოძიებაც მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ მცირე დროში შეძლო. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად ილახება მისი, როგორც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლება, რამდენადაც დასახელებული ნორმატიული აქტით უზრუნველყოფილია მოქალაქის დარღვეული უფლების დაცვის შესაძლებლობა სასამართლოსათვის მიმართვის გზით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით ო. ა-ძისა და მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 5000 ლარის სოლიდარულად გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტ მ. ლ-ის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც წარდგენილი მტკიცებულებების (ცნობა სამუშაო ადგილიდან, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მიმართვა) საფუძველზე უტყუარად არ დასტურდებოდა აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგო.ეობა, რომ მას არ შეეძლო სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა (ტომი II, ს.ფ. 3-7). სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ კვლავ არ დაკმაყოფილდა და მას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. ამავდროულად, აპელანტს განემარტა დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 19-22). საბოლოოდ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მ. ლ-მა ხარვეზი მხოლოდ ნაწილობრივ შეავსო _ დაკისრებული თანხიდან (5000 ლარი) სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ 600 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, ხოლო დარჩენილ თანხასთან მიმართებით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების თაობაზე (ტომი II, ს.ფ. 26-28).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში სწორად აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადების ინსტიტუტს, რის გამოც აპელანტ მ. ლ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადებაზე მართებულად არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგო.ეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან ხსენებული მტკიცებულებები არასაკმარისია აპელანტის რეალური ქონებრივი მდგო.ეობის დასადგენად, ისინი სასამართლოს არ უქმნის რწმენას, რომ აპელანტს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო არ შეუძლია დადგენილ ვადაში გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, აპელანტმა ვერ დაუდასტურა სასამართლოს მისი მძიმე ქონებრივი მდგო.ეობა, რაც დასაბუთებულს გახდიდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ 2011 წლის 20 აპრილისა და 3 ივნისის განჩინებებით მ. ლ-ს კანონშესაბამისად უთხრა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე უარის თქმით, მას წაერთვა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის კანონით გათვალიწინებული ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.