Facebook Twitter

ას-1492-1501-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ღ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ-ი”

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ღ-მა გაასაჩივრა კერძო საჩივრით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.

2011 წლის 16 მაისს ა. ღ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2011 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივნისის განჩინებებით ა. ღ-ის შუამდგომლობა მოსამართლე თ. ზამბახიძის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2011 წლის 10 თებერვლის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებებზე ა. ღ-მა შეიტანა კერძო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით ა. ღ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ა. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) მოცემულ სამოქალაქო საქმეზე _ ა. ღ-ის სარჩელის გამო სს “თ-ის” მიმართ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ დარჩა რეაგირების გარეშე.

2011 წლის 16 აგვისტოს ა. ღრულებალაშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამავე სასამართლოს 2011 წლის 20 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-ის განცხადება დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ღ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ღ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და, შესაბამისად, კერძო საჩივარი შეტანილია სამოქალაქო საქმეზე _ ა. ღ-ის სარჩელის გამო სს “თ-ის” მიმართ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. ღ-ის მიერ სასამართლოში შეტანილი ნებისმიერი სახის კორესპოდენცია (განცხადება, საჩივარი) მოცემულ სამოქალაქო საქმეზე _ ა. ღ-ის სარჩელის გამო სს “თ-ის” მიმართ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ დარჩეს რეაგირების გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განუხილველად უნდა დარჩეს ა. ღ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 სექტემბრის განჩინებაზე, სამოქალაქო საქმეზე _ ა. ღ-ის სარჩელის გამო სს “თ-ის” მიმართ რეორგანიზაციის საფუძველზე სამუშაოდან გათავისუფლების დღეს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ღ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.