Facebook Twitter

ა-2217-შ-35-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი _ ვ. რ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ჰ. ჰ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ვისლოხის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საქმე ¹2 F 70/03)

დავის საგანი _ განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ვისლოხის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹2 F 70/03) გაუქმდა საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება; დადგინდა, რომ ქმრის ანგარიშიდან LVA ბადენ-ვიურტემბერგში ცოლს გადაერიცხოს BFA ბერლინის ანგარიშზე ყოველთვიურად პენსიის სახით 37,20 ევრო, 2003 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად; ასევე დადგინდა პროცესის ხარჯების ორივე მხარის მიერ დაფარვა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. რ-ემ, რომელმაც მოითხოვა მასა და მ. ჰ. ჰ-ს შორის განქორწინების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივნისის განჩინებით ვ. რ-ის შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ვ. რ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილია, რომ გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ვისლოხის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე ¹2 F 70/03) გაუქმდა 1997 წლის 3 დეკემბერს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (დაქორწინებული პირები: ვ. რ-ე, მ. ჰ. ჰ-ი).

გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ვისლოხის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ძალაშია.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.

ამდენად, გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ვისლოხის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 1997 წლის 3 დეკემბერს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. რ-ის შუამდგომლობა გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ვისლოხის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის საოჯახო საქმეების განმხილველი ვისლოხის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც 1997 წლის 3 დეკემბერს საქართველოში, თბილისის მმაჩის ბიუროს თანამშრომლის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (დაქორწინებული პირები: ვ. რ-ე, მ. ჰ. ჰ-ი) გაუქმდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.