ა-2879-შ-40-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ვ. ნ-ის ასული ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ უკრაინის ქ.დონეცკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება (საქმე ¹2-99/11)
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
უკრაინის ქ.დონეცკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის ასული ს-ას სარჩელი გ. გ-ის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე, სრულად დაკმაყოფილდა; გ. გ-ეს, დაბადებულს 1979 წლის 18 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ვ. ნ-ის ასული ს-ას, დაბადებულის 1968 წლის 7 აპრილს, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ სათანადო ასაკის ბავშვისათვის საარსებო მინიმუმის 30%-ისა, მ. გ.ს ასული გ-ის, დაბადებულის 2008 წლის 9 სექტემბერს, სარჩენად 2010 წლის 28 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამავე გადაწყვეტილებით გ. გ-ეს დაეკისრა სახელმწიფო სასამართლო მოსაკრებელი 51 გრივნის ოდენობით. გადაწყვეტილება ალიმენტის სახით ერთი თვის თანხის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. ნ-ის ასულმა ს-ამ, რომელმაც მოითხოვა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ვ. ნ-ის ასული ს-ას შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში. განჩინებით დადგინდა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, ამავდროულად, სასამართლომ განუმარტა გ. გ-ეს, რომელსაც გაეგზავნა შუამდგომლობის და თანდართული მასალების ასლები მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, რომ მას უფლება ჰქონდა, წარმოედგინა მოსაზრება ვ. ნ-ის ასული ს-ას შუამდგომლობის თაობაზე აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში, ხოლო თუ იგი აღნიშნულს არ მოითხოვდა, საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე.
2011 წლის 11 აგვისტოს გ. გ-ემ უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება ვ. ნ-ის ასული ს-ას შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სადაც იგი აღნიშნავს, რომ უკრაინის ქ.დონეცკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, რადგან მის კმაყოფაზეა მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, მისი შემოსავალი თვეში შეადგენს დაახლოებით 500-600 ლარს. ამ შემოსავლიდან ალიმენტის სახით 1/4-ის გადახდის შემთხვევაში მისი ოჯახი აღმოჩნდება უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, რადგან იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გ. გ-ე ითხოვს ვ. ნ-ის ასული ს-ას შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვას, რა დროსაც მას სურს დააფიქსიროს თავისი პოზიცია მითითებულ შუამდგომლობასა და აღსასრულებელ გადაწყვეტილებაზე. ამასთან, მოპასუხე ითხოვს, რომ უზენაესმა სასამართლომ გაითვალისწინოს მისი ოჯახური მდგომარეობა და სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის შესაბამისად შეამციროს ალიმენტის ოდენობა 60 ლარამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ ვ. ნ-ის ასული ს-ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ უკრაინის ქ.დონეცკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ნ-ის ასული ს-ას სარჩელი გ. გ-ის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე, სრულად დაკმაყოფილდა; გ. გ-ეს, დაბადებულს 1979 წლის 18 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ვ. ნ-ის ასული ს-ას, დაბადებულის 1968 წლის 7 აპრილს, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ სათანადო ასაკის ბავშვისათვის საარსებო მინიმუმის 30%-ისა, მ. გ.ს ასული გ-ის, დაბადებულის 2008 წლის 9 სექტემბერს, სარჩენად 2010 წლის 28 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, გადაწყვეტილება ალიმენტის სახით ერთი თვის თანხის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, უკრაინის ქ.დონეცკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ვ. ნ-ის ასული ს-ას სარჩელი გ. გ-ის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე, სრულად დაკმაყოფილდა, კერძოდ, გ. გ-ეს, დაბადებულს 1979 წლის 18 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ვ. ნ-ის ასული ს-ას, დაბადებულის 1968 წლის 7 აპრილს, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ სათანადო ასაკის ბავშვისათვის საარსებო მინიმუმის 30%-ისა, მ. გ.ს ასული გ-ის, დაბადებულის 2008 წლის 9 სექტემბერს, სარჩენად 2010 წლის 28 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, გადაწყვეტილება ალიმენტის სახით ერთი თვის თანხის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
მოპასუხე გ. გ-ის მოსაზრებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს “საერთაშორისო კერძო სამართლის” შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. აღნიშნულ პროცესში უზენაესი სასამართლო არ არკვევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებაში მოყვანილი გარემოებები, ასევე, მისი თხოვნა აღსასრულებელი გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის შემცირების თაობაზე, ვერ გახდება მოცემული განჩინების მსჯელობის საგანი და ვერ განაპირობებს ვ. ს-ას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილება, ამიტომ მოპასუხის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. გ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
2. ვ. ნ-ის ასული ს-ას შუამდგომლობა უკრაინის ქ.დონეცკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების (საქმე ¹2-99/11) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.დონეცკის ლენინის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ვ. ნ-ის ასული ს-ას სარჩელი გ. გ-ის მიმართ არასრულწლოვანი ბავშვის სარჩენად ალიმენტის დაკისრების თაობაზე, სრულად დაკმაყოფილდა; გ. გ-ეს, დაბადებულს 1979 წლის 18 დეკემბერს, მცხოვრებს საქართველოს რესპუბლიკაში, ვ. ნ-ის ასული ს-ას, დაბადებულის 1968 წლის 7 აპრილს, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად, ყველა სახის შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ სათანადო ასაკის ბავშვისათვის საარსებო მინიმუმის 30%-ისა, მ. გ.ს ასული გ-ის, დაბადებულის 2008 წლის 9 სექტემბერს, სარჩენად 2010 წლის 28 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, გადაწყვეტილება ალიმენტის სახით ერთი თვის თანხის დაკისრების ნაწილში დაექვემდებარა დაუყოვნებლივ აღსრულებას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.