ა-2940-შ-45-2011 31 ოქტომბერი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუნუ კვანტალიანი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი _ ნ. ჭ-ი (წარმომადგენელი ბ. ო-ი)
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბ. მ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე _ გერმანიის ფრაიბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრაისგაუში 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება (საქმე ¹ 45 F 876/11)
დავის საგანი _ განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ფრაიბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრაისგაუში 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 45 F 876/11) შეწყდა მეუღლეებს (ნ. ჭ-ი, ქ. ბ. მ-ი) შორის 2009 წლის 6 მარტს ფრაიბურგის მმაჩის ბიუროს მოხელის თანდასწრებით რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ¹ ე ...); დადგინდა, რომ წილთა განაწილება, კომპენსაცია არ მოხდებოდა; სასამართლო ხარჯების გადახდა დაეკისრა ორივე მხარეს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ჭ-ის წარმომადგენელმა ბ. ო-მა, რომელმაც მოითხოვა მხარეებს შორის განქორწინების ნაწილში ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აგვისტოს განჩინებით ნ. ჭ-ის (წარმომადგენელი ბ. ო-ი) შუამდგომლობა მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ გერმანიის ფრაიბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრაისგაუში 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე ¹ 45 F 876/11) შეწყდა მეუღლეებს (ნ. ჭ-ი, ქ. ბ. მ-ი) შორის 2009 წლის 6 მარტს ფრაიბურგის მმაჩის ბიუროს მოხელის თანდასწრებით რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ¹ ე ...).
გერმანიის ფრაიბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრაისგაუში 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების თანახმად, მოცემული გადაწყვეტილება ძალაშია.
“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ამდენად, გერმანიის ფრაიბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრაისგაუში 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა მეუღლეებს (ნ. ჭ-ი, ქ. ბ. მ-ი) შორის 2009 წლის 6 მარტს ფრაიბურგის მმაჩის ბიუროს მოხელის თანდასწრებით რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ¹ე ...), საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ჭ-ის შუამდგომლობა გერმანიის ფრაიბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრაისგაუში 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფრაიბურგის საოჯახო საქმეების განმხილველი პირველი ინსტანციის სასამართლოს ბრაისგაუში 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შეწყდა მეუღლეებს (ნ. ჭ-ი, ქ. ბ. მ-ი) შორის 2009 წლის 6 მარტს ფრაიბურგის მმაჩის ბიუროს მოხელის თანდასწრებით რეგისტრირებული ქორწინება (რეგისტრაციის ...);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.