Facebook Twitter

ა-3129-შ-49-2011 27 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები _ ე. ჯ-ი და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ა. ტ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ჯ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე _ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით ზ. ჯ-ს დაეკისრა ე. ჯ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების _ დ. ჯ-ისა (დაბადებული 2006 წლის 17 თებერვალს) და მ. ჯ-ის (დაბადეული 2008 წლის 20 მარტს სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის _ ყველა სახის შემოსავლის 33%-ის, მაგრამ არანაკლებ 75%-ის გადახდა 2009 წლის 29 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 154114 რუბლის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 11 აგვისტოს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

ე. ჯ-მა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ა. ტ-ამ შუამდგომლობებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 სექტემბრის განჩინებით ე. ჯ-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ა. ტ-ას შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ე. ჯ-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ა. ტ-ას შუამდგომლობები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით ზ. ჯ-ს დაეკისრა ე. ჯ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების _ დ. ჯ-ისა (დაბადებული 2006 წლის 17 თებერვალს) და მ. ჯ-ის (დაბადეული 2008 წლის 20 მარტს სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის _ ყველა სახის შემოსავლის 33%-ის, მაგრამ არანაკლებ 75%-ის გადახდა 2009 წლის 29 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე. აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 154114 რუბლის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ. აღნიშნული განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა 2009 წლის 11 აგვისტოს და ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

“საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ” საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. ჯ-ისა და ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს მოსამართლე ა. ტ-ას შუამდგომლობები ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მოგილევის ლენინის რაიონის სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინება, რომლითაც ზ. ჯ-ს დაეკისრა ე. ჯ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილების _ დ. ჯ-ისა (დაბადებული 2006 წლის 17 თებერვალს) და მ. ჯ-ის (დაბადეული 2008 წლის 20 მარტს სარჩენად ყოველთვიურად ალიმენტის _ ყველა სახის შემოსავლის 33%-ის, მაგრამ არანაკლებ 75%-ის გადახდა 2009 წლის 29 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, აგრეთვე მას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 154114 რუბლის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.